“ერთი წლის განმავლობაში 1კვ.მ-ის ფასი დაახლოებით 100-დან 150 დოლარამდე მოიმატებს “ - წვრილი სამშენებლო კომპანიები შეიძლება ბაზრიდან გაქრნენ

“ერთი წლის განმავლობაში 1კვ.მ-ის ფასი დაახლოებით 100-დან 150 დოლარამდე მოიმატებს “ - წვრილი სამშენებლო კომპანიები შეიძლება ბაზრიდან გაქრნენ

access_time2019-02-12 10:00:20

„თუ საუბარია უსაფრთხოების თვალსაზრისით რეგულაციების გამკაცრებაზე (ვგულისხმობ გაზის დეტექტორების დაყენებას და ა.შ.,) ამას მივესალმებით, რადგან ეს აუცილებელია და შედეგს მართლაც გამოიღებს. მე ისედაც ვცდილობ, რომ განვითარებაზე ვიყო ორიენტირებული, ხარისხზე გავაკეთო აქცენტი, დავხვეწო და გავაფართოვო ჩემი ბიზნესი, მაგრამ, თუ ამდენი რეგულაცია იქნება, თუ ბიუროკრატია იქნება, თუ გამირთულდება საქმე, ვერ ავყვები ახალი თამაშის წესებს და გადავალ, რაც მაქვს, იმის  მოვლასა და შენარჩუნებაზე. არადა, ბიზნესი განვითარებაზე და გაძლიერებაზე  უნდა იყოს ორიენტირებული,“ - ასე აფასებს სამშენებლო კომპანია „ივერიონის“ დამფუძნებელი არჩილ ჯაყელი კახი კალაძის განცხადებას სამშენებლო მიმართულებით რეგულაციების კიდევ უფრო გამკაცრებაზე. მისი თქმით, თბილისის მერია მოკლე დროში ძალიან ბევრ რეგულაციას იღებს, რაც სამშენებლო სექტორს მნიშვნელოვნად აზარალებს.


ძალიან ბევრი სტანდარტი არსებობს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. არის ამერიკული სტანდარტი, სულ სხვაა ევროპული სტანდარტი, მნიშვნელოვანია ეს სტანდარტები რამდენად მოერგება ქართულ ბაზარს. ჩაატარა ვინმემ კვლევა ამის შესახებ? შეიძლება რაღაცები ფიზიკურად ვერ შეასრულო, ან უბრალოდ გამოცდილება არ არსებობდეს. ხომ უნდა იყოს იმის რესურსი ,რომ ვიღაცამ აგვიხსნას და ტრენინგები ჩაგვიტაროს? ესე ხისტად გადაწყვეტილების მიღება არ მგონია მართებული,“ - ამბობს არჩილ ჯაყელი.


არჩილ ჯაყელი ფიქრობს, რომ უახლოეს მომავალში მისი კომპანია ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდება, რადგან 2018 წელს ამოქმედებული საბანკო და სამშენებლო რეგულაციები გაყიდვებს შეამცირებს.


“რეგულაციები  ასე უცებ ბინებს არ გააძვირებს, ეს ახალი გამოწვევაა და ახალ პროექტებს შეეხება, რაც მომავალში გამოიწვევს გაძვირებას. ჩემი აზრით, ბინები ერთი წლის განმავლობაში ეტაპობრივად გაძვირდება, დაახლოებით 100-დან 150 დოლარამდე მოიმატებს კვადრატული მეტრის ფასი. რაც მომხმარებლისთვისაც ცუდია და კომპანიისთვისაც, რადგან გაყიდვები შემცირდება. ამას ემატება საბანკო რეგულაციები, ეს სეგმენტიც გვივარდება და მცირე დეველოპერები უკვე ძალიან ცუდ სიტუაციაში აღმოვჩნდებით.“


 არჩილ ჯაყელი ამბობს, რომ სამშენებლო სექტორში მნიშვნელოვანი ცვლილებებიც ხორციელდება, თუმცა საკითხების განხილვა მხოლოდ მსხვილ დეველოპერებთან ხდება. მშენებელი თბილისის მერიას რეკომენდაციას აძლევს, რომ მნიშვნელოვანი თემების განხილვაში მცირე ბიზნესიც ჩართონ, რათა საქმიანობაში ხელი არ შეეშალოთ.


„მცირე ბიზნესის წარმომადგენლები შევხვდით ერთმანეთს და გვაქვს სურვილი თბილისის მერიას კონსულტაციები ჰქონდეს ჩვენთან და გაანალიზების შემდეგ ხდებოდეს რეგულაციების მიღება. მსხვილ ბიზნესს რეგულაციებმა შეიძლება ხელი არც არაფერში შეუშალოს. ამდენი რეგულაცია, ამდენი ცვლილება ასეთ ტემპში და თან არაინფორმირებულობა ძალიან გვირთულებს საქმიანობას. ამ დროს ვიცი, რომ განხილვები მიმდინარეობს პარლამენტში და მერიაშიც. მცირე ბიზნესს, რომელიც ორ კორპუს აშენებს, არავინ გვეხმიანება, ამ დროს დიდ კომპანიებთან რომ მიმდინარეობს შეხვედრები, ყველა ვხედავთ. მე მათ მონოპოლისტებს ვეძახი, მონოპოლისტებზე კი პირიქით შეზღუდვები უნდა დააწესოს მერიამ და სახელმწიფომ. არც მე უნდა ვიყო მონსტრი და არც სხვა კომპანია. უნდა იყოს რაღაც რეგულაციები, რომ მხოლოდ ერთეულების გამსხვილება არ ხდებოდეს, მარტო ერთმა კომპანიას არ ეჭიროს ბაზარი და სხვა ყველა თამაშგარე არ დარჩეს,“ -  განმარტავს არჩილ ჯაყელი.



 2018 წელს ამოქმედებულ რეგულაციებს „კომერსანტთან“  პრემიუმ კლასის სამშენებლო კომპანია „ორიონ ჯგუფის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ზაზა ზაბახიძე აფასებს. მისი თქმით, რეგულაციები კარგია, თუმცა იმდენად სწრაფად ხდება მათი მიღება, რომ სამშენებლო ბიზნესს დამატებით წნეხად აწვება. ზაზა ზამბახიძე ამბობს, რომ მიმდინარე პროცესები ბინების ღირებულებას მინიმუმ 10 პროცენტით გაზრდის.


„რეგულაციები საჭიროა, მაგრამ დასახვეწია, საქართველოს რეალობას უნდა მოერგოს და არ უნდა იყოს საზღვარგარეთიდან პირდაპირ გადმოტანილი. ამოქმედებული რეგულაციები მშენებლობის პროცესს ნაწილობრივ ართულებს, დამატებით წინაღობას უქმნის მშენებელს, თუმცა, ზოგიერთი რეგულაცია ისეთია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს დაცული და დეველოპერებმა ეს უნდა გაითვალისწინონ, იმიტომ, რომ ქაოტურად მიმდინარეობს მშენებლობა. აღსანიშნავია ისიც, რომ ბინებზე ფასი აუცილებლად გაიზრდება, რადგან მოთხოვნა მზარდია, მიწოდება კი ნაკლები იქნება, ვინაიდან მცირე კომპანიებს აღარ შეეძლებათ ამ რეგულაციების მიღებით მუშაობა, ფიზიკურად ვეღარ გაწვდებიან ხარჯებს, რაც საგრძნობლად გაზრდის ფასებს,“ - ზაზა ზაბახიძე.



ბაჩო ადამია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 






აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო

აშშ-მ თურქეთი წინააღმდეგ სანქციების დაწესება დაიწყო
access_time2019-07-22 20:00:40
“ვაშინგტონმა აუკრძალა ანკარას მონაწილეობა გამანადგურებლის F-35-ის შექმნის და წარმოების პროგრამაში. ამის მიზეზია თურქეთის მიერ რუსული საზენიტო კომპლექსების ს-400-ის ყიდვა,“  - ნათქვამია თეთრი სახლის ოფიციალური განცხადებაში. დოკუმენტში წერია, რომ ამერიკული სამხედრო თვითმფრინავების გამოყენება რუსულ სადაზვერვო ტექნიკასთან გვერდით დაუშვებელია, რადგანაც ამ ტექნიკის ერთ-ერთი ამოცანა არის სწორედ F-35-ს საბრძოლო მახასიათებლებზე ინფორმაციის...

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“

“ავერსი“ ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე გამხმარი ფიჭვების მოჭრას სექტემბერში დაიწყებს - რა ჯიშის ხეებით ჩანაცვლდება “ელდარის ფიჭვები“
access_time2019-07-22 19:00:11
ყაზბეგის გამზირზე, ყოფილი ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ორი წლის წინ დაავადებული და გამხმარი ფიჭვების მოჭრა სექტემბერში დაიწყება და მათ ადგილას როგორც წიწოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები დაირგვება.  ამის შესახებ “კომერსანტს“  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ განუცხადა.   როგორც ირაკლი ფურცელაძე ამბობს,  საავადმყოფოს ტერიტორიაზე ფიჭვების დაავადების შესახებ დაახლოებით...

თემურ ჭყონია: „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში, მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„

თემურ ჭყონია:  „თუ ეროვნული ბანკი არ ერევა ლარის გამყარებაში,  მაშინ მისი ფუნქცია უნდა გადაიხედოს„
access_time2019-07-22 16:30:05
ბიზნესმენი, „კოკა–კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ დამფუძნებელი თემურ ჭყონია ლარის  არასტაბილურობის გამო,  ეროვნული ბანკის ფუნქციების გადახედვის საჭიროებას ხედავს. მისი განმარტებით, ლარის არასტაბილურობა ქვეყნის ეკონომიკის განმსაზღვრელია და არამარტო ბიზნესის. გარდა ამისა, არასტაბილური  ლარი მოქმედებს ყველაფერზე, მათ შორის ბიზნესზე, რადგან ქვეყანაში ყველაფერი სწორედ ბიზნესისგან...

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ

ბანკებს მოგება თითქმის გაუნახევრდათ
access_time2019-07-22 15:00:41
2019 წლის ივნისში კომერციული ბანკების წმინდა მოგებამ 33,993 მლნ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით, 29,991 მლნ ლარით, ხოლო წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13,940 მლნ ლარით ნაკლებია. კერძოდ, ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის ივნისში ბანკების წმინდა მოგება/ზარალი 47,933 მლნ ლარი, ხოლო 2019 წლის მაისში - 63,984 მლნ იყო. ამასთან, მიმდინარე წლის ივნისში, ბანკების შემოსავლებმა 345,001 მილიონი ლარი,...

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას

რატომ ურჩევს სებ-ი ბიზნესებს ფორვარდული გარიგებების დადებას
access_time2019-07-22 14:37:52
ქართული ბიზნესები მუდმივ რეჟიმში ცდილობენ, რომ საკუთარი სავალუტო რისკები მინიმუმამდე შეამცირონ. იმის გამო, რომ საქართველოში გაყიდული საქონლის ნახევარზე მეტი არის იმპორტირებული, საქონლის რეალიზაცია კი, ეროვნულ ვალუტაში ხდება, ბიზნესი ბუნებრივად სავალუტო რისკის წინაშე დგება. ლარის მერყეობის ზრდასთან ერთად ამ ბიზნესებისთვის ოპერირება გართულდა. მოიმატა გაურკვევლობამ იმის შესახებ, თუ რა უნდა იყოს იმპორტირებული პროდუქციის სარეალიზაციო ფასი და სადამდე შეიძლება ის...


მსგავსი სიახლეები

up