2016 წლის ყველაზე ინოვაციური აპლიკაციები

2016 წლის ყველაზე ინოვაციური აპლიკაციები

access_time2016-10-14 12:30:00

მობილური აპლიკაციები ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი გახდა ნებისმიერი პროდუქტისა და ბრენდისთვის.

 


თუმცა იმ ფონზე, როდესაც ყოველდღიურად მსოფლიოს მასშტაბით ათასობით აპლიკაცია იქმნება, გამორჩეული მხოლოდ რამდენიმე მათგანია.

 


გამოცემა Fastcodesign 2016 წლის ყველაზე ინოვაციური აპლიკაციების რეიტინგს აქვეყნებს.

 

Hopper

ფრენების საძიებლად სმარტფონი მაინცდამაინც კარგი არჩევანი არ არის. კომპანია „ჰოპერმა" შექმნა აპლიკაცია, რომელიც დღიურად მილიარდ ფრენას აანალიზებს თავისი ფასების ჩთვლით და ყველაზე იაფიანი რეისების განრიგს გთავაზობთ.

 


M for Facebook Messenger

მსოფლიოს უმსხვილესი სოციალური ქსელი მომავალს ხელოვნურ ინტელექტთან ერთად ხედავს. ემი (M) მესენჯერის პირველი

ნაბიჯია მომავლისკენ: ვირტუალური ასისტენტი, რომელიც ადამიანისა და მანქანის ინტელექტის კომბინაციაა შოპინგის, რეზერვაციების ძიებისა თუ ივენთების დაგეგმვის საკითხებში.

 


Tilt Brush


გუგლის აპლიკაცია სამგანზომილებიანი ვირტუალური სივრცის დახატვის საშუალებას იძლევა. ამასთან, ქმნის ცეცხლისა და თოვლის მასალის იმიტაციას.

 

MightyTV Video Discovery App

ვიდეო აპლიკაცია აანალიზებს სატალევიზიო გადაცემებს და მომხმარებლისთვის მისივე ინტერესებისა და შეხედულებებიდან გამომდინარე, საყურებელი გადაცემების განრიგს ადგენს.

 

Robinhood


ქურდების პრინცის სახელად წოდებული აპლიკაცია აქციების მარტივად შეძენისა და გაყიდვის საშუალებას იძლევა. გაყიდვები და ვაჭრობა ხდება თინდერის სტილში.

 

Toca Blocks


ხუთიდან ცხრა წლამდე ბავშვებისთვის გათვლილი თამაში ციფრული ლეგოსავითაა, რომლის მეშვეობითაც საკუთარი ციფრული სამყაროების შექმნა შეგიძლიათ.

 

Adobe Experience Design CC (XD)


დიზაინერებს როგორც იქნა, საკუთარი აპლიკაცია აქვთ. ამ პლატფორმაზე ყველაფერია გაერთიანებული ქლაუდი, XD და ა.შ. ეს ყველაზე მარტივი და მოსახერხებელი გზაა სმარტფონით ადობე სერვისების გამოყენების.

 

Block'hood


ურბანულ დიზაინერებს უკეთესი ქალაქების შენება ვიდეოთამაშებით შეუძლიათ. ახალი თამაშის მიზანია საზოგადოებისთვის მოსახერხებელი ადგილის შექმნა. ურბანისტებს შეუძლიათ ოცდამეერთე საუკუნის ქალაქების დიზაინები საკუთარ ტელეფონებშივე შექმნან.

 

 

"ბიზნესპრესნიუსი"

 



გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა

გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას პასუხი წლების შემდეგ გაეცა
access_time2020-11-25 11:00:46
გაქრება თუ არა კინოთეატრი „რუსთაველი“ ? - კითხვას რომელიც დიდი ხანია გვესმის, წლების შემდეგ პასუხი გაეცა - „სს კინოთეატრი რუსთაველი“ ისტორიული შენობის რესტავრაცია-ადაპტაციას გეგმავს. ესკიზი თბილისის არქიტექტურის სამსახურთან უკვე შეთანხმებულია. ბიზნესმენი ოთარ ბუბაშვილი ახალა დედაქალაქის მთავრობისგან მშნებლობის ნებართვას ელოდება.   აღსანიშნავია, რომ დედაქალაქის ისტორიული კინოთეატრი არც ძველი იერსახით და არც ძველი ფუნქციით არ დაბრუნდება, უფრო სწორედ შენობას გაცილებით მეტი...

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“

„გეგმიური ოპერაციების დაყოვნებით, ბოლოს ბევრ სასწრაფო ოპერაციას მივიღებთ - ეს საქმეს გაართულებს“
access_time2020-11-25 10:00:11
საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2021 წლის მარტამდე, გეგმიური ოპერაციები აღარ დაფინანსდება. გადაწყვეტილებამ რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა პაციენტების უსაფრთხოების დაცვით ახსნა, ჰოსპიტალურ სექტორში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.   „ჯო ენის სამედიცინო ცენტრის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ლაშხი აცხადებს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით შესაძლოა პაციენტის ჯანმრთელობას შეექმნას საფრთხე, რადგან ერთ დროს გეგმიური ოპერაციები, ბოლოს სასწრაფო...

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“

„რატომ არის კვება ორგანიზმისთვის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ვირუსულ პერიოდში?“
access_time2020-11-24 16:25:46
მწვავე პანდემიურ პერიოდში აუცილებელია ვიზრუნოთ პატარების იმუნიტეტისა და ორგანიზმის მოძლიერებაზე. ბავშვებისთვის ვიტამინებისა და...

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა

24 ნოემბერი - რეგიონში ქართული ლარი და თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-11-24 18:15:33
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გაუფასურდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.3193 ლარი...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-11-24 21:00:28
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.„პოლიტიკური სტაბილურობა და დემოკრატიული გარემო ინვესტორისთვის პრიორიტეტია და მხოლოდ მთავრობის ბენეფიტების გამო არ შემოვა“ ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი მარიამ ქუჩულორია „კომერსანტთან“ საუბრისას ამბობს, რომ...


მსგავსი სიახლეები

up