2017 წლის ბიზნესგარიგებები საქართველოში

2017 წლის ბიზნესგარიგებები საქართველოში

access_time2017-12-29 18:30:37

სხვადასხვა ეკონომიკური მოვლენების გარდა, 2017 წელს საქართველოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ბიზნეს გარიგებაც შედგა. „ბიზნესპრესნიუსი“ წლის ბიზნეს გარიგებებს გთავაზობთ:



„ალტა“ და „მეტრომარტი“ გაერთიანებას გეგმავენ


„ალტა“ და „მეტრომარტი“ გაერთიანებას აპირებენ. კომპანიებს შორის დაგეგმილი კონცენტრაციის შესახებ შეტყობინება კონკურენციის სააგენტოს 18 ოქტომბერს წარედგინა და საქმის შესწავლის შედეგად, სააგენტო „ალტასა“ და „მეტრომარტის“ კონცენტრაციას დათანხმდა. ცნობისთვის, საჯარო რეესტრის 2017 წლის 27 დეკემბრის ამონაწერის თანახმად, შპს „ალტას“ 52%-იან წილს თეა კაკაბაძე; 31.3236%-იან წილს ირაკლი კაკაბაძე; 7.3863%-ს გრიგოლ ნიკოლაიშვილი; 5.3494%-ს ლევან ნიკოლაიშვილი; 2%-იან წილს დავით სოფრომაძე; 1.148%-ს ზურაბ ტაბიძე; 0.5%-ს კახა ჭოველიძე და 0.2927%-იან წილს გია ზაზაშვილი ფლობს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ შპს „ალტა“ შპს „ალტაოქეის“ 50%-იანი წილის მფლობელია.


რაც შეეხება შპს „მეტრომარტს“, მიმდინარე წლის 26 ივნისის ამონაწერის მიხედვით, „მეტრომარტის“ 33.34%-იან წილს ოფშორულ ზონაში სენტ-ვინსენტი და გრენადინებში რეგისტრირებული „სი.სი. ქორფორეიშნ“; 33.33%-ს - „ელვა ქორფორეიშნ“; ხოლო 33.33%-იან წილს ასევე ოფშორში რეგისტრირებული „ნექსტ ელექტრონიკს“-ი ფლობს.


8 იანვრიდან გლობალ ტვ-ის აბონენტებს სატელევიზიო სიგნალს სილქნეტი მიაწვდის


„გლობალ ტვ“ აბონენტებს აფრთხილებს, რომ 2018 წლის 8 იანვრიდან სატელევიზიო სიგნალის მოწოდებას, გლობალ ტვ-ის ნაცვლად „სილქნეტი“ უზრუნველყოფს.


კომპანია „სილქნეტის“ მიერ „გლობალ TV“-ის შეძენასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიმდინარე წლის ოქტომბერში გავრცელდა. როგორც მაშინ კომპანია „სილქნეტში“ განაცხადეს, კომუნიკაციების ეროვნული კომისიიდან ელოდებოდნენ დასტურს.


ნოემბერში კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ „სილქნეტს“ „გლობალ TV“-ს („გლობალ კონტაქტ კონსალტინგი“) შეძენაზე წინასწარი თანხმობა მისცა.


საჯარო რეესტრში გლობალ TV სს „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ სახელითაა რეგისტრირებული. 3 ოქტომბრის ამონაწერით, სააქციო საზოგადოების „სამეთვალყურეო საბჭო თავმჯდომარე/წევრი: გიორგი ქსოვრელი, წევრები კი მალხაზ ლოლაშვილი და გიორგი ჯანელიძე არიან.



რაც შეეხება სს „სილქნეტს“ 11 ნოემბრის ამონაწერის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე/წევრი გიორგი რამიშვილი, მოადგილე/წევრი გიორგი ხარაბაძე, წევრები ვასილ კენკიშვილი, ლევან ბუჩუკური, თეოდორ ჩარლზი ჯონასი და ალექსი თოფურია არიან.



„ენერგო პრო ჯორჯიამ“ კახეთის ენერგო დისტრიბუცია იყიდა


„ენერგო პრო ჯორჯიამ“ სს „კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ აუქციონზე 21 716 382.97 ლარად შეიძინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიმდინარე წლის აგვისტოში გავრცელდა.


ს/ს,,კახეთის ენერგოდისტრიბუცია“ 2003 წელს შეიქმნა. 2005 წლიდან კი გაკოტრების რეჟიმზე გადავიდა, რაც 2008 წლის დეკემბრამდე გრძელდებოდა. აღნიშნულ პერიოდში კომპანია აუქციონზე 6 მილიონ 100 ათას დოლარად ლიტვურმა კონცერნმა ,,ახემა-გრუპმა“ შეიძინა. თუმცა, ,,ახემა-გრუპის“ მფლობელობის ქვეშ კომპანია კვლავ გაკოტრების რეჟიმში აღმოჩნდა, 2011 წელს მის მიმართ გაკოტრების საქმე გაიხსნა.როგორც კომპანიის გვერდზეა მითითებული, ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას 4 417 544 ლარი დავალიანება აქვს. დღემდე კომპანია გაკოტრების რეჟიმში მუშაობს და გაკოტრების მმართველი, აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელი ხელმძღვანელობს.



„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ საერთაშორისო ბრენდი Attirance იყიდა


„საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფმა“ საერთაშორისო ბრენდი Attirance იყიდა. ამის შესახებ ინფორმაცია თავად ჯანდაცვის ჯგუფმა, 2017 წლის ოქტომბერში გაავრცელა. Attirance პირადი ჰიგიენის საშუალებებსა და ნატურალურ კოსმეტიკას აწარმოებს და 400-ზე მეტი საკუთარი პროდუქცია აქვს. ჯანდაცვის ჯგუფის ცნობით, Attirance-ის პროდუქცია, მათ ქსელში 2018 წლიდან გამოჩნდება.



სამშენებლო კომპანია ”ცენტრ პოინტი გაიყიდა


2017 წელს გაიყიდა სამშენებლო კომპანია „ცენტრ-პოინტი“, რომელიც პრობლემური კომპანიაა და არაერთი დაზარალებული მომხმარებელიც ყავს. აღსანიშნავია, რომ კომპანიის გაყიდვა დამფუძნებლების მაია რჩეულიშვილისა და რუსუდან კერვალიშვილის გათავისუფლების ერთ-ერთი წინაპირობაც იყო, რომლებიც თაღლითობისა და თანხების მითვისების ბრალდებით პატიმრობაში არიან.


არსებული ინფორმაციით, ინვესტორები, რომლებიც „ცენტრ პოინტის დაზარალებულ მოქალაქეებს ვალდებულებებს შეუსრულებენ „ემ2“ და „ლისი დეველოპმენტია“. თუმცა, კონკრეტულად რა ტიპის ვალდებულებები ექნება თითოეულ მათგანს ამაზე კომპანიებში არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულთან დაკავშირებით მხარეებს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს.


„ლიბერთი ბანკმა“ შესაძლოა „ქართუ ბანკი“ იყიდოს


გარიგება არ შედგა, მაგრამ ვრცელდება ინფორმაცია „ლიბერთი ბანკის“ მიერ „ქართუ ბანკის“ შესაძლო ყიდვის შესახებ. ლიბერთი ბანკის მიერ „ქართუ ბანკის“ შეძენასთან დაკავშირებით ეროვნულ ბანკში ინფორმაცია არ აქვთ და აცხადებენ, რომ არც წინასწარი კონსულტაციები და არც ოფიციალური მიმართვა გარიგების თაობაზე ეროვნულ ბანკში არ შესულა.


ცნობისთვის, რამდენიმე კვირის წინ „ლიბერთი ბანკის აქციათა საკონტროლო პაკეტის წილის მფლობელები შეიცვალა. კერძოდ, აქციათა 74.64%-იანი წილი ნიდერლანდების სამეფოში დაარსებულმა კომპანიამ European Financial Group B.V.-მ (შემდგომში EFG) შეიძინა. ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეები კი ირაკლი რუხაძე, ბენ მარსონი და იგორ ალექსეევი გახდნენ. საჯარო რეესტრის 6 ნოემბრის ამონაწერის მიხედვით, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორი გიორგი კალანდარიშვილი, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი რუხაძე არიან.


რაც შეეხება „ქართუ ბანკს“, რეესტრის 6 დეკემბრის ამონაწერით, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ჩხეტიანი, წევრები კი ბესიკ დემეტრაშვილი და ეთერი დემინაშვილი არიან. ამასთან, ბანკის გენერალური დირექტორის პოსტს ნატო ხაინდრავა იკავებს.


bpn.ge




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up