2018 წელს კომერციული ბანკების დასაკუთრებული ქონება 59,6 მილიონი ლარით შემცირდა

2018 წელს კომერციული ბანკების დასაკუთრებული ქონება 59,6 მილიონი ლარით შემცირდა

access_time2019-02-06 18:30:44

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის მდგომარეობით კომერციულ ბანკებს ჯამში 149 586 191 ლარის ღირებულების უძრავ-მოძრავი ქონება აქვთ დასაკუთრებული. 2017 წელთან შედარებით ეს მაჩვენებელი 59,6 მილიონი ლარითაა შემცირებული. 2017 წელს ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობა 209 192 767 ლარს შეადგენდა.


2018 წელსაც წინა წლის მსგავსად ყველაზე მეტი, კერძოდ 56 934 467 ლარის ღირებულების ქონება „საქართველოს ბანკმა“ დაისაკუთრა, შემდეგია “თიბისი ბანკი” 46 754 801 ლარის ღირებულების ქონებით,  რომელსაც „ქართუ ბანკი“, “ვითიბი ბანკი”და ბაზისბანკი მოჰყვებიან.



აღსანიშნავია, რომ „იშ ბანკი საქართველოს“,  „პაშა ბანკ საქართველოს“ ,  „პროკრედიტ ბანკს“ 2018 წელს დასაკუთრებული ქონება არ უფიქსირდებათ.


ბანკების დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონება ასე გამოიყურება:


„საქართველოს ბანკი“ – 56 934 467 ლარი


“თიბისი ბანკის” – 46 754 801


„ქართუ ბანკი“ – 25 396 007



“ვითიბი ბანკი” – 8 934 731


ბაზისბანკი – 8 909 285


„სილქროუდ ბანკი“ – 795 961


„ტერაბანკი“ – 760 654


„ხალიკ ბანკი საქართველო“ - 492 146


„კრედო ბანკი“ – 337 600


“ფინკა ბანკი”  - 160 055


“ლიბერთი ბანკი” – 63 136


„ზირაათ ბანკი საქართველო“ – 47 348



მარიამ ტიტვინიძე





Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!

Samsung-ის კეცვადი სმარტფონების: Galaxy Z Fold3 და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვა დაიწყო!
access_time2021-09-27 09:55:29
სამსუნგის უახლესი, დასაკეც ეკრანიანი სმარტფონების Galaxy Z Fold3-ისა და Galaxy Z Flip3-ის გაყიდვები უკვე დაიწყო.  სმარტფონების შეძენა შესაძლებელია სამსუნგის ყველა ოფიციალური პარტნიორის მაღაზიათა ქსელებსა და ონლაინ, მათი ვებ-გვერდების საშუალებით.    გაყიდვების დაწყებასთან ერთად, შეზღუდული დროითა და რაოდენობით, თქვენ საშუალება გაქვთ მიიღოთ დამატებით საჩუქრები სამსუნგისაგან: ორივე მოდელისთვის საჩუქრად გადმოგეცემათ 1 წლიანი...

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
access_time2021-09-27 01:10:27
სოხუმის დაცემის 28 წლისთავთან დაკავშირებით და აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. „სახელმწიფო დროშა დაეშვა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე“ – ნათქვამია ინფორმაციაში. 

ყველაზე მდიდარი და ღარიბი თვითმმართველობები საქართველოში

ყველაზე მდიდარი და ღარიბი თვითმმართველობები საქართველოში
access_time2021-09-26 16:00:14
...

როგორ შეიძლება შავი ზღვის რესურსების გამოყენება

როგორ შეიძლება შავი ზღვის რესურსების გამოყენება
access_time2021-09-26 14:00:36
...

ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ცენტრის მოსაწყობასდ 50 მილიონი ლარი იხარჯება

ენგურჰესის კაშხლის ტურისტული ცენტრის მოსაწყობასდ 50 მილიონი ლარი იხარჯება
access_time2021-09-26 11:00:06
საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის (GEDF) ხელმძღვანელის გიორგი ჩიქოვანის ინფორმაციით, ენგურჰესის კაშხლის ტურისტული მარშრუტი ვიზიტორებს ოქტომბრის ბოლოდან...


მსგავსი სიახლეები

up