2016 წლის ყველაზე გაუფასურებული ვალუტები

2016 წლის ყველაზე გაუფასურებული ვალუტები

access_time2016-12-29 19:00:30

CNNMoney-მ 2016 წელი აღმასვლისა და დაცემის წლად შეაფასა, რაც არაერთი ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზეც აისახა. მსოფლიოში უდიდესი ბიზნეს საიტი ყველაზე გაუფასურებული ვალუტების სიას გვთავაზობს.

 

 

ეგვიპტური გირვანქა: -59% – ეგვიპტემ ნოემბერში ეკონომიკური კრიზისიდან გამოსასვლელად რადიკალური გადაწყვეტილება მიიღო და მცურავ კურსზე გადავიდა. ძალიან სწრაფად, ქვეყნის ვალუტა დოლართან მიმართებით 48%-ით გაუფასურდა, შემდეგ კი ვარდნის პროცესი კვლავ გაგრძელდა და ამ მომენტისთვის ეგვიპტური გირვანქა დოლართან მიმართებით %59-ით არის გაუფასურებული.

 


ნიგერიული ნაირა: -37% – ნიგერიის საბიუჯეტო შემოსავლების 70% ნავთობზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, ნიგერიის ეკონომიკამ ნავთობის ფასის ვარდნის გამო დიდი დარტყმა მიიღო, რამაც თავის მხრივ, ქვეყნის ეროვნულ ვალუტაზე დიდი გავლენა მოახდინა. 2016 წელს ნიგერიული ნაირა დოლართან მიმართებით 37%-ით გაუფასურდა.

 

 

თურქული ლირა: -18% – თურქული ლირა არშემდგარი სამხედრო გადატრიალების შემდეგ 6%-ით გაუფასურდა. მას შემდეგ თურქეთის ეროვნულ ვალუტას ვარდნა არ შეუწყვეტია და ამ მომენტისთვის დოლართან მიმართებით 18%-ით არის გაუფასურებული.

 

 

არგენტინული პესო: -17% – არგენტინა სამხრეთ ამერიკის სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაა, თუმცა გასულ წელს მისმა ვალუტამ 17%-იანი ვარდნა განიცადა. რეფორმების განხორციელების შედეგად ქვეყანამ სწრაფი ეკონომიკური ზრდა ვერ განიცადა და მხოლოდ 1.8%-იანი მაჩვენებელი დააფიქსირა. პარალელურად კი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, ინფლაციური მაჩვენებელი 40%-ს გაუტოლდა.


 

 

ბრიტანული ფუნტი: -17% – ივნისში ბრიტანელმა მოსახლეობამ ევროკავშირისგან გამოყოფასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო, რასაც ბრიტანული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება მოჰყვა. ინვესტორები მიიჩნევენ, რომ Brexit-ს ბრიტანეთის ეკონომიკაზე ძალიან ცუდი გავლენა ექნება, ხოლო ამ პოლიტიკურ-ეკონომიკური პროცესის მთავარი მსხვერპლად ბრიტანული ფუნტი იქცა, რომელიც დოლართან მიმართებით 17%-ით გაუფასურდა.

 

 

 

მექსიკური პესო: -17% – მექსიკურმა პესომ მთავარი დარტყმა ტრამპის საპრეზიდენტო კამპანიისა და მისი გამარჯვების შედეგად მიიღო. ტრამპის ანტი-სავაჭრო და ანტი-იმიგრაციული რიტორიკის გამო მექსიკური პესო დოლართან მიმართებით 17%-ით გაუფასურდა. მდგომარეობის გამოსასწორებლად ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა საპროცენტო განაკვეთი აწია.

 

 

ვენესუელური ბოლივარი: რთული სათქმელია...


ვენესუელაში უმწვავესი ეკონომიკური კრიზისია. ქვეყანაში საკვებისა და მედიკამენტების ნაკლებობაა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემებით, მომავალ წელს ინფლაცია 1660%-ს მიაღწევს. დიახ, 1660%-ს, არ გეჩვენებათ. 2016 წელს ბოლივარი დოლართან მიმართებით 71%-ით გაუფასურდა.

 

 

რაც შეეხება ქართულ ლარს, საქართველოს ეროვნული ვალუტა CNNMoney-ის სტატიაში მოხსენიებული არ არის, მაგრამ შედარებისთვის შეგიძლიათ მისი მონაცემი დიაგრამაზე იხილოთ.

 

 

 



ზაზა ოქუაშვილი – ტერორშია თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი და სამართალი

ზაზა ოქუაშვილი – ტერორშია თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი და სამართალი
access_time2019-11-20 13:08:30
ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს. ზაზა ოქუაშვილის შეფასებით, „ივანიშვილის ძალადობრივმა რეჟიმმა მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი, პროკურატურა, სახელმწიფო ინსტიტუტები და საპატრიარქოს მითვისებაც კი მოინდომა“. მისივე განცხადებით, ივანიშვილის ხელისუფლებამ კეთილგონიერება უნდა გამოიჩინოს და აღარ გააგრძელოს ძალის გამოყენება. „ივანიშვილის ძალადობრივი რეჟიმი, რომელმაც მიიტაცა სახელმწიფო, მედია, თავისუფალი სიტყვა, ბიზნესი,...

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“

გიორგი ქობულია - „ქართულ ოცნება“ პოსტსაბჭოური რუსეთის მართვის პრინციპებით მუშაობს“
access_time2019-11-20 12:10:22
პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მოქალაქეების საპროტესტო აქციები არ ცხრება. აქციის მონაწილეები პარლამენტის მიერ საარჩევნო სისტემის ცვლილების თაობაზე კანონპროექტის ჩაგდებას აპროტესტებენ. პოლიციამ რუსთაველზე და პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილები წყლის ჭავლით დაშალა, რომლებიც პარლამენტის შესასვლელების ბლოკირებას ახდენდნენ. მიმდინარე მოვლენებს „კომერსანტთან“ მთავრობის გუნდის ყოფილი წევრი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი...

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები აიკრძალება

25 წლამდე მოქალაქეებისთვის აზარტული თამაშები აიკრძალება
access_time2019-11-20 13:15:47
საქართველოს 25 წლამდე მოქალაქეებს შესაძლოა, აზარტულ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალოთ.ამის შესახებ, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტშია აღნიშნული, რომელიც პარლამენტში უკვე ინიცირებულია. კანონპროექტის ავტორი პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილია. კანონპროექტის ავტორთა შეფასებით, ცვლილების მიზანი და შედეგი - აზარტულ და მომგებიან თამაშობებში, არასრულწლოვანთა ჩართულობის, მძიმე სოციალური ფონის...

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება

„ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებული 6000-მდე ოჯახია - საკითხზე თბილისის მერია სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდება
access_time2019-11-20 11:45:27
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მომავალ კვირას დეველოპერებთან და სამშენებლო კომპანიებთან გაფართოვებულ შეხვედრას აანონსებს.როგორც დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, შეხვედრა „ცენტრ პოინტს“ და მსგავს „ქეისებს“ შეეხება. კალაძე დაუსრულებელი პროექტების დასრულებაში სექტორს მხარდაჭერას სთხოვს. „ცენტრ პოინტის“ მიერ დაზარალებულები, 6000-მდე ოჯახი, არის სერიოზული პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში არსებობს. შევქმენით საინიციატივო...

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა

„სითი მოლში“ Calvin Klein-ის ახალი კონცეფციის შოურუმის გაიხსნა
access_time2019-11-20 09:44:00
როგორც ცოტა ხნის წინ  „კომერსანტმა“ ექსკლუზიურად დაანონსა, 15 ნოემბერს თბილისში, ქავთარაძის 1-ში მდებარე „სითი მოლში“ Calvin Klein-ის ბრენდის ახალი კონცეფციის  შოურუმი გაიხსნა, რომელიც მსოფლიოში რიგით მეოთხეა, ისეთი დიდი მეგაპოლისების შემდეგ, როგორიცაა -  ნიუ იორკი, დუსელდორფი და შანხაი. ამით ბრენდმა საქართველოს და ქართველ მომხმარებელს უდიდესი ნდობა გამოუცხადა. „ეს გახლავთ სრულიად ახალი კონცეფცია House of Calvin, სადაც წარმოდგენილია ბრენდის ყველა...


მსგავსი სიახლეები

up