2017 წელს ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამავალი ესტაკადის მშენებლობა დაიწყება

2017 წელს ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამავალი ესტაკადის მშენებლობა დაიწყება

access_time2017-02-04 10:43:26

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ 2016 წლის ანგარიშის პრეზენტაციაზე ყურადღება გასულ წელს განხორციელებულ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გაამახვილა.

 

 

როგორც სასტუმრო „რადისონში" გამართულ პრეზენტაციაზე დავით ნარმანიამ აღნიშნა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია კრწანისი-შინდისის ახალი გზა.

 

 

„მიმდებარე ტერიტორიების დედაქალაქთან შემოერთების შემდეგ საგრძნობლად დაიტვირთა სოლოლაკის ვიწრო ქუჩები. შესაბამისად, მოძრაობის განსატვირთად, საჭირო გახდა ახალი მიმართულება. კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელმა გზამ არსებული პრობლემა დღის წესრიგიდან თითქმის სრულად მოხსნა", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

თბილისის მერის თქმით, მოძრაობის განტვირთვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტია ასევე სამება-მახათას ახალი გზა, რომელიც ავლაბარს მახათას დასახლებასთან აკავშირებს და კოჯორი-სამადლოს 6,4 კმ-იანი მონაკვეთი, რომელსაც წლების შემდეგ სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა.

 


 

„გარდა ამისა, ჩვენ პუშკინის ქუჩაზე ავაშენეთ სრულიად ახალი ესტაკადა. მოძრაობა ორმხრივი გახდა. საცობებისგან განიტვირთა ქალაქის ცენტრალური ნაწილი. ასევე პირველად არსებობის განმავლობაში სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბარათაშვილის და გულიას ხიდებს. მოეწყო აღმაშენებლის ხეივნიდან მუხათგვერდისკენ გადასასვლელი გზაგამტარი. აღსანიშნავია, რომ მიმდინარეობს ახალი ხიდის მშენებლობა ზაჰესის დასახლებაში, რომელიც სულ მალე, 2017 წლის თებერვალში გაიხსნება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

გარდა ხიდების აღდგენა-რეაბილიტაციისა, 2016 წელს 144 ობიექტზე განხორციელდა ავარიული კორპუსების გამაგრება-გაძლიერება.

 

 

თბილისის მერის თქმით, 2016 წლის მნიშვნელოვანი პროექტია ასევე ვერეს კალაპოტის ფორმირების პირველი ეტაპი. 2016 წელს დაიწყო ასევე წყალარინების მასშტაბური ქსელების მოწყობა სამგორის რაიონში.

 

 

„გასულ წელს წყალარინების ქსელი მოვაწყვეთ ოლიმპიური სოფლისთვისაც. პროექტის ფარგლებში აეროპორტისკენ მიმავალი გზის ქვეშ, 6 მეტრის სიღრმეზე გატარდა მილები, რომელთა მეშვეობითაც ოლიმპიური სოფელი თბილისის ცენტრალურ კოლექტორს დაუკავშირდა. აქვე გეტყვით, რომ საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია მიმდინარეობს შინდისი-ტაბახმელას გზაზე. პროექტი კრწანისის რაიონში, გორგასლის გამზირიდან სოფელ შინდისამდე ამორტიზებული საკანალიზაციო კოლექტორის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას ითვალისწინებს", - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

 

ამასთან, თბილისის მერის თქმით, მიმდინარე წელს დაიწყება ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამავალი ესტაკადის მშენებლობა. პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს გადატვირთული გელოვანის გამზირისა და მიმდებარე ტერიტორიის საცობებისგან განტვირთვას. 2017 წელს იგეგმება ასევე ცინცაძე-კარტოზიას ქუჩის გადაკვეთაზე სატრანსპორტო კვანძის მოწყობა.

 

 

 

 



კლინიკებმა ბიზნესომბუდსმენისგან კონკრეტული დაპირება ვერ მიიღეს

კლინიკებმა ბიზნესომბუდსმენისგან კონკრეტული დაპირება ვერ მიიღეს
access_time2019-11-18 13:28:03
„კომერსანტისთვის“  ცნობილი გახდა, რომ ახლად დანიშნულმა  ბიზნესომბუდსმენმა პირველ სერიოზულ ბიზნეს ქეისზე დაიწყო მუშაობა-ის კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდა. განსახილველი საკითხი ეკატერინე ტიკარაძის უწყების მიერ გატარებული რეფორმაა, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკებისთვის ერთიანი ტარიფის ამოქმედებას გულისხმობს.   8 ნოემბერს „კომერსანტი“ წერდა, რომ 25-მა სამედიცინო დაწესებულებამ, პრემიერ მინისტრს, საქართველოს პარლამენტის...

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა

გია ვოლსკი - ბიუჯეტის ჩაგდება იქნება ქვეყნის ღალატი და უკან დახევა
access_time2019-11-18 12:51:44
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი ოპოზიციური პარტიების აქციებსა და ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ვოლსკის შეფასებით, აღნიშნული„ნაციონალური მოძრაობის“ და მისი მეორე ფრთის რევოლუციური სცენარის განვითარებას წარმოადგენს. „ეჭვი მაქვს, იქნებ, ბიუჯეტზეა საერთოდ გალაშქრება, რომ არ მივიღოთ, რადგან ბიუჯეტი არის გათვლილი ადამიანზე. ის შევადგინეთ მას შემდეგ, რაც ათასობით სოფელი მოვიარეთ საქართველოში. ბიუჯეტის და იმ...

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად

უნაღდო გადახდების მომავალი Mastercard-თან ერთად
access_time2019-11-18 11:20:21
ციფრული გადახდების გლობალურმა ლიდერმა, Mastercard-მა, პროექტის “Cashelss for future” გამარჯვებულები გამოავლინა. ფინანსური განათლების ასამაღლებელი ტრენინგები Mastercard-მა არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებთან“ ერთად დაგეგმა, პროექტის მოწვეული ტრენერი საქართველოს ეროვნული ბანკის დირექტორის მრჩეველი, გიორგი ბაქრაძეც გახლდათ. პროექტი 2 კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და მიზნად საუკეთესო მარკეტინგული კამპანიის დაგეგმვას ისახავდა, რომელიც საქართველოში უნაღდო...

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“

„ჩვენ აღარ ვაპირებთ საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული რაიმე ახალი ინიციატივის განხილვას“
access_time2019-11-18 12:16:29
,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს პრესსამსახური  გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებას  ავრცელებს, რომელსაც “კომერსანტი“  უცვლელად გთავაზობთ: „პარტია ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ სახელით გვსურს, საზოგადოებას განვუმარტოთ, თუ რა პროცესები ვითარდება რეალურად უკანასკნელ დღეებში. გუშინ, ყველამ ნათლად დაინახა, რომ საპროტესტო აქციის რეალური ორგანიზატორი იყო ნაციონალური მოძრაობა თავისი განშტოებებით. ამ აქციის საბაბი პროპორციული...

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება“

„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი დღევანდელ რეალობას არ შეესაბამება“
access_time2019-11-18 11:30:14
„ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი ერთიანი ტარიფი ხშირ შემთხვევაში არ შეესაბამება იმ რეალობას, რომელიც ჩვენ ვიმყოფებით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ რეგიონალური საავადმყოფოს ფასი არის ერთი,  ქალაქში მომუშავე საავადმყოფოს ფასი არის მეორე“, - ასე აფასებს   „PINEO“-ს სამედიცინო ეკოსისტემის სამედიცინო დირექტორი ზაზა სინაურიძე ჯანდაცვის სამინისტროს რეფორმას. მეან-გინეკოლოგი აცხადებს, რომ დადგენილი ტარიფები ჰაერიდან არის აღებული...


მსგავსი სიახლეები

up