2018 წელს „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში,  1.240 მილიარდი ლარის და 247 მილიონი დოლარის  სესხი გაიცა

2018 წელს „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, 1.240 მილიარდი ლარის და 247 მილიონი დოლარის სესხი გაიცა

access_time2018-12-27 16:38:17

„სახელმწიფო პროექტის „შეღავათიანი აგროკრედიტი“ ფარგლებში, 1.240 მილიარდი ლარის და 247 მილიონი დოლარის 32,600-ზე მეტი სესხი გაიცა როგორც საბრუნავი, ისე ძირითადი საშუალებებისათვის.ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებისთვის 2018 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.


მისი განმარტებით, წელს ამოქმედდა 185 ახალი და გადაიარაღდა 880 საწარმო. ძირითადი მიმართულებებია მესაქონლეობა, მემცენარეობა, მეხილეობა.



ლევან დავითაშვილის განმარტებით, პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, გაშენებულია 5,600 ჰა-ზე მეტი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღი. სახელმწიფოს მხრიდან თანადაფინანსების ოდენობამ 30 მილიონ ლარს გადააჭარბა. პროექტის ამოქმედებით, ამორტიზებული ბაღები განახლდა.




„ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა, ქვეკომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში.



2018 წელს ჩვენ გვქონდა მნიშვნელოვანი ინიციატივა მექანიზაციის დაფინანსების კუთხით; საქართველოში პირველად გახდა შესაძლებელი სასოფლო-სამეურნეო მექანიზაცია აგროკრედიტის თუ აგროლიზინგის, იაფი, შეღავათიანი სესხების საშუალებით რომ დაფინანსდეს. ამ მიმართულებით ფერმერებისთვის საგრანტო დახმარებები მომავალშიც იქნება“-აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.


„კომერსანტი“




ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება

ევროზონა უმძიმეს კრიზისულ პერიოდს ვერ უმკლავდება
access_time2020-10-30 19:00:31
გერმანიაში ინდექსი DAX —  გერმანული ეკონომიკის ბარომეტრი - უკვე 4%-ით, საფრანგეთს ძირითადი საბირჟო ინდექსი CAC- 40 კი 3,3%- ით შემცირდა და ამა წლის მარტ-აპრილის დონეს მიუახლოვდა.   საფონდო ინდექსების ვარდნა მთელს ევროპაში მიმდინარეობს.   რა არის ეს? შეშინებული ტრეიდერების გადაჭარბებული რეაქცია? ესეც, ოღონდ არა მხოლოდ ეს. საქმე იმაშია, რომ საფონდო ბაზარმა დაინახა ის, რასაც მოსახლეობა ჯერ ვერ ამჩნევს - ევროზონა პანდემიის მეორე...

30 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

30 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-30 18:30:32
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 30 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

ბილ გეითსის 10 გამაოგნებელი წინასწარმეტყველება, რომელთა ნახევარი ახდა

ბილ გეითსის 10 გამაოგნებელი წინასწარმეტყველება, რომელთა ნახევარი ახდა
access_time2020-10-30 20:00:47
65-წლის ბილ გეითსი მთელს მსოფლიოში არა მხოლოდ როგორც მილიარდერი, არამედ როგორც წინასწარმეტყველია ცნობილი. მისი პროგნოზების ნაწილი უკვე რეალობად იქცა, ნაწილი კი, სავარაუდოდ, მომავალში ახდება.   გეითსის ახდენილი პროგნოზების სია ასე გამოიყურება:   კაცობრიობას საშიშ ვირუსი შეხვდება   „თუ კი რამეს უახლოეს ათწლეულში ათობით მილიონი ადამიანის განადგურება შეეძლება- სავარაუდოდ, ეს განსაკუთრებით საშიში ვირუსი იქნება. მიკრობი და არა...

„ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Golden Trophy მიიღო!

„ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინო, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Golden Trophy მიიღო!
access_time2020-10-30 15:55:36
ბადაგონის კიდევ ერთი დიდი წარმატება! „ბადაგონი ბრუტი - პირველი ქართული ცქრიალა ღვინოა, რომელმაც საერთაშორისო კონკურსზე Glass of Bubbly - Golden Trophy მიიღო! ამ დიდი წარმატების პარალელურად, ბადაგონის ცქრიალა ღვინოები „მაესტრო როზე და მაესტრო ნახევრად ტკბილი ოქროს მედლით დაჯილდოვდა. „Glass of Bubbly - შამპანურისა და ცქრიალა ღვინის საერთაშორისო კონკურსია, რომელიც ლონდონში ყოველწლიურად იმართება. გამარჯვებულებს კი ცნობილი ენოლოგების, სომელიეებისა და ღვინის ექსპერტებისაგან...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება ბევრილი ჯგუფთან დაკავშირებით

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება ბევრილი ჯგუფთან დაკავშირებით
access_time2020-10-30 13:55:25
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება ყოველთვის წარმოადგენს და იცავს ასოციაციის წევრი ასეულობით კომპანიის ინტერესებს.  მათ შორისაა, კომპანია „ბევრილი ჯგუფი“, რომელიც ასოციაციის წევრია 2012 წლიდან და სხვა უმსხვილეს ქართულ კომპანიებთან ერთად ბოლო რამოდენიმე წელია აქტიურად საქმინობს, როგორც საკუთარი ბიზნესისა და სექტორის განვითარების, ასევე, ზოგადად, საქართველოში წარმატებული ბიზნეს კლიმატის შექმნისთვის.     სამწუხაროდ, გვინდა...


მსგავსი სიახლეები

up