„2017 წელს 3,5 მლრდ-მდე დოლარის საგარეო ვალი გვაქვს გასასტუმრებელი, რაც ლარის კურსზე ნეგატიურად აისახება"

„2017 წელს 3,5 მლრდ-მდე დოლარის საგარეო ვალი გვაქვს გასასტუმრებელი, რაც ლარის კურსზე ნეგატიურად აისახება"

access_time2017-05-20 10:00:02

სახელმწიფოს ვალი უკვე 15 მილიარდს აჭარბებს. აქედან 3 მილიარდი შიდა ვალია, ხოლო 12 მილიარდი - საგარეო, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 45%-ს შეადგენს. 

 

როგორც რადიო „კომერსანტის" გადაცემა „პროფესიონალებში" ეკონომიკის დოქტორმა ვახტანგ ჭარაიამ აღნიშნა, საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, ეს პროცენტი საგანგაშო არ არის, თუმცა ისეთი ქვეყნისთვის, სადაც წარმოება და მომსახურება დაბალ დონეზეა განვითარებული, 45%-იც კი მაღალი მაჩვენებელია.

 


„სავალუტო ფონდის სტანდარტული რეკომენდაციების თანახმად, საგარეო ვალსა და მთლიან შიდა პროდუქტს შორის პროპორცია თუკი დაცულია და 60%-ს არ აღემატება, მიიჩნევა, რომ ეს ქვეყანა სტაბილურობის შენარჩუნებას ახერხებს. არის მსოფლიოში ქვეყნები, რომლებისთვისაც ეს მაჩვენებელი არათუ 60%, არამედ 100%-იც არის და იაპონია 200%-საც კი გადასცდა. ჩვენნაირი ქვეყნისთვის, რომელიც წარმოებისა და მომსახურების კუთხით ბევრს ვერაფერს ქმნის, 45% უკვე ცუდი მაჩვენებელია. ანუ ჩვენ 15%-ით მეტი ვალის აღება კიდევ შეგვიძლია, მაგრამ ამ ვალებს გასტუმრება სჭირდება. ვისაც 60%-ზე მეტი და 100% აქვს საგარეო ვალის მაჩვენებელი, ეს ქვეყნები დიდი მწარმოებლები არიან. ამდენად, დიდი ვალის გადახდა მათ უფრო გაუადვილდებათ, ვიდრე ჩვენ - მცირე ვალის გასტუმრება",- აღნიშნა ჭარაიამ.

 



მისივე თქმით, საქართველოს ერთი წლის განმავლობაში საგარეო ვალის თითქმის მესამედი აქვს გასასტუმრებელი და ამან შესაძლოა, მოსახლეობის კეთილდღეობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინოს, კერძოდ, მოსალოდნელი იქნება ლარის გაცვლითი კურსის ცვლილება.

 

„საგარეო ვალდებულებები ლარის გაუფასურებაში ერთ-ერთი ფაქტორია. წელს დაახლოებით 3,5 მილიარდი დოლარის საგარეო ვალდებულება გვაქვს გასასტუმრებელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში დოლარი უნდა იყიდოს ბიზნესმა და მცირე რაოდენობით ხელისუფლებამაც. შესაბამისად, დოლარზე მოთხოვნა გაიზრდება და ლარის დევალვაცია მოხდება. ჩვენი საგარეო ვალდებულებების თითქმის მესამედის გადასახდელად ახლა ძალიან ცუდი პერიოდია. ვალის გასტუმრების ასეთი ცუდად დაგეგმილი გრაფიკის შემთხვევაში ქვეყანას შეიძლება გარკვეული პრობლემები შეექმნას და ეს მოსახლეობის კეთილდღეობაზე, ლარის გაცვლით კურსზე შესაძლოა, უარყოფითად აისახოს", - აღნიშნა ვახტანგ ჭარაიამ.

 

 

 



საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს

საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს
access_time2019-12-08 18:43:35
საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების მორიგი შეხვედრა დაიწყო. სასტუმრო შერატონში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები მეორე შეხვედრას უცხოელი დიპლომატების მონაწილეობით...

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ

ჰამბურგში გამოჩნდა ავტობუსი, სადაც უსახლკაროებს შხაპის მიღება შეუძლიათ
access_time2019-12-08 14:59:06
ქუჩაში მცხოვრები ადამიანებისთვის შხაპის რეგულარულად მიღება შესაძლებლობების ზღვარს სცილდება. ჰამბურგში მოძრავი ავტობუსი ამ სიტუაციის შეცვლას აპირებს. დღეიდან ჰამბურგში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს შეეძლებათ ქალაქში მოძრავ მოდიფიცირებულ ავტობუსში შხაპი მიიღონ, გამოიცვალონ და ტანსაცმელი გარეცხონ. "ამ ავტობუსში ყოფნა ძალიან...

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს

Le Monde: ალპების მთებში რუსი მკვლელების ბაზა აღმოაჩინეს
access_time2019-12-08 20:00:01
  2018 წელს ბრიტანულმა, ფრანგულმა, და შვეიცარიულმა სპეცსამსახურებმა ამერიკელ კოლეგებთან თანამშრომლობით, დაიწყეს უპრეცედენტო ოპერაცია,რომლის დროსაც გამოვლინდა რუსეთის სამხედრო დაზვერვის 15 ოფიცერი - ისინი არიან ერთი ქვედანაყოფის წევრები, რომელთა სპეციალიზაცია იყო მკვლელობები და რომლებიც გადაადგილდებოდნენ ევროპაში 2014-2018 წლებში.   სპეცსამსახურების მობილიზება დაიწყო ინგლისის ქალაქ სოლსბერიში დაზვერვის ორი ოფიცრის მიერ საბჭოთა პერიოდში დამუშავებული...

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია

პრეზიდენტის ანტიკვარიატი - ათონელის რეზიდენციის 2.8-მილიონიანი ავეჯის ისტორია
access_time2019-12-08 16:00:51
1800 წლის 22 დეკემბერს რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების მანიფესტს მოაწერა ხელი. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის ათონელის რეზიდენციაში, სხვა მრავალ ანტიკვარულ ნივთთან ერთად, ბინა დაიდო რუსეთის საიმპერატორო ქარხნებში - მოსკოვსა თუ პეტერბურგში დამზადებულმა ავეჯმა, მათ შორის იმპერატორ პავლე პირველის ეპოქიდან შემორჩენილმა მაგიდებმა თუ კომოდებმა, ნივთებმა, რომლებიც 220 წლის წინ განთავსებული იყო იმ სასახლეებსა და დარბაზებში, სადაც...

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი

Süddeutsche Zeitung: ბერლინში ქართველის მკვლელობაში ეჭვმიტანილია რუსეთი
access_time2019-12-08 14:00:22
2019 წლის აგვისტოში, ბერლინის რაიონ ტირგარტენში ახლო მანძილიდან ცეცხლსასროლი იარაღით 40 წლის ქართველი მოკლეს.   გამოძიება განიხილავს ერთადერთ ვერსიას - შეკვეთილ პოლიტიკურ მკვლელობას, რადგანაც სხვა მოტივების რაიმე ნიშანი არ გამოიკვეთა.   Süddeutsche Zeitung-ის, ასევე ტელეკომპანიების NDR და WDR-ის ცნობით, ამ საქმეზე გამოძიების დაწყებას გეგმავს გენერალური პროკურატურა, რადგანაც მასში შესაძლოა სპეცსამსახურები იყოს...


მსგავსი სიახლეები

up