2017 წელს 24 ტოტალიზატორი და 11 სამორინე დაჯარიმდა

2017 წელს 24 ტოტალიზატორი და 11 სამორინე დაჯარიმდა

access_time2017-12-27 15:40:26

მიმდინარე წელს აზარტული და მომგებიანი თამაშობების ნებართვის მფლობელი 225 ობიექტი შემოწმდა.

 


ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს" ფინანასთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს. მათივე ცნობით, სანებართვო პირობების დარღვევის ფაქტზე 133 ნებართვის მფლობელი პირი დაჯარიმდა, ფულადმა სანქციამ კი ჯამში, 268 ათასი ლარი შეადგინა.

 

კერძოდ, შემოსავლების სამსახურის ცნობით, საანგარიშო პერიოდში 24 სამორინე ფუნქციონირებდა, რომელთაგან 11 ობიექტი, ჯამში 90 ათასი ლარით დაჯარიმდა. 86 ტოტალიზატორიდან, დარღვევების გამო, 56 ათასი ლარით დაჯარიმებულია 24 ობიექტი. ამასთან, მიმდინარე წელს ქვეყანაში 72 სათამაშო აპარატის სალონი იყო, რომელთა შემოწმების შედეგადაც, 50 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმა 32 შემთხვევაში გამოიწერა. წამახალისებელი გათამაშების მფლობელი 27 პირის შემოწმების შედეგად, საჯარიმო სანქცია - 58 ათასი ლარის ოდენობით, 54 შემთხვევაშია გამოწერილი.


 

რაც შეეხება სხვა აზარტულ და მომგებიან თამაშობებს, 5000 - 5000 ლარიანი ჯარიმებია გამოწერილი ლოტოსა და ბინგოს ობიექტების შემოწმებისას. გარდა ამისა, 2017 წელს ორი აზარტული კლუბიდან ორივე დაჯარიმდა, ჯამში 4 ათასი ლარით.

 

 

BPN.GE 

 




კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს

კომპანია Emirates-ი 9 ათას თანამშრომელს გაათავისუფლებს
access_time2020-07-11 12:55:09
ავიაკომპანია Emirates-ის დირექტორის, ტიმ კლარკის განცხადებით, 9 ათასამდე სამუშაო ადგილს გაუქმებას გეგმავენ. მიზეზი პანდემიაა, - ამის შესახებ BBC...

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო

მილიარდერების რეიტინგში ილონ მასკმა უორენ ბაფეტს გადაასწრო
access_time2020-07-11 19:00:04
ამერიკელმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში, რომელსაც ყოველდღიურად ანახლებს Bloomberg-ი, მეშვიდე ადგილი დაიკავა. ამ შედეგით მან საინვესტიციო ფონდ...

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა

2019 წელს ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 13.9%-ით გაიზარდა
access_time2020-07-11 18:00:17
ტელევიზიების ჯამური შემოსავალი 2019 წელს, წინა წელთან შედარებით, 11.3 მლნ ლარით (13.9%) გაიზარდა. ამის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია...

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება "ჭკუით მოქცევა"

რას ხედავენ ამერიკელები საქართველოში და ვის მოეთხოვება
access_time2020-07-11 16:00:42
რისი მანიშნებელია ამერიკის საბიუჯეტო კანონპროექტის ჩანაწერი საქართველოსთვის შესაძლო სასჯელის დაწესების თაობაზე? რისი მანიშნებელია ოლიგარქებისა და არაფორმალური მმართველობის ხსენება თანდართულ განმარტებებში? არის ეს დიდი სურათის ნაწილი თუ მხოლოდ ცალკეული კონგრესმენების იდეებია? აქვს ...

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან

თვითდასაქმებულთათვის კომპენსაცია და სირთულეები, რომლებსაც მოვაჭრეები აწყდებიან
access_time2020-07-11 14:00:11
პანდემიისა და ზაფხულის ცხელ დღეების გამო დეზერტირების ბაზრობის დახლებთან სავაჭროდ მისული ადამიანები კანტი-კუნტად შეიმჩნევა. ხანშიშესული ქალები ე.წ. საკიდი დახლებით ქოლგებს აფარებენ თავს და გამვლელებს სხვადასხვა პროდუქციას სთავაზობენ. პანდემიის დროს გამოწვეული სირთულეების შესახებ მოვაჭრებებთან საუბარი გვსურდა, მათი უმრავლესობა მედიასთან...


მსგავსი სიახლეები

up