სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წლის დეკემბერში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი წინა თვესთან შედარებით შემცირდა 0,8 პროცენტით, ხოლო წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით 8,7 პროცენტით გაიზარდა.
2017 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე ფასები შემცირდა 0,6 პროცენტით, რაც ინდექსის მთლიან მაჩვენებელში აისახა -0,48 პროცენტული პუნქტით. ჯგუფში ფასების კლება დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (-1,4 პროცენტი) და ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (-0,8
პროცენტი).
ფასები 2,1 პროცენტით შემცირდა ჯგუფზე ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი, რამაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაში -0,28 პროცენტული პუნქტი შეიტანა.
12 თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
• გადამამუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 8,5 პროცენტით და შესაბამისმა წვლილმა ინდექსის პროცენტული ცვლილების საერთო მაჩვენებელში 7,02 პროცენტული პუნქტი შეადგინა. ფასების ზრდა დაფიქსირდა კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოს ნაწარმზე (8,1 პროცენტი), ძირითად ლითონებსა და ლითონის მზა ნაწარმზე (16,4 პროცენტი), აგრეთვე ქიმიურ ნივთიერებებზე, ქიმიურ პროდუქტებსა და ქიმიურ ბოჭკოებზე (11,4 პროცენტი);
• ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და ცხელი წყალი: ფასები გაიზარდა 9,2 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაში 1,2 პროცენტული პუნქტით აისახა;
• სამთომოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების პროდუქცია: ფასები გაიზარდა 11,0 პროცენტით, რაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 0,52 პროცენტული პუნქტით აისახა.