2017 წლის 5 თვეში უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები 17%-ით გაიზარდა

2017 წლის 5 თვეში უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები 17%-ით გაიზარდა

access_time2017-07-26 10:00:11

ქართული უძრავი ქონების ბაზარზე, 2017 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით, ზრდის ტენდენციაა, რასაც მოწმობს Colliers International Georgia-ს კვლევა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებზე დაყრდნობით. გაზრდილია მოთხოვნა საცხოვრებელ ფართებზე.

 

propertygeorgia.ge–ს ინფორმაციით, ამჟამად საქართველოში 580 (9%* ზრდა) საცხოვრებელი სახლი შენდება, რომელიც მოიცავს 33 575 (14%* ზრდა) ბინას (უკვე გაყიდულს და გასაყიდს) 3,47 მლნ (16%* ზრდა) კვ. მეტრი საერთო ფართობით.

 

2017 წლის პირველ ხუთ თვეში (იანვრიდან მაისის ჩათვლით) გაიყიდა 9 609 ბინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 17%-იან ზრდას ნიშნავს. ჯამური ტრანზაქციების მოცულობამ 332 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2016 წელთან შედარებით 13%-ით მეტია; მათ შორის ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების მოცულობა 193 მლნ აშშ დოლარია, ანუ 17%-ით მეტი გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით - ეს ნიშნავს, რომ გაყიდული ბინების მთლიან რაოდენობაში ახალაშენებული ბინების წილი 4%-ით გაიზარდა და 52% შეადგინა (5 010 ბინა).

 

შეიცვალა მაჩვენებლები თბილისის რაიონების მიხედვით: ყველაზე დიდი მოთხოვნა კვლავ საბურთალოს რაიონზე მოდის, რაც ჯამური ტრანზაქციების 27%-ს (5 844 ბინა) შეადგენს, სამგორისა და გლდანის რაიონებს მეორე და მესამე ადგილები უკავია (2 711 და 2 240 ბინა, შესაბამისად). ამ მაჩვენებლებიდან გამომდინარე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა, შესაბამისად, 40%, 15%, და 10%- ია. ამ მხრივ ბოლო პოზიციებზეა მთაწმინდა (730), კრწანისი (699) და ჩუღურეთი (626).

 

2017 წლის მაისის მდგომარეობით, ახალაშენებული ბინების საშუალო გასაყიდი ფასი თბილისში 4%-ით შემცირდა და 618$ შეადგინა (ერთი კვადრატული მეტრი); ოდნავ (1%-ით) შემცირდა ძველი ბინების ფასიც (587$).

 

ახალაშენებული ბინების ყველაზე მაღალი გასაყიდი ფასი მთაწმინდის, ვაკისა და საბურთალოს რაიონებში დაფიქსირდა - 975$, 805$ და 674$, ყველაზე დაბალი კი - სამგორის, გლდანისა და დიდი დიღმის რაიონებში (521$, 502$ და 477$).

 

წინა წელთან შედარებით უმნიშვნელოდ შემცირდა გასაყიდი ფასი ისნის, ჩუღურეთის, ვაკისა და მთაწმინდის რაიონებში (1%-7%-მდე), თუმცა გაიზარდა სამგორსა და კრწანისში 5%-ით, დიდუბეში - 4%-ით, გლდანსა და ნაძალადევში -  3%-ით.

 

ძველი ბინების საშუალო გასაყიდი ფასების მიხედვით ლიდერია ვაკის რაიონი - 755$ (აღსანიშნავია, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში ეს მაჩვენებელი იყო 858$), მას მოსდევს მთაწმინდისა და საბურთალოს რაიონები - 725$ (გასულ წელს 691$) და 686$ (გასულ წელს 693$); ყველაზე დაბალ ფასად კი ბინები გაიყიდა გლდანის, სამგორისა და დიდი დიღმის რაიონებში (500$, 477$ და 435$). მნიშვნელოვნად, 12%-ით დაიკლო ბინების ფასმა ვაკესა და დიდ დიღომში, ხოლო მთაწმინდაზე და კრწანისში აღნიშნული მაჩვენებელი გაიზარდა, შესაბამისად, 5%-ით და 1%-ით. 

 

 

 




რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს

რა ეკონომიკურ და პოლიტიკურ დივიდენდებს მოუტანს TANAP-ი საქართველოს
access_time2020-02-23 15:00:35
“სამხრეთის დერეფნის კონცეფცია საქართველოს მნიშვნელოვან პოლიტიკურ დივიდენდსა და ენერო უსაფრთხოებას მოუტანს,” – ამის შესახებ საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბახტაძემ, report.ge-ისთან საუბრისას განაცხადა. მისი განმარტებით, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის – TANAP ამოქმედებამდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა. ახლა იგი საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან...

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება

საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება
access_time2020-02-22 19:10:48
საცხობების ქსელი ანტრე ლონდონში გაიხსნება. ქსელის პირველი კაფე ნოთინგ ჰილ გეითის # 138 ში სტუმრებს 2020 წლის ზაფხულიდან უმასპინძლებს. “ანტრე ლონდონი” კომპანიის საერთაშორისო ექსპანისიის ნაწილია, რომელიც თბილისის და ბაქოს შემდეგ მესამე ქალაქს წარმოადგენს.ანტრე თანამედროვე, ჯანსაღი ცხოვრების მოყვარულთა არჩევანია, რომელმაც რეპუტაცია უმაღლესი ხარისხის ხელნაკეთი პროდუქტების წარმოებით მოიპოვა.“ანტრე ლინდონი” ბრიტანულ ბაზარზე საინტერესო სინთეზით...

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“

„დემნა გვასალიამ თავისი საბჭოური ნოსტალგიით გადაუარა მოდის სფეროს და ჩვენც იგივე შეგვიძლია გავაკეთოთ კულინარიით“
access_time2020-02-22 18:00:21
თუ გაქვთ სურვილი და, იმავდროულად, თანხაც, თბილისში ახალი ადგილი შექმნათ, სადაც ადამიანები სიამოვნებით ივლიან და გემრიელ კერძებს დააგემოვნებენ, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ოცნების რეალობად ქცევისთვის ყველა საჭირო ბერკეტს...

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ

ელექტრო სიგარეტების მწარმოებლებს   ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ
access_time2020-02-22 17:00:16
 მშვიდობით, არომატიზირატორებო ტკბილი ბამბის, ხილის ნარევების და კრემ-ბრიულეს გემოთი. ახლო მომავალში, ყველა ეს არომატი, რომელიც ახალისებს ელექტრო სიგარეტების - ვეიპების -  მოხმარებას შტატებში, გავა მოდიდან, ხოლო მწარმოებელ-კომპანიებს  ახალი რეგულაციების დაცვა მოუწევთ.აშშ-ის კვების პროდუქტების და წამლების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამსახურის ბრძანებით, ვეიპების სითხეს უნდა ჰქონდეს  კლასიკური თამბაქოს და მენთოლის გემო, სხვა  ყველაფერი დანარჩენი...

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი

„ხან ერთი ტრანსფორმატორი ფეთქდება, ხან - მეორე“ - მაინინგის გამო ჩაბნელებული სვანეთი
access_time2020-02-22 16:00:15
სვანეთში კრიპტოვალუტის მაინინგის გამო მოსახლეობას ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. ადგილობრივები პრობლემის მოგვარებას ითხოვენ, თუმცა გამრიცხველიანების წინააღმდეგნი არიან. „ენერგო-პრო ჯორჯიამ“ აღმოაჩინა, რომ შარშან სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარებამ მოულოდნელად მკვეთრად იმატა. კომპანიის ანალიზით, გასული წლის დეკემბერში მესტიის რაიონმა იმდენივე ელექტროენერგია მოიხმარა, რამდენიც ერთად აღებულმა 19 რაიონმა. კომპანიაში განაცხადეს, რომ დენის მოხმარების...


მსგავსი სიახლეები

up