2017 წელს თელასის მოგება 16,5  მილიონით, ენერგო-პრო ჯორჯიას მოგება კი 85,5  მილიონი ლარით შემცირდა

2017 წელს თელასის მოგება 16,5 მილიონით, ენერგო-პრო ჯორჯიას მოგება კი 85,5 მილიონი ლარით შემცირდა

access_time2018-12-25 15:00:28

კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, თელასის მოგება 2017 წელს 2016 წელთან შედარებით 43%-ით შემცირდა და 22 .3 მლნ. ლარი შეადგინა. ენერგო-პრო ჯორჯიას მოგება კი 2,3-ჯერ  არის შემცირებული და  64.831 მლნ ლარია.


სს თელასი


სს თელასი საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი ქსელური კომპანიაა, რომელიც ელექტროენერგიის განაწილებას და გასაღებას ახორციელებს. ამჟამად, კომპანია 2057 ადამიანს ასაქმებს და 606,2 ათას აბონენტზე მეტს ემსახურება.



2017 წელს ელექტროენერგიის და ქსელური მომსახურების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა შემოსავალმა 420.338 მლნ ლარი შეადგინა, რაც 24.466 მლნ ლარით მეტია 2016 წელთან შედარებით.



2017 წელს გაყიდვების ზრდა 17.801 მლნ ლარით,გამოიწვია კომერციულ სექტორზე გაყიდვების ზრდამ 118.30 მლნ კვტ*სთ ოდენობით .გარდა ამისა, შემოსავლები ნაწილში „სხვა რეალიზაცია შიდა ბაზარზე“ გაიზარდა 370 ათასი ლარით.




თელასისი სასესხო ვალდებულებები 2017 წელს 15.219 მლნ ლარს, კაპიტალი კი 112 429 418 ლარს შეადგენდა.


კომპანისს სააქციო კაპიტალის 75%-ს Silk Road Holdings B.V. , 25%-ს კი სს საპარტნიორო ფონდი ფლობს.


„ენერგო-პრო ჯორჯია“


კომპანია დაფუძნდა 2006 წელს და ამ დროისთვის 1 200 000-ზე მეტ აბონენტს ემსახურება.


ენერგო-პრო ჯორჯიას შემოსავალი 2017 წელს 693,632 მლნ. ლარი იყო,რომლის 98% (680,311 მლნ ლარი) ელექტრო ენერგიის ადგილობრივ ბაზარზე გაყიდვიდან მიღებული შემოსავალია.


2007 წელს სს “ენერგო-პრო ჯორჯიამ” საქართველოს მთავრობასთან გააფორმა ხელშეკრულება და მიიღო 100%-იანი კონტროლის უფლება “საქართველოს გაერთიანებულ სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის”, “აჭარის ენერგოკომპანიის“ აქტივებსადა საქართველოს ექვს სხვა ჰიდროელექტროსადგურზე.


2017 წელს კომპანიამ საჯარო აუქციონზე შეისყიდა სს „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ საოპერაციო აქტივები შედეგად, ენერგო-პრო თბილისის გარეთ ელექტროენერგიის ერთადერთი გამანაწილებელი გახდა.



2017 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ენერგო-პრო ჯორჯიას 196,377 მლნ ლარის ნასესხები სახსრები აქვს.კომპანიამ 2017 წელს 115,751 მლნ ლარის სესხი აიღო.მისი ძირითადი დამკრედიტებელი კი თიბისი ბანკი იყო.



აღსანიშნავია,რომ თელასი და ენერგო-პრო ჯორჯია 2017 წელს ბრუნვის მაჩვენებლით TOP 50 კომპანიას შორის იყვნენ,მიმდინარე წლის მესამე კვარტალში კი ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განახორციელეს და TOP-10 ინვესტორს შორის არიან .



მარიამ ტიტვინიძე




ისრაელის კრიზისის რეალური მიზეზები - მზერა საქართველოდან

ისრაელის კრიზისის რეალური მიზეზები - მზერა საქართველოდან
access_time2021-05-12 21:00:37
ახლო აღმოსავლეთში გამწვავებული ვითარების ანალიზისას ყველაზე მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რამ განაპირობა დაძაბულობა - ისრაელში არსებულმა პოლიტიკურმა კრიზისმა თუ საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორებმა და ახლო აღმოსავლეთის შეცვლილმა გეოპოლიტიკურმა ლანდშაფტმა.ისრაელში განვითარებული მოვლენები ორი კვირის წინ დაწყებული მასობრივი არეულობების - ღაზას სექტორიდან განხორციელებული სარაკეტო დამბობვების გაგრძელებაა. საბედნიეროდ, ორი კვირის წინ განხორციელებულ დაბომბვებს, რომლებიც ასევე,...

ლაშა ჟვანია - ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება

ლაშა ჟვანია - ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება
access_time2021-05-12 16:50:10
ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს პრობლემის აღმოფხვრას, სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება, – ამის შესახებ ისრაელში საქართველოს ელჩი ლაშა ჟვანია სოციალურ ქსელში წერს.„ისრაელში მცხოვრებ თანამემამულეებს დაბეჯითებით გთხოვთ, გაითვალისწინეთ – დროებითი სიწყნარე არ ნიშნავს სერიოზული პრობლემის აღმოფხვრას. სარაკეტო თავდასხმები გაგრძელდება. აშკელონი, აშდოთი და შდეროთი ახლაც იბომბება.დაანონსებულია სარაკეტო იერიში...

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს შეჩერება გადაიფიქრა

აშშ-მა „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ს შეჩერება გადაიფიქრა
access_time2021-05-12 20:00:08
ბოლო წლების მანძილზე გეოპოლიტიკური დაძაბულობის ერთ-ერთ კერად რუსული გაზსადენის „ჩრდილოეთ ნაკადი-2“-ს პროექტი რჩებოდა. ეს მხოლოდ გაზის მიწოდების პრობლემა არაა, „ჩრდილოეთ ნაკადი-2“ გერმანიაში გაზის ტრანსპორტირების გარდა, პუტინის მაქინაციებს ხელს უწყობს. ამ პროექტით რუსეთი უკრაინულ ტრანზიტზე უარის თქმას და ამით კიევის დასჯას აპირებს. ნიშანდობლივია, რომ ამ პროექტის პოლიტიკური მხარე არც ბერლინს და არც ბრიუსელს არ აწუხებთ და ეს მაშინ, როდესაც...

„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს არასტანდარტული ხილისგან“ - Mambo Frost

„თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, ვაწარმოებთ მაღალი ხარისხის პროდუქტს არასტანდარტული ხილისგან“ - Mambo Frost
access_time2021-05-12 18:00:51
საიტი East Fruitt კომპანია შოკური გაყინვის ტექნოლოგიით მომუშავე კომპანია Mambo Frost-ის დამფუძნებელს მამუკა მიქაშავიძეს ესაუბრა. -რას წარმოადგენს თქვენი კომპანია? ჩვენ წარმოებაში ტონელური ტიპის ინდივიდუალური გაყინვის ტექნოლოგიას ვიყენებთ, რომელიც ხილის და კენკრას სტრუქტურის და გემოს მაქსიმალური შენარჩუნების საშუალებას იძლევა. პროდუქციას ვაწარმოებთ მხოლოდ ადგილობრივი ნედლეულიდან, რომელსაც ფერმერებისგან ვყიდულობთ. ჩვენს...

ვაგრძელებთ ინტერვენციას საქართველოს ეკონომიკაში- სებასტიან მოლინეუსი

ვაგრძელებთ ინტერვენციას საქართველოს ეკონომიკაში- სებასტიან მოლინეუსი
access_time2021-05-12 12:00:57
მსოფლიო ბანკი საქართველოს ეკონომიკაში ინტერვენციებს აგრძელებს. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტმა ქვეყანას 85 მლნ ევროს მოცულობის ფინანსური დახმარება გამოუყო, რომლის მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა და პანდემიით დაზარალებული კომპანიების მხარდაჭერაა. "ჩვენ ვაგრძელებთ ინტერვენციას ამ მიმართულებით, რაც მსოფლიო ბანკის ფართო პაკეტის ნაწილია. პირველი ფაზის განმავლობაში, პანდემიის დაწყებისთანავე, მსოფლიო ბანკმა დაუყოვნებელი დახმარება გაუწია ქვეყანას ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის...


მსგავსი სიახლეები

up