2018 წელს, მგზავრთნაკადი 23%-ით, ხოლო შესრულებული რეისების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა

2018 წელს, მგზავრთნაკადი 23%-ით, ხოლო შესრულებული რეისების რაოდენობა 17%-ით გაიზარდა

access_time2019-01-11 16:07:46

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მონაცემებით, გასული 2018 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტები ჯამში 5 033 323 მგზავრს მოემსახურა. 2017 წელთან შედარებით, მგზავრთნაკადი 23.55%-ით, ხოლო 2016 წელთან შედარებით 77.20%-ით არის გაზრდილი.


თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 3 808 619 მგზავრს მოემსახურა, რაც 20.37%-ით (644 480 მგზავრით) მეტია, ვიდრე 2017 წლის მონაცემებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა;


ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მეშვეობით 598 891 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 20.83% ით (103 223 მგზავრით) მეტია 2017 წლის მაჩვენებელზე;


ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 52.37%-ით გაიზარდა. სულ გადაყვანილ იქნა 617 373 მგზავრი - 212 200 მგზავრით მეტი ვიდრე 2017 წელს;


2018 წლის განმავლობაში, საქართველოს აეროპორტებში 3 557-ით მეტი რეისი განხორციელდა. სამგზავრო და სატვირთო რეისების რაოდენობა სულ იყო - 24 536, აქედან რეგულარული რეისების რაოდენობაა 21 519, ხოლო ჩარტერების 3 017. 2017 წელს განხორციელებულ რეისების რაოდენობასთან შედარებით, ზრდა 16.96%-ს შეადგენს.



რაც შეეხება საქართველოს საავიაციო ბაზარზე მოქმედი ავიაკომპანიების პროცენტულ წილებს, 2018 წლის მონაცემებით, წამყვან პოზიციებზე სამ ავიაკომპანია იმყოფება, ესენია: "Wizz Air", "Turkish Airlines" და ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways"-ი. სხვაობა სამი ავიაგადამზიდველის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობას შორის უმნიშვნელოა.


რეგულარული და მრავალჯერადი ჩარტერული რეისებით გადაყვანილი მგზავრების რაოდენობის/პროცენტული წილის მიხედვით პირველი ხუთეული ასე გამოიყურება:

· ავიაკომპანია "Wizz Air" – 587 179 მგზავრი 12%;

· ავიაკომპანია "Turkish Airlines" – 559 749 მგზავრი 11%;

· ავიაკომპანია "Georgian Airways" – 550 831 მგზავრი 11%;

· ავიაკომპანია "Ural Airlines" – 294 000 მგზავრი 6%

· ავიაკომპანია "Fly Dubai" – 250 296 მგზავრი 5%


2018 წლის განმავლობაში 45 069 მგზავრი გადაიყვანა ამავე წელს დაფუძნებულმა ქართულმა ავიაკომპანია "Myway Airlines"-მა, 20 822 მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო „AK Air Georgia"-მ, რომელიც ასევე 2018 წელს შეიქმნა და ადგილობრივი რეისების შესრულებითაა დაკავებული. მათი წილი საავიაციო ბაზარზე ამ ეტაპზე უმნიშვნელოა. "Georgian Airways"-ის მიერ გადაყვანილი მგზავრების გათვალისწინებით, პროცენტული თანაფარდობა ქართულ და უცხოურ ავიაკომპანიებს შორის ერთი წლის დინამიკაში მცირედით შეიცვალა და თუ 2017 წელს გადაყვანილი მგზავრების 90% უცხოური ავიაკომპანიებზე მოდიოდა, 2018 წელს მათი წილი 2%-ით შემცირდა და შესაბამისად წილობრივი მონაცემები ასე გადანაწილდა: 88% (უცხოური ა/კ) / 12% (ქართული ა/კ).








გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია

გიორგი კაპანაძე - აზარტული თამაშების უფრო მეტად დაბეგვრა აუცილებელია
access_time2019-03-23 10:00:28
...

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები

ადამიანი, რომელმაც ქართული სიტყვები “დახატა” – ბექა ბერიძის ნამუშევრები
access_time2019-03-23 12:00:27
ბექა ბერიძე 29 წლის გრაფიკული დიზაინერია, რომელმაც ტიპოგრაფიული ილუსტრაციების სერია შექმნა. პოსტერები იმითაა განსხვავებული, რომ აქ სხვადასხხვა სიტყვები, როგორიცაა: ყავა, ლუდი, თუ სიყვარული, ქართული ასოებითაა “დახატული”. ამ ნამუშევრები სერია მისი პირადი პროექტია. როგორ...

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“

„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთ“
access_time2019-03-22 21:25:02
„ბიზნესის და სახელმწიფოს ურთიერთობის ანატომია შეიძლება რამდენიმე ადამიანმა იცის ჩემზე უკეთესად ამ...

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000 მოსახლეს 7 სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას

აუდიტის სამსახური - საქართველოში 100 000  მოსახლეს  7  სოცმუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად  ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას
access_time2019-03-22 19:30:32
საქართველოში 100 ათას მოსახლეს 7 სოციალური მუშაკი ემსახურება, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება სხვა ქვეყნების პრაქტიკას, მაგალითად, სლოვენიაში 100 ათას მოსახლეზე გათვალისწინებულია 772 სოციალური მუშაკი,- ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშშია აღნიშნულია.   სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა შეისწავლა, რამდენად ეფექტურია ოჯახში ძალადობისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმები. აუდიტის ანგარიში 2015 წლიდან 2018 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით პერიოდს...

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს

New York Times-ის გენერალური დირექტორი გამომცემლობებს Apple-თან პარტნიორობის რისკებზე აფრთხილებს
access_time2019-03-22 21:00:46
Apple ახალ გასართობ და ფასიან ციფრული ახალი ამბების სისტემას ააქტიურებს. New York Times-მა და Washington Post-მა უარი თქვეს ამ პროექტში Apple-თან თანამშრომლობაზე. Apple New ყველა IPhone-სა და iPad-ზე წინასწარ იქნება დაინსტალირებული. The New York Times-ის გენერალური დირექტორი მარკ ტომპსონი სხვა გამომცემლობებს აფრთხილებს იმ რისკების შესახებ, რაც შეიძლება Apple-თან თანამშრომლობამ გამოიწვიოს. ტომპსონის განცხადებით პირველი რისკია ელექტრონული ჟურნალის...


მსგავსი სიახლეები

up