2017 წელს SOCAR-მა 12 მლნ-ის მოგება მიიღო, 2016-ში კი, კომპანიამ 100 მილიონით იზარალა

2017 წელს SOCAR-მა 12 მლნ-ის მოგება მიიღო, 2016-ში კი, კომპანიამ 100 მილიონით იზარალა

access_time2018-12-19 16:35:13

აზერბაიჯანული ენერგოგიგანტის Socar-ის შვილობილი, საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კერძო კომპანიაა. Socar Energy Georgia აერთიანებს საქართველოს უმსხვილეს ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, ქვეყნის რეგიონებისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების ბიზნესს და გაზგასამართი სადგურების უმსხვილეს ქსელს.


Socar-ის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშგების მიხედვით, კომპანიამ 2017 წელს მთლიანი შემოსავლის სახით 1,455,470,000 ლარი მიიღო, ეს 2016 წელთან შედარებით 11.7%-ით მეტია.


რაც შეეხება კომპანიის ჯამურ აქტივებს, ის 1,178,857,000 ლარს შეადგენს. აღნიშნული ზრდა ძირითადად გამოწვეულია საწვავზე და გაზზე ფასების ზრდით და გაზის მომხმარებელი აბონენტების რაოდენობრივი ზრდით.


Socar-ის ძირითადი შემოსავლების სტრუქტურა ასეთია:


ბუნებრივი აირი, საბითუმო რეალიზაცია - 686 მილიონი ლარი;


ბენზინგასამართი სადგურები - 505 მილიონი ლარი;


ბუნებრივი აირი, კომუნალური მომსახურება - 149 მილიონი ლარი;


ბუნებრივი აირი, გაზგასამართი სადგურები - 57 მილიონი ლარი;


შემოსავალი გაზიფიკაციიდან - 29 მილიონი ლარი;


ბენზინგასამართი სადგურების მაღაზიები - 14 მილიონი ლარი;


ნავთობპროდუქტების ტრანსპორტირება - 3 მილიონი ლარი;


სხვა საოპერაციო შემოსავალი - 9.1 მილიონი ლარი.



Socar-ის მიერ 1.455 მილიარდის შემოსავლის მიღების მიუხედავად, კომპანიის მოგება ასეთივე დიდი არ არის და ის მხოლოდ 12 მილიონ ლარს შეადგენს. 2016 წელს კომპანიამ საქმიანობა მოგების ნაცვლად, 100-მილიონიანი ფინანსური ზარალით დაასრულა. ზარალის მთავარი მიზეზი საფინანსო საქმიანობაში კომპანიის 45-მილიონიან ხარჯს და ლარის გაუფასურებით მიყენებულ 72-მილიონიან ზარალს უკავშირდებოდა.


Socar-ის 1,443,000,000-ლარიან ხარჯებში წამყვანი ადგილები უჭირავთ:


ბუნებრივი აირის შესყიდვის თვითღირებულება - 740 მილიონი ლარი;


ნავთობის შესყიდვის თვითღირებულება - 470 მილიონი ლარი;


ხელფასები და სხვა გასაცემლები - 59 მილიონი ლარი;


ცვეთა - 32 მილიონი ლარი;


ბუნებრივი აირის ტრანსპორტირების ღირებულება - 36 მილიონი ლარი;


ფინანსურ საქმიანობაზე გაწეული დანახარჯები - 38 მილიონი ლარი;


სხვა საოპერაციო ხარჯები - 86 მილიონი ლარი.


ჯგუფს აკონტროლებს აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობის კომპანია (შემდგომში „მშობელი კომპანია“), რომელსაც კომპანიის საწესდებო კაპიტალის 75.505% ეკუთვნის. ჯგუფის არასაკონტროლო პაკეტს ფლობენ Intersun Holding FZCO (8.165%) და EVENTUS GENERAL TRADING FZE (16.33%). ჯგუფის საბოლოო მაკონტროლებელი მხარე აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობაა.


Socar-სა და მის შვილობილ კომპანიებში საერთო ჯამში, 4 265 ადამიანი მუშაობს, რის შედეგადაც კომპანია საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.


"სოკარის" შვილობილი კომპანიებია: შპს “სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“, “სოკარ ჯორჯია გაზი”, “ყულევის ნავთობტერმინალი” და სხვა.


"სოკარის" სასესხო ვალდებულებები ასეთია - “სოკარ ოვერსისგან” მიღებული გრძელვადიანი სესხი 117 მილიონის მოცულობით, მშობელი კომპანიის სესხი - 50 მილიონის ოდენობით, ქართული ბანკების სესხები - 258 მილიონი. მთლიანობაში სოკარის სესხი 459.9 მილიონ ლარს შეადგენს.


დიდი ოთხეულის წევრი აუდიტორული ორგანიზაცია EY-ს შეფასებით, Socar-ის მთლიანი ვალდებულებები, იმ მოცულობისაა, რაც კომპანიის ჯანსაღი ოპერირებისთვის რისკს წარმოადგენს:


“2017 წლის 31 დეკემბრისთვის ჯგუფის მიმდინარე ვალდებულებები მის მიმდინარე აქტივებს 474,812 ლარით აღემატებოდა (2016 წ.: 510,389 ლარი) ეს გარემოება მიანიშნებს არსებით განუსაზღვრელობაზე, რამაც შეიძლება მნიშვნელოვანი ეჭვი გამოიწვიოს იმასთან დაკავშირებით, აქვს თუ არა ჯგუფს უნარი, გააგრძელოს საქმიანობა როგორც ფუნქციონირებადმა საწარმომ. ჯგუფი თავისი საწარმოო სიმძლავრის გაზრდის პროცესშია და ამის გამო მნიშვნელოვან კაპიტალურ და საოპერაციო დანახარჯებს განიცდის,”- წერია ანგარიშში.


სტატია საჯაროდ გამოქვეყნებულ "სოკარის" 2017 წლის ფინანსურ ანგარიშგებას ეფუძნება.



bm.ge



თეგები:
SOCAR



საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება ბევრილი ჯგუფთან დაკავშირებით

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება ბევრილი ჯგუფთან დაკავშირებით
access_time2020-10-30 15:55:25
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება ყოველთვის წარმოადგენს და იცავს ასოციაციის წევრი ასეულობით კომპანიის ინტერესებს.  მათ შორისაა, კომპანია „ბევრილი ჯგუფი“, რომელიც ასოციაციის წევრია 2012 წლიდან და სხვა უმსხვილეს ქართულ კომპანიებთან ერთად ბოლო რამოდენიმე წელია აქტიურად საქმინობს, როგორც საკუთარი ბიზნესისა და სექტორის განვითარების, ასევე, ზოგადად, საქართველოში წარმატებული ბიზნეს კლიმატის შექმნისთვის.     სამწუხაროდ, გვინდა...

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება

მთავრობა წერტილოვანი შეზღუდვებისთვის ემზადება
access_time2020-10-30 14:30:00
სექტემბრის ეკონომიკური ზრდა იყო მინუს 0,7%, რაც პირდაპირ მიუთითებს ქვეყნის სწრაფი ეკონომიკური გაჯანსაღებისა და აღდგენის იმ სერიოზულ პოტენციალზე, რომელიც დღეს უკვე ფაქტია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.  მთავრობის მეთაურის შეფასებით, ეს ხელისუფლების, ეპიდემიოლოგების, ბიზნესისა და მოქალაქეების ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. „სისტემური ლოკდაუნი...

„ბილაინი“ სომხეთის ბაზარს ტოვებს - გავა თუ არა VEON-ი საქართველოდან

„ბილაინი“ სომხეთის ბაზარს ტოვებს - გავა თუ არა VEON-ი საქართველოდან
access_time2020-10-30 16:00:45
სატელეკომუნიკაციო კომპანია VEON-ი სომხეთში საკუთარ ბიზნესს ყიდის. Veon Armenia-ს (სავაჭრო ნიშანი Beeline) ადგილობრივ კომპანია Team LLC ყიდულობს. გარიგების ღირებულება 51 მლნ დოლარს შეადგენს. VEON-ში ვარაუდობენ, რომ ხელშეკრულება უახლოეს პერიოდში გაფორმდება.   VEON-ი სომხეთის ბაზრიდან გამოსვლას „კომპანიის სტრუქტურის გამარტივებით და მიმზიდველი პერსპექტივების მქონე ბაზრებზე ორიენტირების სურვილით“ ხსნის.   სატელეკომუნიკაციო ჰოლდინგის ვებსაიტის თანახმად,...

"რამდენი ქარხანაც არ უნდა ავაშენოთ, დრო გაივლის და ქვეყანაში მხოლოდ სახელი დარჩება, ვიბრძოლოთ სახელისთვის" - ცეზარ ჩოჩელი ბიზნესმენებს

access_time2020-10-30 12:30:38
„ენმ“ - ის ძალა ერთობაშიას მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და „ქართული ლუდის კომპანიის“ დამფუძნებელი ცეზარ ჩოჩელი პარტიის მიერ გამართულ აქციაზე სიტყვით გამოვიდა და ბიზნესმენებს, მეწარმეებს და კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანებს თანადგომისკენ მოუწოდა.   „მე მინდა მოვუწოდო ყველა მეწარმეს, ყველა ბიზნესმენს და ყველა კერძო სექტორში დასაქმებულ ადამიანს, თუ  ჩვენ გვინდა, რომ ხვალიდნელი დღე იყოს უკეთესი,  თუ ჩვენ გვინდა, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე იდგეს, არა...

2020 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა

2020 წლის 9 თვეში საქართველოს ეკონომიკა 5%-ით შემცირდა
access_time2020-10-30 12:00:43
წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის კლებამ სექტემბერში 0.7% შეადგინა, ხოლო 2020 წლის პირველი ცხრა თვის საშუალო მაჩვენებელი -5%-ია. მათ შორის წლის პირველ კვარტალში ზრდა 2.2% იყო, მეორე კვარტალში - 12.3%-იანი ვარდნა, მესამე კვარტალში კი - 3.8%-იანი კლება დაფიქსირდა. ინფორმაციას „საქსტატი“ აქვეყნებს. 2020 წლის სექტემბერში,...


მსგავსი სიახლეები

up