2018 წელს საქართველო კვლავ ღარიბი იქნება

2018 წელს საქართველო კვლავ ღარიბი იქნება

access_time2018-02-19 17:36:10

ბლუმბერგის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა იყო 4,8%, სომხეთში 7,7%, აზერბაიჯანში - 0,1%,  რუსეთსა და ბელარუსში - 1,5%.


2018 წლის იანვარში წლიურმა ინფლაციამ საქართველოში  4,3% შეადგინა, სომხეთში 2.7%, რუსეთში - 2.2%, ყაზახეთში 6.8%, ბელორუსში 4,6%, აზერბაჯანში 7.8%.


2018 წლის მონაცემებით, მშპ ერთ სულ მოსახლეზე საქართველოში არის 4529 დოლარი, სომხეთში 3853 დოლარი, აზერბაიჯანში - 4439 დოლარი, ბელორუსში 5745 დოლარი, რუსეთში 10630 დოლარი.


საქართველოს მშპ შეადგეს 16.7 მილიარდ დოლარს, სომხეთის მშპ შეადგენს 11.5 მილიარდ დოლარს, აზერბაიჯანის 43.8 მილიარდ დოლარს, ბელორუსიის 54 მილიარდ დოლარს, რუსეთის 1,5 ტრილიონ დოლარს.


საშუალო ოჯახის საარსებო მინიმუმი საქართველოში არის 293,5 ლარი. საქართველოს მოსახლეობა საქსტატის მონაცემების მიხედვით შეადგენს  3,718,200 ადამიანს, აქედან ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა 2 მილიონია, დასაქმებულია 1,7 მილიონი ადამიანი. საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 307 დოლარია, სომხეთში  283 დოლარი,  აზერბაიჯანში - 256 დოლარი, რუსეთში - 1050 დოლარი.


მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით, საქართველოს მშპ 2018 წელს გაიზრდება 5%-ით. აღსანიშნავია, რომ 2011 წელს საქართველომ დააფიქსირა 7.2%-იანი მშპ-ს ზრდა, შემდგომ წლებში მშპ-ს პროცენტული ზრდის ტემპი საგრძნობლად შემცირდა.


2018 წლის დაანონსებული 5%-იანი ზრდა არ გამოიწვევს მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის რადიკალურ გაუმჯობესებას. ვიდრე ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი ორნიშნა რიცხვს არ გადააჭარბებს, მოსახლეობის სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე საუბარი ნაადრევია. ეს  განსაკუთრებით მათ ეხებათ ვინც შემოსავლის გადანაწილების მიხედვით დაბალ საფეხურზეა. ოფიციალური სტატისტიკით სიღარიბის დონემ დაიწია, თუმცა საქართველოში მოსახლეობის 30% კვლავ სიღარიბის ზღვარს მიღმა რჩება.


სახელმწიფოს სოციალური პროგრამები მნიშვნელოვან როლს თამაშობს მოსახლეობის ყოფითი პირობების გაუმჯობესებაში, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. თევზის დარიგების ნაცვლად უმჯობესია სახელმწიფომ მოსახლეობას მისი დაჭერა ასწავლოს და ანკესი მისცეს. დამოუკიდებელი და კომპეტენტური სასამართლო, ნაკლები ბიუროკრატია და სწრაფ განვითარებაზე ორიენტირებული საგადასახადო სისტემა, სწორედ ეს უნდა იყოს ხელისუფლების მთავარი ამოცანა და პრიორიტეტი. 


ავტორი: გიორგი ჭკადუა




ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა

ქუთაისში მდებარე საწარმომ მზის პანელები აშშ-ში ექსპორტზე გაიტანა
access_time2020-05-30 21:00:36
ძალიან სასიხარულოა, რომ საწარმო კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, როცა ჩვენ ვხსნით ეკონომიკას, საწარმო გაფართოებას გეგმავს. მის გეგმებში დიდი კორექტირება არ...

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება

ჩინური კომპანია 99%-ით არის დარწმუნებული, რომ მათ მიერ შექმნილი კორონავირუსის ვაქცინა ეფექტური იქნება
access_time2020-05-30 19:52:32
ჩინელი მეცნიერები 99%-ით არიან დარწმუნებულები, რომ კორონავირუსის ვაქცინა, რომელზეც მუშაობენ ეფექტური იქნება, - ამის შესახებ ინფორმაციას...

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში

ნათია თურნავა - მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, ისევე როგორც მთლიანად მსოფლიოში
access_time2020-05-30 15:49:21
მაისიც ძალიან მძიმე იქნება, ივნისიც და ზოგადად, წლის ბოლოს ნავარაუდევია ეკონომიკის სერიოზული ვარდნა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა “საქსტატის” მონაცემებს აპრილში ეკონომიკის 16.6%-იან ვარდნასთან...

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი

ბაზარზე ლუდის პირველი ქართული ბრენდი ბრუნდება - „ზედაზენის“ ახალი პროდუქტი
access_time2020-05-30 15:00:14
„ზედაზენი“ ახალ პროდუქტს უშვებს. საუბარია ლუდის პირველ ქართულ ბრენდზე „ აიაზე“, რომელიც ბაზარზე...

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს

ახალბედა მილიარდერები, რომლებმაც COVID-19-ის კრიზისით იხეირეს
access_time2020-05-30 17:00:54
გლობალურმა პანდემიამ მსოფლიოს დიდ ნაწილში მასშტაბური ნეგატიური ცვლილებები გამოიწვია, თუმცა, ყველაფერს აქვს თავისი დადებითი მხარეც. პანდემიის გამო, 2020 წლის Forbes-ის მილიარდერთა რეიტინგის ახალი178 წევრიდან ნაწილმა დიდი სარგებელი ნახა. მათ შორის არიან: ლარი სიანდონ ჩენი ქონება: $4.5 მილიარდი ქვეყანა: ჩინეთი ლარი ჩენი GSX Techedu-ის დამფუძნებელი და...


მსგავსი სიახლეები

up