2017 წლის  ყველაზე მნიშვნელოვანი  ეკონომიკური და ბიზნეს მოვლენები

2017 წლის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური და ბიზნეს მოვლენები

access_time2017-12-30 16:00:07

„კომერსანტი“  გთავაზობთ 2017  წლის ყველაზე მნიშვნელოვან  ეკონომიკურ და ბიზნეს მოვლენებს.


იანვარი


საგადასახადო ადმინისტრირების კუთხით აღსანიშნავია მოგების გადასახადის ესტონური მოდელის დანერგვა, რამაც ბიზნესს მოგების რეინვესტირების სტიმული მისცა. 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა ესტონური მოდელი, რაც იმას ნიშნავს, რომ კომპანია/საწარმო მოგების გადასახადით მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში იბეგრება, ხოლო თუ მის სრულ რეინვესტირებას ახდენს, აღნიშნული გადასახადისგან თავისუფლდება.


2017 წლის სამი კვარტლის მონაცემებით, რეფორმის ფარგლებში უცხოელმა ინვესტორებმა რეინვესტირების სახით 600 მილიონი აშშ დოლარი ჩააბრუნოს განვითარებისთვის, რაც თავისთავად მეტ წარმოებას და მეტ სამუშაო ადგილს ნიშნავს.

 

2017 წლის 1 იანვრიდან სესხების გალარების პროგრამა დაიწყო და 2 თვის განმავლობაში გაგრძელდა.  საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული ერთჯერადი სოციალური პროექტი ყველა იმ მსესხებელზე გავრცელდა, რომლებსაც უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები 2015 წლის პირველ იანვრამდე დოლარში ჰქონდათ აღებული. მათ შესაძლებლობა მიეცათ მიმდინარე კურსთან შედარებით 20 თეთრით გამოკლებით ის ლარში გადაეყვანა.  


2017 წლის 1-ლი იანვრიდან ინფრასტრუქტურული კომპანიებისთვის ავანსის დღგ-თი დაბეგვრის ვალდებულება ამოქმედდა. აღნიშნული პერიოდიდან დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციის დროდ ავანსის გადახდის მომენტი განისაზღვრა და თანხის გადახდა საქონლის მიწოდებამდე ხორციელდება.



მარტი


2017 წლის 1–ელი მარტიდან საყოველთაო ჯანდაცვის და კერძო დაზღვევის პაკეტები გაიმიჯნა. როგორც ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავდნენ, აღნიშნულის განხორციელება მონაცემთა ბაზების განახლების შემდეგ გახდა შესაძლებელი.



მაისი


თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა ჩინეთთან, რამაც საქართველოში წარმოებულ პროდუქტებსა და მომსახურებას, მსოფლიოს უდიდეს ბაზარზე გაუხსნა გზა, რომელიც დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს აერთიანებს. ხელშეკრულება ძალაში 2018 წლის იანვრიდან შედის. „ ცხადია, ეს წინგადადგმული ნაბიჯია და ექსპორტზე ორიენტირებულ მეწარმეს, მეტ სტიმულს უჩენს გავიდეს უმსხვილეს ბაზარზე.

 

 

ივლისი


2017 წლის 1-ლი ივლისიდან,  ძალაში შევიდა ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში გაჩენილი ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც მეწარმის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ქონების რეალიზაციის ან მომსახურების გაწევის შეთავაზების ან რეკლამირებისას ფასი გამოხატული უნდა იყოს მხოლოდ ლარით. 1 ივლისიდან ძალაში შევიდა ამ კანონისთვის ადმინისტრაციული სამართალდარვევების კოდექსში შესული ცვლილებებიც, რომლის მიხედვითაც ლარში რეკლამირების და საქონლის შეთავაზების წესის დარღვევა 5 ათას ლარამდე ჯარიმებს ითვალისწინებს.

 

ამის გარდა, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანების საფუძველზე დადგინდა გამონაკლისები. კერძოდ, ახალი რეგულაცია არ გავრცელდება:



• ავიაბილეთების რეალიზაციაზე, სასტუმროსა და ტურისტულ მომსახურებაზე (თუ ის ხორციელდება უცხოურ ენაზე), ასევე აზარტულ თამაშობებზე;

• ტვირთების საერთაშორისო, მათ შორის საზღვაო, საჰაერო, სახმელეთო გადაზიდვებზე, ასევე ყველა სახის სარკინიგზო გადაზიდვებზე და შესაბამის მომსახურებაზე;

• თავისუფალი ვაჭრობის პუნქტებში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონებსა და აეროპორტის გაფრენის ზონებში ქონების რეალიზაციასა და მომსახურების გაწევაზე;

• როუმინგის მომსახურებაზე;

• უცხოეთში გადაზღვევის მომსახურებაზე;

• ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების დაპატენტებასთან, რეგისტრაციასთან და დეპონირებასთან დაკავშირებულ მომსახურებაზე;

• ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, ნავთობისა და წყალმომარაგების იმპორტზე, ექსპორტზე, რეექსპორტზე და ტრანზიტზე;

• არარეზიდენტის მიერ ან არარეზიდენტისთვის მომსახურების გაწევაზე, სამუშაოს შესრულებაზე და საქონლის მიწოდებაზე;

• ენერგეტიკის დარგში საერთაშორისო და უცხო ქვეყნის საფინანსო ინსტიტუტების, ინვესტორების დაფინანსებით განხორციელებულ პროექტებზე;

• ოკუპირებულ ტერიტორიებზე ენერგეტიკის დარგში განხორციელებულ საქმიანობაზე;

• საერთაშორისო ხელშეკრულებების და მემორანდუმების ფარგლებში აღებული ვალდებულებების შესრულებაზე;

• უცხოური საგადასახადო სისტემის გამოყენებით უცხოური ვალუტით განხორციელებულ მომსახურებაზე;

• მიმოქცევად ფასიან ქაღალდებზე, სასესხო ინსტრუმენტებზე, ფულისა და სავალუტო ბაზრის ინსტრუმენტებზე.



ოქტომბერი


მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის გახსნა, რაც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან დააკავშირებს და გაზრდის საქართველოს სატრანზიტო მნიშვნელობას, რის გამოც პროექტი უდავოდ წინგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევა.


ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა 2008 წელს დაიწყო. მანამდე, 2007 წლის 7 თებერვალს, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და თურქეთის პრემიერ-მინისტრმა რეჯეპ ტაიპ ერდოანმა ახალი სარკინიგზო ხაზის შესახებ სამმხრივ ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სიგრძე 826 კილომეტრია, აქედან საქართველოს ტერიტორიაზე 254 კილომეტრი გაივლის. ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის საქართველოს მონაკვეთი მოიცავს 22 ხიდს, 13 სადგურს, 24 გზაგამტარს და 4 თოვლდამცავ გალერეას.



ნოემბერი


თავისუფლების მოედანზე მდებარე “გალერია თბილისში” H&M-ის მაღაზია  18 ნოემბერს გაიხსნა. H&M (Hennes & Mauritz AB) შვედური ტანსაცმლის კომპანია, რომელიც ცნობილია თავისი არაძვირადღირებული მოდური ტანსაცმლით. კომპანია 1947 წელს შვედეთში დაარსდა. თავიდან ის მხოლოდ ქალის ტანსაცმელს ყიდდა და Hennes ერქვა, რაც შვედურად ქალის-ას ნიშნავს. 1968 წლიდან კომპანია კაცების ტანსაცმელსაც ყიდის. დღეს, H&M-ს მსოფლიოს 29 ქვეყანაში 1300-ზე მეტი მაღაზია აქვს.


შეგახსენებთ, საქართველოში H&M მაღაზიის გახსნის შესახებ „კომერსანტისთვის ექსკლუზიურად გასული წლის სექტემბერში გახდა ცნობილი. მაშინ კომპანიის კომუნიკაციების მენეჯერმა ელნაზ ბარარმა „კომერსანტისთვის გამოგზავნილ წერილში აღნიშნა, რომ პირველი მაღაზია 2017 წლის განმავლობაში გაიხსნებოდა.



2017 წლის 28-29 ნოემბერს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი ჩატარდა. მასში მონაწილეობას მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 2000-მდე დელეგატმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის, 1100 კერძო სექტორს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ ფორუმში მონაწილეობს 500-ზე მეტი უცხოური კომპანიის წარმომადგენელი მონაწილეობდა.



ფორუმი საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით გაიმართა.

 

2017 წლის 30 ნოემბერს,  თავისუფლების მოედანზე სავაჭრო ცენტრი გალერია თბილისი გაიხსნა.  ამ სავაჭრო ცენტრში განლაგებულია ისეთი ბრენდები, როგორიცა,ა, H&M, Calvin Klein, New Yorker, Yves Rocher, ატრიო, ავთანდილი, ლუტეცია, კენარი, რონიკო, ართთაიმი, დელფოსი, ფექტორი, ესპაჩო, XS სათამაშოები, ქალთა ბედნიერება, თიბისი ბანკი, ბოულინგ ცენტრი “ბოლრუმი” და კინოეთატრი “კავეა გალერია თბილისი”.


„გალერია თბილისი  საქართველოს თანაინვესტირების ფონდის ტურიზმისა და უძრავის ქონების მიმართულებით ერთ-ერთი მიმდინარე საინვესტიციო პროექტია, რომლის ჯამური საინვესტიციო ღირებულება 80 მლნ დოლარია. გალერია თბილისის ჯამური სავაჭრო ფართი 22,000 მ²-ს შეადგენს. ობიექტის მოსაწყობად თბილისის ძველი უნივერმაღის შენობაში სამშენებლო სამუშაოები გასული წლის ზაფხულში დაიწყო.



დეკემბერი


ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლიბა 2017 წლის 24 დეკემბერს დაიწყო. პორტის პირველი ფაზის გახსნა და ნავსადგურში პირველი გემების მიღება 2021 წლისთვის იგეგმება. პრემიერ-მინისტრ  გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიის პორტი შეაფასა როგორც „21-ე საუკუნის საქართველოს ყველაზე დიდი პროექტი, რომელიც არის დასაწყისი საქართველოს გარდაქმნისა სატრანზიტო ქვეყნიდან, წარმოების, ლოგისტიკის და ინდუსტრიის განვითარების ქვეყნამდე“.


ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პირველ ფაზაზე 586 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება. პორტის განვითარების პირველ ეტაპზე ტვირთბრუნვის გაორმაგება იგეგმება, სამი ეტაპის რეალიზაციის შემდეგ კი დაგეგმილია ტვირთების გადამუშავების ზრდა წელიწადში 20 მილიონ ტონამდე.



ტურიზმი


საქართველომ 2017 წლის 11 თვეში 6 მილიონ 954 ათას საერთაშორისო ვიზიტორს უმასპინძლა.მის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 12 დეკემბერს პარლამენტის  გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე განაცხადა. მისი ინფორამციით,  2012 წლიდან, პრაქტიკულად გაორმაგებულია ის შემოსავლები, რომელსაც ტურიზმი აგენერირებს.  მისი ინფორმაციით, წელს 11 თვეში ჩვენ 2 მილიარდ 564 მილიონი დოლარი შემოსავალი მივიღეთ ტურიზმიდან, თუმცა, წლის ბოლომდე 2 მილიარდ 700 მილიონ დოლარზე მეტ შემოსავალს ველოდებით.


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტურიზმის მიმართულებით ძალიან ბევრი ღონისძიებები ტარდება. ქვეყანამ 113 პრეს და გაცნობით ტურს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც, საქართველოში იმყოფებოდა 638 ჟურნალისტი და 239 ტურ-ოპერატორი. ამის შედეგად, საქართველოზე სტატიები დაიბეჭდა მსოფლიოს წამყვან ბეჭდურ მედიასაშულებებში. ეკონომიკის სამინისტროს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ერთობლივი სტენდით კერძო სექტორთან ერთად მონაწილეობა მიიღო 24 საერთაშორისო ტურისტული გამოფენაში. საქართველოს, როგორც ტურისტულად მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაციის მიზნით, მთელი წლის მანძილზე ხორციელდება ონლაინ მარკეტინგული კამპანია 19 მიზნობრივ ქვეყანაში.


წლის ბოლოსთვის კი, როგორც ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი ჩოგოვაძემ განაცხადა,  2017 წელს დავასრულებთ 7 400 000 საერთაშორისო მოგზაურით და ასევე ახალი რეკორდით შემოსავლების ნაწილში, რომელიც მიაღწევს 2 მილიარდ 700 მლნ დოლარს.



ავტორი: სოფო ქსოვრელი 





კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up