2017 წელს ვაშლიჯვარი–გელოვანის ესტაკადა აღარ აშენდება

2017 წელს ვაშლიჯვარი–გელოვანის ესტაკადა აღარ აშენდება

access_time2017-07-18 12:44:10

თბილისში, ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა გადაიდო. მშენებლობა, რომელიც 2017 წელს უნდა დაწყებულიყო, "სხვა უფრო პრიორიტეტული პროექტების გამო" ჯერ ვერ განხორციელდება. 

 

„რადგან სხვა პროექტები უფრო პრიორიტეტული იყო, მათ შორის პეკინის გამზირის რეაბილიტაცია, წლევანდელი პროექტების ნუსხაში ვაშლიჯვრის ესტაკადის პროექტი არ გვიდევს, თუმცა მომდევნო პერიოდში ნამდვილად იქნება გათვალისწინებული. ვაშლიჯვრის ესტაკადის ტექნიკური პროექტი მომზადებულია, მას ექსპერტიზა აქვს გავლილი. პროექტი მზადაა იმისათვის, რომ შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში ის განხორციელდეს, - ამის შესახებ „კომერსანტს" თბილისის მერმა დავით ნარმანიამ განუცხადა.

 

ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე დამაკავშირებელი ესტაკადის მშენებლობა 2017 წელს იგეგმებოდა. ამ გზას მნიშვნელოვნად უნდა განეტვირთა სატრანსპორტო კვანძები. რამდენიმე თვის წინ დავით ნარმანია აცხადებდა, რომ "ეს ადგილი წარმოადგენს ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს ქალაქში და ახალი ესტაკადა ამ გზაზე გადაადგილებას გაცილებით მარტივს გახდის".

 

„ქალაქისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობა, რომელსაც ჩვენ 2017 წელს ვგეგმავთ ეს გახლავთ ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე ჩამომავალი ესტაკადის მშენებლობა, უმნიშვნელოვანესი პროექტი მიმდებარე გადატვირთული მონაკვეთების განმუხტვის მიზნით", - აცხადებდა დავით ნარმანია 2016 წლის ბოლოს.


 

მიუხედავად იმისა, რომ მარშალ გელოვანის ქუჩას ორმხრივი მიმართულების გზა აქვს, გამყოფი ზოლით და თითოეული მიმართულებით 3 სამოძრაო ზოლია, პიკის საათებში ქუჩა ძალიან გადატვირთულია და მოძრაობის სიჩქარე მკვეთრად ეცემა, მცირდება ქუჩის გამტარუნარიანობა, ამას ემატება ვაშლიჯვრის დასახლებიდან შეკრებილი სატრანსპორტო ნაკადები, რომლებიც ერთმანეთს სარაჯიშვილის ქუჩაზე უერთდებიან და გელოვანის ქუჩების გადაკვეთაზე ერთ დონეში გამოდის. ერთი ზოლით თბილისში მიმავალი ტრანსპორტი შეერწყმება დასავლეთიდან თბილისში მომავალ ნაკადს გელოვანის ქუჩით, ხოლო დასავლეთის მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო ნაკადი მრავალი კონფლიქტური წერტილის გამო, იძულებულია ელოდოს კვანძის განტვირთვას, ძალიან სწრაფად იქმნება საცობი და შუქნიშნების მიუხედავად, სატრანსპორტო ნაკადის მწკრივი, რამდენიმე ასეული მეტრის სიგრძეზე გრძელდება.

 

გზის ამ მონაკვეთზე ესტაკადის მშენებლობა დედაქალაქის მთავრობისთვის ერთ–ერთი მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, გელოვანის გამზირის პიკის საათებში განტვირთვა ვერ მოხდება. 

 

 

 

ავტორი: ლიკა გურაბანიძე



დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება

ტრამპი ბაიდენს თითქმის ყველა გამოკითხვაში ჩამორჩება
access_time2020-07-04 20:00:13
ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებამდე 5 თვეზე ნაკლები დრო რჩება. რესპუბლიკელი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კი ეროვნული მასშტაბით ჩატარებულ გამოკითხვებში მნიშვნელოვნად ჩამორჩება მის სავარაუდო მეტოქეს დემოკრატიული პარტიიდან. დემოკრატი ჯო ბაიდენი, შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მას ისეთ შტატებშიც კი უსწრებს, რომელიც ტრადიციულად კონსერვატიული არჩევანით იყო ცნობილი. ასეთებია მაგალითად, მისური და ტეხასი. პრეზიდენტს დღეს ფართოდ აკრიტიკებენ პანდემიის ცუდად მართვისთვის. შეერთებული...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...


მსგავსი სიახლეები

up