„2017 წელს ქუთაისი ტექსტილის ქალაქი უნდა გახდეს 10 ათასი ახალი სამუშაო ადგილით“

„2017 წელს ქუთაისი ტექსტილის ქალაქი უნდა გახდეს 10 ათასი ახალი სამუშაო ადგილით“

person access_time2016-07-24 16:20:48

2017 წლისთვის ქუთაისი ტექსტილის ქალაქად უნდა გადაიქცეს- ამის შესახებ საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ოსმან ჩალიშქანი რადიო „კომერსანტთან" აცხადებს. ჩალიშქანის განცხადებით, უახლოეს პერიოდში ქუთაისში ტექსტილის ორი ქარხანა გაიხსნება, გეგმის მიხედვით კი 2017 წლისთვის ქუთაისი ტექსტილის ქალაქად გადაიქცევა და მინიმუმ 10 ათასი ადგილობრივი დასაქმდება.


 ჩალიშქანი ამბობს, რომ დღეს რეალურად პრობლემაა კვალიფიციური კადრები, ამიტომ ეკონომიკის მინისტრთან დიმიტრი ქუმსიშვილთან უკვე აქვთ მოლაპარაკება, რომ სპეციალური პროფესიული სკოლები გაიხსნას და მოხდეს ამ პროფესიის ადამიანების მომზადება. ჩალიშქანი ამბობს, რომ საქართველოში შემოვა ქსოვილები, ტანსაცმელი შეიკერება ადგილზე და შემდეგ Made in Georgia-ს ეტიკეტით გავა საზღვრებს გარეთ. ჩალიშქანის ინფორმაციითვე, 2016 წლის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატზე 8 მონაწილე გუნდი საქართველოში შეკერილი ფორმებით ასპარეზობდა, რაც საამაყოა. მისივე თქმით, ამ კუთხით საქართველოში კარგი პოტენციალია, რადგან იაფი მუშა-ხელია და მხარდაჭერაა მთავრობისგან.



 „დღეს რეალურად კადრების კვალიფიკაციაა ინვესტორის მთავარი პრობლემა, კანონები ყველა ქვეყანაშია, რომელიც უნდა დაიცვა. ჩემი შეფასებით, საქართველოში სასტუმრო მენეჯერი არ უნდა იყოს უცხოელი და უნდა იყოს ადგილობრივი მოქალაქე, მზად ვართ, გაკეთდეს სკოლები , რომ კვალიფიკაციის პრობლემა არ შეექმნას საქართველოს,“ – აცხადებს ჩალიშქანი.




შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს
access_time2019-05-19 21:53:45
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც „ჯორჯიან მანგანეზი“ პასუხობს დავის მედიატორის მიმართვას. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ კომპანია მზადაა, დასაქმებულებთან მოლაპარაკება აწარმოოს.   „2019 წლის 18 მაისს, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ ადმინისტრაციასა და გაფიცულ დასაქმებულებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დანიშნულმა მედიატორმა მიმართა, კანონით სავალდებულო...

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია

გია ხუხაშვილი - რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია
access_time2019-05-19 19:30:25
ეს ხომ მარაზმია, ამ ორ პოლუსიან შულერულ თამაშს გვაყურებინებენ, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა განაცხადა და დღევანდელი საარჩევნო პროცესი შეაფასა ხუხაშვილის თქმით, რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს არჩევნები, სახელმწიფო მაინც წაგებულია. „რა მნიშვნელობა აქვს, ვინ მოიგებს ამ არჩევნებს ზუდიდში?! სახელმწიფო ყველა შემთხვევაში წაგებულია. ახლა მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რამე უბედურება არ...

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა

PwC – 2018 წელს ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების რეკორდული რაოდენობა დაფიქსირდა
access_time2019-05-19 18:00:09
წამყვანი კომპანიების ტოპ-მენეჯერების მხრიდან სამსახურის დატოვების შემთხვევებმა 2018 წელს რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. ამის შესახებ აღნიშნულია PwC-ის კვლევაში -...

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს

მერის რიგგარეშე არჩევნები 5 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს
access_time2019-05-19 09:00:18
მერის რიგგარეშე არჩევნები ხუთ მუნიციპალიტეტში იმართება. დღეს მერებს აირჩევენ მარნეულში, ზესტაფონში, ჭიათურაში, ზუგდიდსა და ხულოში. მერების არჩევა საარჩევნო ბარიერის პირობებში ხდება და გამარჯვებულად ის კანდიდატი ჩაითვლება, ვინც ხმების 50%-ზე მეტს მიიღებს. მეორე ტურის დანიშვის შემთხვევაში კი, მისი გამართვის ბოლო ვადა 13 ივნისია. მარნეულში მერობის 15 კანდიდატია რეგისტრირებული: - “მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის” - ელენე გაბინაშვილი; “ევროპული საქართველო...

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?

რა გვიჯდება სტრატეგიული სატრანსპორტო მდებარეობის გამოუყენებლობა?
access_time2019-05-19 16:00:34
წლიურად გლობალური საერთაშორისო ვაჭრობა 18 ტრილიონ დოლარს აღწევს, ტურისტების რაოდენობა მილიარდ მოგზაურზე მეტია, რომლებიც ტრილიონ დოლარზე მეტს ხარჯავენ. ეს ყველაფერი შეუძლებელი...


მსგავსი სიახლეები

up