2017 წლიდან არქიტექტორებს შენობების დაპროექტებისას ერთიანი სტანდარტების დაცვა მოუწევთ

2017 წლიდან არქიტექტორებს შენობების დაპროექტებისას ერთიანი სტანდარტების დაცვა მოუწევთ

person access_time2016-01-28 09:32:17

რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ არქიტექტორი ვალდებული იქნება პროექტი ისე დააპროექტოს, რომ განსაზღვრული იყოს მაგალითად, ოთახის ფართიდან გამომდინარე კარის ზომა გარკვეული სტანდარტებით. ასევე აუცილებელი იქნება გასავლელი კორიდორების ფართის სტანდარტების დაცვა, რათა ხანძრის დროს ევაკუაცია უპრობლემოდ მოხდეს.


2017 წლის 1 იანვრიდან შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები ამოქმედდება. საქართველოს მთავრობამ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტი უკვე დაამტკიცა, შესაბამისად, 2017 წლიდან მას კანონის ძალა ექნება.


რას დაარეგულირებს აღნიშნული რეგლამენტი და რა ვითარებაა დღეს სამშენებლო სექტორში ამ მიმართულებით, რამდენად უსაფრთხოა ახალი მშენებლობები, ამის გარკვევა „კომერსანტმა" დარგის სპეციალისტებთან სცადა.


საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი დავით გიგინეიშვილი „კომერსანტთან" აცხადებს, რომ ეს დოკუმენტი განსაზღვრავს მაგალითად, ხანძართან დაკავშირებით უსაფრთხოების ნორმებს, მისი თავიდან აცილების გზებს და ასე შემდეგ.


გიგინეიშვილი განმარტავს, რომ ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედების შემდეგ არქიტექტორი ვალდებული იქნება პროექტი ისე დააპროექტოს, რომ განსაზღვრული იყოს მაგალითად, ოთახის ფართიდან გამომდინარე კარის ზომა გარკვეული სტანდარტებით. ასევე აუცილებელი იქნება გასავლელი კორიდორების ფართის სტანდარტების დაცვა, რათა ხანძრის დროს ევაკუაცია უპრობლემოდ მოხდეს.



„დღეს არქიტექტორებს უსაფრთხოების ნორმების არჩევანის საშუალება აქვთ. თუ სურთ ევროპულ ნორმებს აირჩევენ, თუ სურთ, ამერიკულს ან თუნდაც საბჭოურს.  


დღეს ეს არჩევანი კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. 2017 წლიდან კი ქვეყანაში იარსებებს ერთი რეგლამენტი, რომლის დაცვაც ყველასთვის სავალდებულო იქნება"-აცხადებს გიგინეიშვილი.


არქიტექტორი ნიკოლოზ აბაშიძე მიესალმება შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების ტექნიკური რეგლამენტის ამოქმედებას და აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის ტექნიკური რეგლამენტი მოქმედებს, თუმცა, სრულყოფილად არცერთი.


აბაშიძის განცხადებით, მშენებლობების დროს უსაფრთხოების ნორმებს იცავს ის, ვინც იცის ამ რეგლამენტის არსებობა, რასაც ვერ ვიტყვით ახალგაზრდა დეველოპერებზე.

 

უსაფრთხოების წესების ტექნიკური რეგლამენტის  ამ ფორმით ამოქმედებას არ ეთანხმება მენაშენეთა ასოციაციის წარმომადგენელი თორნიკე აბულაძე. მისი თქმით, 600 გვერდიან დოკუმეტში არის გარკვეული მუხლები, რომელიც მისაღებია მათთვის, ხოლო არის გარკვეული მუხლები, რომელსაც ეწინააღმდეგება. 

აბულაძე აცხადებს, რომ კარგი იქნება, თუ რეგლამენტი თავდაპირველად სატესტო რეჟიმში ამოქმედდება. მისივე თქმით, არ არის გამორციხული, მსგავსმა რეგულაციამ მშენებლობა გააძვიროს კიდეც.

 

შეგახსენებთ, 2017 წლის 1 იანვრიდან შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესების ამოქმედება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციაში დაუანონსა.


"ჩვენ დღეს გამოვიტანეთ შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების წესები. აღნიშნული წესები ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან. პრაქტიკულად ერთი წელია აღნიშნული წესების ამოქმედებისათვის, თუმცა ეს არის ძალიან დიდი დოკუმენტი. ეს დოკუმენტი მაგალითად განსაზღვრავს ჩვენთვის ყველასთვის ძალიან საჭირბოროტო საკითხებს ხანძართან დაკავშირებით. მაგალითად, ხანძრისაგან დამცავ სისტემებს, ხანძრის გავრცელებისა და თავიდან აცილების უზრუნველყოფის პასიურ დამცავ საშუალებებს და ყველა იმ მნიშვნელოვან მიმართულებას, რომელიც აქ არის კიდევ მნიშვნელოვანი", - აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up