2018 წელს რა გაკეთდა და როგორ შეიცვალა თბილისი

2018 წელს რა გაკეთდა და როგორ შეიცვალა თბილისი

access_time2018-12-31 16:00:00

რა გაკეთ და როგორ შეიცვალა თბილისი 2018 წელს.

ზაფხულში, გადათხრილი კოსტავას, შარტავას, ფალიაშვილის და სხვა ქუჩები, რომელიც თბილისელებში დიდ უკმაყოფილებას იწვევდა, დღეს უკვე დასრულებულია. სულ  2018 წელს გზის სამუშაოები 12 ლოკაციაზე მიმდინარეობდა. ახლა კახეთის გზატკეცილის მარჯვენა და მარცხენა სათადარიგო ზოლის რეაბილიტაცია ხდება. ასევე, თბილისი-ნაფეტვრების გზის მონაკვეთისა და მარნეულის გზატკეცილის რეაბილიტაცია. აღსანიშნვია სოფელი დიღომი-დიდგორი-თელოვანის საავტომობილო გზის მშენებლობაც.



თბილისის მერიის ერთ-ერთი მთავრი გამოწვევა არის ის, რომ ქუჩები არ არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის, თუმცა თბილისის მერიის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ შშმ პირებისთვის ქუჩების ადაპტირება უკვე მიმდინარეობს; ქუჩების პარალელურად ასევე  ეწყობა - ახალი გაჩერებები, გადასასვლელები და ტროტუარები.

მთლიანობაში, ინფრასტრუქტურული პროექტებში, 2018 წელს 135 744 331 ლარი დაიხარჯა.  



გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების გარდა დასრულდა მაღლივის საფეხმავლო ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც წლების განმავლობაში მიტოვებული და ყველასგან დავიწყებული ადგილია იყო. ხიდის რეაბილიტაციისთვის 515 515 ლარი დაიხარჯა, ხოლო ხიდის მოპირკეთების, ახალი განათების სისტემით აღჭურვისა და სხვა კეთილმოწყობის ღონისძიებებისთვის ჯამში 200 000 ლარამდე დაიხარჯა. ამ დროისთვის სარეაბილიტაციო სამუშაოები  ვახუშტის, ვარკეთილისა და მდინარე გლდანულაზე გადასასვლელი (სარაჯიშვილი) ხიდებს უტარდებათ.


 

თბილისისთვის 2018 წელი გამორჩეული იყო ისტორიული შენობა- ნაგებობების რესტავრირების  კუთხით. თბილისის განვითარების ფონდიმა ახალი სიცოცხლე ათობით ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს შესძინა. 

ამ დროისთვის ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე მდებარე 20-მდე შენობის სარესტავრაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. შენდება 150 ავტომანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა პარკინგი. პროექტის ბიუჯეტი 70 მლნ ლარია. ასევე, მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნისა და 20-მდე შენობის რეაბილიტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის გამოყოფილი თანხა 50 მლნ ლარს შეადგენს.


 

მიმდინარე წელს, სამი მუზეუმის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა; დასრულებულია ნიკოლოზ ბარათაშვილის, კოტე და სოსო წერეთლების მემორიალური სახლ-მუზეუმების რეაბილიტაცია; დასრულდა ილია ჭავჭავაძის მემორიალურ-ლიტერატურული მუზეუმის სრული რეაბილიტაცია.

კომერსანტი მთელი წლის განმავლობაში გაწვდიდათ ინფორმაციას ახალი სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტების გახსნის შესახებ. სპორტის და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციის მიზნით თბილისის მერიამ დასრულა 1 200-ზე მეტ ბენეფიციარზე გათვლილი „გლდანი-ნაძალადევის კომპლექსური სპორტული ცენტრის” მშენებლობა. თბილისის ორ რაიონში - ვარკეთილსა და დიდ დიღომში დაიწყო მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსების პროექტების მზადება.

 

ვარკეთილის კომპლექსური სპორტული ცენტრი


დიდი დიღმის კომპლექსური სპორტული ცენტრი


2018 წელს  აშენდა და გაიხსნა 11 ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, შშმ პირთათვის ადაპტირებული საბავშვო ბაგა-ბაღი. შედეგად 600-მდე ადამიანი დასაქმდა, აღსაზრდელებისთვის დამატებით 2 875 თავისუფალი ადგილი შეიქმნა. აღსანიშნავია, რომ  38 საბავშვო ბაგა-ბაღში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩატარდა.

 

საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და საჭირო პროექტებს, თბილისის 10 რაიონული გამგეობა მთელი წლის განმავლობაში, უწყვეტად ახორციელებს. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, გამგეობების მიერ:


 

1. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 783 539 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა, რისთვისაც დაიხარჯა 35 744 331 ლარი;

 

2. სკვერების მოწყობა-რეაბილიტაცია 247 მისამართზე ჩატარდა. ამისთვის 8 742 011 ლარი დაიხარჯა;

 

3. ახალი სპორტული მოედნების მოწყობისა და ძველი მოედნების რეაბილიტაციისთვის 180 მისამართზე 4 898 332 ლარი დაიხარჯა;

 

4. საბავშვო გასართობი მოედნების რეაბილიტაცია 52 მისამართზე, ხოლო ფიტნეს ზონების მოწყობა-რეაბილიტაცია 117 მისამართზე განხორციელდა. ამისთვის, ჯამში, დაიხარჯა 2 446 961 ლარი;

 

5. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, 1 256 პროექტი განხორციელდა, რისთვისაც 14 066 645 ლარი დაიხარჯა;

 

6. გამწვანებისა და მცენარეთა მოვლა-პატრონობის (გათიბვები, ავარიული ხეების მოჭრა, სხვლა-ფორმირება, ბუჩქები, ნერგები) სამუშაოები განხორციელდა 4 318 მისამართზე და ამისთვის 1 611 894 ლარი დაიხარჯა;

 

7. ჩატარდა კულტურული და სპორტულ-გამაჯანსაღებელი 121 ღონისძიება, რისთვისაც 930 929 ლარი გამოიყო;

 

8. 16 მისამართზე განხორციელდა 224 ავტოფარეხის დემონტაჟი, რისთვისაც 251 233 ლარი დაიხარჯა. ავტოფარეხების ადგილზე სკვერების მოწყობა ხორციელდება;

 

9. მიწისქვეშა კომუნიკაციები (სანიაღვრე, წყალარინებისა და წყალსადენის ქსელები) მოწესრიგდა 169 მისამართზე, რაშიც 3 401 571 ლარი დაიხარჯა;

 

10. კეთილმოწყობის სხვადასხვა სამუშაო განხორციელდა 1 064 მისამართზე, რაშიც 4 330 419 ლარი დაიხარჯა;

 

11. გრუნტრის დამჭერი კედლების რეაბილიტაცია-მოწყობა 109 მისამართზე განხორციელდა, რისთვისაც 4 809 760 ლარი გამოიყო;

 

12. სოციალური პროგრამებით (ოპერაცია, მედიკამენტები, ბინის ქირა და ა.შ.) 169 257 ბენეფიციარმა ისარგებლა, რაშიც 34 655 319 ლარი დაიხარჯა.

 

კიდევ ერთი პროექტი,  რომელიც თბილისის მერიამ 2018 წელს განახორციელა დედაქალაქის მოსახელობის კეთილდღეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს 10 ახალი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტოსატრანსპორტო საშუალება დაემატა.

 

2018 წელს შემუშავდა „რადიოქალაქის“ ახალი პროექტი, რომლის განხორციელებისთვის საჭირო საინვესტიციო თანხა 50 მილიონ ლარს შეადგენს. შედეგად, 200 სამუშაო ადგილი შეიქმნება.

 



2018 წელს თბილისისთვის ოთხი დიდი პარკი მოეწყო:

 

წურწუმიას ქუჩაზე;

ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე;

გლდანის მეექვსე მიკრორაიონში;

გოძიაშვილის სახელობის პარკი;




დასვენების ადგილების განვითარებისა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, დაგეგმილია ორი დიდი საქალაქო პარკის მოწყობა თემქის ხევის ტერიტორიასა და დიღმის ჭალებში.


კიდევ ერთი საკითხი რომელზეც გვინდა თქვენი ყურადღება შევაჩეროთ თბილისის მერიის სატრანსპორტო პოლიტიკას ეხება. თბილისის პარკინგის სისტემის ადმინისტრირების ფარგლებში გამოიცვალა 9000 პარკინგის ნიშანი, დაიხაზა და კეთილმოეწყო 8000 კვ.მ პარკირების ადგილი.


საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებისთვის  უკვე შეძენილია  10 მეტრიანი MAN-ის ფირმის 90 ახალი ავტობუსი. დასრულდა 220 ერთეული -მეტრიანი ავტობუსის შესყიდვის სატენდერო პროცედურა ხოლო 2019 წლისთვის მზადდება ტენდერი 240 ერთეული ელექტრო ძრავზე მომუშავე 8 და 10-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვაზე.


 


კომერსანტი შეეცადა მოკლედ გაეცნო ის მნიშვნელოვანი პროექტები რომელიც თბილისის მერიამ 2018 წელს განახორციელა. 2019 წელს თბილისის ბიუჯეტი 1 მილიარდ ლარს გადააჭარებებს. რამდენად ეფექტურად დაიხარჯება ეს თანხა და რა ცვლილებები მოხდება დედაქალაქში ჯერჯერობით უცნობია.


ბაჩო ადამია

 





კომპანია „სტოკმა“ ევროპულ კომპანიებთან Güntner-თან და BITZER-თან თანამშრომლობა დაიწყო

კომპანია „სტოკმა“ ევროპულ კომპანიებთან  Güntner-თან და BITZER-თან თანამშრომლობა დაიწყო
access_time2020-01-27 15:30:03
კომპანია „სტოკმა“ ევროპულ კომპანიებთან  Güntner-თან და BITZER-თან თანამშრომლობა დაიწყო. ამის შესახებ ცნობილი 24 იანვარს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“  გამართულ პრეზენტაციაზე გახდა. სამრეწველო დანადგარების კომპანია „სტოკი“ ხარისხზე ორიენტირებული კომპანიაა, რომელიც  მომხმარებლებს კომფორტულ გარემოს უქმნის.   სამაცივრე აგრეგატები, მაცივარ აგენტები, სპილენძის მილები, კონდიცირების სამონტაჟო მაცივრები, სამაცივრე საწყობი, სამრეწველო ტექნიკის...

რესტორანი, აუზი, საუნა და საოფისე ფართები - როგორი იქნება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში “ჰუალინგის” სასტუმრო

რესტორანი, აუზი, საუნა და საოფისე ფართები - როგორი იქნება ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში “ჰუალინგის” სასტუმრო
access_time2020-01-27 15:50:44
თბილისში, ჭანტურიას ქუჩაზე, ეკონომიკის სამინისტროს ყოფილ შენობაში სასტუმროს მშენებლობა დაიწყო. თბილისის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურისგან მშენებლობის ნებართვა ინვესტორმა გასული წლის 23 აგვისტოს მიიღო.   შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და „Hualing international special economic zone“-ს შორის 2015 წლის 21 ივლისს გაფორმებულ...

„ქართული წისქვილკომბინატები რუხ ფქვილს არ აწარმოებენ“

„ქართული წისქვილკომბინატები რუხ ფქვილს არ აწარმოებენ“
access_time2020-01-27 14:53:58
საქართველოში პურის ხარისხთან დაკავშირებით კითხვები მუდმივად არსებობს, რასაც ობიექტური მიზეზებიც აქვს. თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეყანაში პურის ხარისხის კონტროლი, პრაქტიკულად არავის ევალება. ამ მიმართულებით მთავარი და უკვე ტრადიციად ქცეული კითხვაა, იღებება თუ არა პური საქართველოში. საქმე ეხება ჭვავის და ეგრეთ წოდებულ შავ პურს, რომელიც როგორც წესი ჭვავის, რუხი ფქვილისგან უნდა მზადდებოდეს. თუმცა,...

ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა

ჯანდაცვის მინისტრის რეკომენდაცია - შეიზღუდოს ჩინეთის მიმართულებით მოგზაურობა
access_time2020-01-27 13:37:31
„ვიძლევით რეკომენდაციებს ჩვენი მოქალაქეებისთვის, რათა მათ შეზღუდონ ფრენები და მოგზაურობა ჩინეთის მიმართულებით“, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.მისივე თქმით, ჩინეთიდან პირდაპირი რეისები ამ ეტაპისთვის გადადებულია და დღეს იქნება შეხვედრა მაღალ დონეზე, სადაც მიიღებენ გადაწყვეტილებას შემდეგი რეისების გადადების საჭიროებასთან დაკავშირებით. „შექმნილი გვაქვს საგანგებო საკოორდინაციო ჯგუფი, რომელიც აქტიურაც მუშაობს საერთაშორისო...

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“

შეინ როზენტალი: „ჩვენ ანაკლიის პორტის პროექტის მხარდამჭერები ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ვრჩებით“
access_time2020-01-27 12:40:08
 2018 წელს აზიის განვითარების ბანკმა (ADB) და ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გააფორმეს, რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტისა და სპეციალური ეკონომიკური ზონის განვითარების შესაძლებლობების შესწავლასა და გამოვლენას. რამდენიმე დღის წინ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულება ოფიციალურად შეწყდა და პროექტის ბედი დღემდე...


მსგავსი სიახლეები

up