2016 წლის ხმაურიანი მაღალტექნოლიგიური ჩავარდნები

2016 წლის ხმაურიანი მაღალტექნოლიგიური ჩავარდნები

access_time2017-01-04 18:30:05

2016 წელი ტექნოლოგიების სფეროსთვის იყო წარმატებული, თუმცა მოხდა რამდენიმე მსხვილი პროექტის ჩავარდნა, რაც თავისთავად ნეგატიურად აისახა კომპანიების იმიჯსა და ფინანსურ შემოსავლებზე.

 

 

GoPro-ს პირველი უპილოტო საფრენბი აპარატი ვერ აფრინდა

 


ექშენ-კამერების მწარმოებლის GoPro-ს პირველი უპილოტო საფრენი აპარატი „კარმა" აღმოჩნდა დეფექტიანი, კერძოდ, ის სწრაფად კარგავს კვების წყაროს, რის გამოც ვერ დაფრინვას. კომპანიას მოუწია გაყიდული 2500 დრონის დაბრუნება. აღსანიშნავია, რომ ბოლო 4 კვარტლის მანძილძე GoPro მუდმივად ზარალზე მიდის. 2016 წლის დეკემბერში კომპანიის რეზერვი განახევრდა და ამჟამად შეადგენს 132 მლნ. დოლარს.

 

კომპანიამ დაიწყო პერსონალის შემცირებები - კერძოდ, სამსახურიდან დაითხოვა 200 ადამიანი და გაუქმდა გასართობი კონტენტის განყოფილება. კომპანიის მენეჯმენტი იმედოვნებს, რომ შტატების 15%-იანი შეკვეცა საბოლოო ჯამში შეამცირებს საოპერაციო დანახარჯებს და მომავალში გაიყვანს GoPro-ს მოგებაზე. სავარაუდოდ, კომპანია დახარჯავს 30 მლნ. დოლარს დათხოვილი თანამშრომლებისთვის კომპენსაციების გადასახდელად.

 

 

Twitter ვირეოსერვის Vine-ს ყიდის

 

ოქტომბერში Twitter-ა განაცხადა, რომ ვიდეოსერვის Vine-ს, რომელის შეიქმნა 2013 წელს, გაყიდის. ამ სერვისის მეშვეობით შესაძლებელი იყო პატარა ვიდეოკლიპების შექმნა და ის გამოიყენა რამდენიმე მილიონმა ადამიანმა.

 

ვიდეოესერვისის გაყიდვის გადაწყვეტილება სავარაუდოდ გამწვეულია Twitter-ის რესტრუქტურიზაციით. ცნობილი გახდა, რომ სოციალური ქსელი გეგმავს თანამშრომლების რაოდენობის შემცირებასაც, რისი მიზეზიც გახდა შემოსავლების ზრდის ტემპების შენელება მე-3 კვარტალში. იგეგმება შტატების 9%-ით შემცირება. ამჟამად Twitter-ის მენეჯმენტი აწარმოებს მოლაპარაკებას ვიდეოსერვისის შესყიდვის მსურველებთან. გარიგების სავარაუდო თანხა შეადგენს 10 მლნ. დოლარს.

 

 

Apple ჩვეულ პორტებს იშორებს

 


2016 წელს Apple-მა გადაწყვიტა, რომ ტრადიციული 3,5-მილიმეტრიანი პორტი ყურსასმენებისთვის ამჟამად არაა საჭირო და მის ადგილზე იქნება კიდევ ერთი სტერეოდინამიკი, ყურსასმენები კი შეერთდება ახალი პორტის Lightning-ის მეშვეობით.

 


ასევე იგეგმება ტრადიციული ინტერფეისების შეცვლა დაანონესულ ლეპტოპ MacBook Pro-ში. თუმცა, პრობლემა იმაშია, რომ ახალი ინტერფეისების და პორტებისთვის არ გამოდგება ჩვეულებრივი პერიფერიული მოწყობილობები - ტრადიციული დინამიკები, ყურსასმენები, და ა.შ.., ახალი კი არაა საკმარისი რაოდენობით. გამოდის, რომ ახალი კომპიუტერების მფლობელებს გაუჭირდებათ ყურსასმენების არჩევა.

 

 

 

 

ჰაკერებმა Yahoo!-ს 1 მლრდ. მომხმარებლის მონაცემი მოიპარეს

 

2016 წელს ცნობილი გახდა, რომ ჰაკერებმა გატეხეს Yahoo!-ს 1 მლდრ. მომხმარებლის პირადი მონაცემი. ეს მოხდვა ჯერ კიდევ 2013 წელს - ბოროტმოქმედებმა მიიღეს კომპანიის კლიენტების სახელები, ელექტრონული ფოსტის მისამართები, ტელეფონები, საკონტროლო კითხვა-პასუხები და სხვა პირადი მონაცემები.
ჰაკერებმა ვერ მიიღეს წვდონა საბანკო და ფინანსურ ინფორმაციასთან, თუმცა მათ შეეძლოთ პაროლების ჩადგება ხელში, ამიტომაც Yahoo!-მ ურჩია მომხმარებლებს პაროლების შეცვლა.

 

ამ ინფორმაციამ შეიძლება შეაფერხოს Yahoo!-ს ინტერნეტ-ბიზნესის გაყიდვა კომპანია Verizon-ისთვის 4, 8 მლრდ. დოლარად. სავარაუოდოთ მოლაპარაკება დასრულდება წელს, თუმცა არაა გამორიცხული, რომ ჰაკერულმა სკანდალმა გარიგების ფასი შეამციროს.

 

 

 

ფეთქებადსაშიში Samsung-ი

 


2016 წელს დიდი სკანდალი დაატყდა თავს Samsung-ს - ფლაგმანური სმარტფონი Galaxy Note 7 აღმოჩნდა ფეთქებადსაშიში. ტელეფონი წადგენილ იქნა 19 აგვისტოს, თუმცა 2 კვირაში გავრცელდა ინფორმაცია რამდენიმე ინციდენტის შესახებ - Galaxy Note 7-ს უფეთქდება აკუმლატორი. შესაბამისად, კორეულმა კორპორაციამ დაიწყო გაყიდული ტელეფონების გამოწვევა. ამ ფონზე Samsung-ის აქციების ფასი - 10, 6%-ით დაეცა. Bloombergის მონაცემებით, 2 დღეში კორპორაციის საბაზრო კაპიტალიზაცია შემცირდა 22 მლრდ. დოლარით.

 

კომპანიამ გამოუშვა ახალი Galaxy Note 7, რომლითაც უნდა შეეცვალა გამოწვეული მოდელი, თუმცა აღმოჩნდა, რომ ისიც ფეთქდება. ამ ინფორმაციის გავრცელების შედმეგ Samsung Electronics-ის კაპიტალიზაცია შემცირდა 17 მლრდ. დოლარით. ასეთივე თანხას კონცერნი დაკარგავს იმ შემთხვევაში, თუ Galaxy Note 7 საბოლოოდ მოიხსსნება წარმოებიდან და მისი გაყიდვები მთლიანად შეწყდება.

 

 

 

 

ყალბი ახალი ამბები Facebook-ში

 


2016 წელს Facebook-ს და Twitter-ს მწვავედ აკრიტიკებდნენ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში მათი წვლილის გამო. ამის შემდეგ მარკ ცუკერბერგმა გადაწყვიტა ფეიკებთან ბრძოლა, რის გამოც მას ცენზორობა დაბრალდა.

 

დეკემბერში Facebook-ის შემქნელმა განაცხადა, რომ ქსელი შეამოწმებს გავრცელებული ინფორმაციის სანდოობას და ამით დაკავდებიან დამოუკიდებელი ორგანიზაციები. ფეიკების თემა გახდა აქტუალური Facebook-ისთვის აშშ-ს წინასაარჩევნო კაპმანიის დროს, როდესაც სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდებოდა ყალბი ნიუსები - მაგალითად, იმის შესახებ, რომ თავი მოიკლა FBI-ს აგენტმა, რომელიც იძიებდა სკანდალს ჰილარი კლინტონის მიმოწერასთან დაკავშირებით, ასევე სკანდალური ფეიკი იმის შესახებ, რომ რომის პაპმა დაუჭირა მხარი დონალდ ტრამოს და ასე შემდეგ.

 

 


ელონ მასკის რაკეტამ გაანადგურა ისრაელური კოსმოსური თანამგზავრი

 


ელონ მასკის კომპანია Space X-ის სატვირთო კოსმოსური რაკეტა Falcon 9 აფეთქდა კოსმოდრომ კანავერლაზე - ეს უკვე მეორე მარცხია, რომელიც იწვნია Falcon 9-მა - 2015 წლის ივნისში რაკეტა აფეთქდა ფრენის 139-ე წამზე. ინციდენტის დროს აფეთქებულმა რაკეტამ გაანადგურა ისრაელური კომპანია Spacecom-ის თანაგზავრი, რომელიც უნდა გაშვებულ იყო კოსმოსში Falcon 9-ს მიერ. ის იყო გათვლილი ახლო აღმოსავლეთზე, ევროპაზე და აფრიკაზე ტელე და ინტერნეტ -სიგნალის გასაშვებად. ისრაელის კომპანია Space Communication Ltd მოითხოვს განადგურებილი თანამგზავრის ღირებულების კომპენსაციას - საუბარია 50 მლნ. დოლარზე.

 

 

 

 

ავტორი: vesti.ru



მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი

 მიკროავტობუსების ნომრები შეიცვალა - ნახეთ განახლებული მარშრუტი
access_time2022-01-20 13:55:00
20 იანვრიდან პირველ თებერვლამდე, მიკროავტობუსის 53 მოქმედი მარშრუტი განახლებული ხაზებით ჩანაცვლდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „კერძოდ: N2-ს ჩაანაცვლებს N472; N5-ს ჩაანაცვლებს N535; N6-ს ჩაანაცვლებს N536; N11-ს ჩაანაცვლებს N431; N16-ს ჩაანაცვლებს N416; N28-ს ჩაანაცვლებს N428; N33-ს ჩაანაცვლებს N533; N34-ს ჩაანაცვლებს N534; N41-ს ჩაანაცვლებს N541; N42-ს ჩაანაცვლებს N442; N43-ს ჩაანაცვლებს N543; N48-ს ჩაანაცვლებს N475; N51-ს ჩაანაცვლებს...

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას

ვითიბი წარმატებით განაგრძობს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირებას
access_time2022-01-20 12:55:23
ვითიბი ბანკი, როგორც ქართული ბიზნენის #1 ქომაგი, აქტიურად აგრძელებს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკის მთავარი აქციონერის თანადგომით, საერთაშორისო ფაქტორინგულ ბაზარზე, ვითიბი ბანკმა, პირველი ნაბიჯები, ქართული ღვინის სექტორის  ფინანსირებაში გადადგა. 2015 წელს დაწყებულ კურსს, ბანკი, ახლაც წარმატებით აგრძელებს და კლასიკური FCI Edifactoring-ის პლატფორმის საშუალებით ახორციელებს ქართული ღვინის სექტორის ექსპორტის ფინანსირების სტანდარტიზებულ...

საქართველოს ევროპაში 3 000 ტონა ლოკოკინის ექსპორტის პოტენციალი აქვს

საქართველოს ევროპაში 3 000 ტონა ლოკოკინის ექსპორტის პოტენციალი აქვს
access_time2022-01-20 15:00:05
ევროპის ბაზარზე ქართული ლოკოკინების პირველი პარტია აგვისტო-სექტემბერში გავა. საქართველოში ლოკოკინების პირველი ფერმის - ,,ნადი გრუპის“ დამფუძნებლის მერაბ ნადარაიას ინფორმაციით, ხორცთან ერთად,  ევროპაში დიდი მოთხოვნაა ასევე ევროპული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან ლოკოკინების ლორწოზე, რაც მედიკამენტების ასევე კოსმეტიკური საშუალებების დასამზადებლად გამოიყენება. დღეისათვის საქართველოში წლიურად 300 ტონა ლოკოკინა იწარმოება. ,,ლოკოკინა...

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა

ექსპორტმა ჩინეთში $600 მლნ-ს გადააჭარბა
access_time2022-01-20 12:00:37
2021 წელს ექსპორტი 2020 წელთან შედარებით 26.9%-ით. 2019 წელთან შედარებით კი 11.7%-ით გაიზარდა და დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში რეკორდულ მაჩვენებელს $4.243 მლრდ-ს მიაღწია. ექსპორტის 14.5% - $616 მლნ ჩინეთში განხორციელდა. 2021 წელს ჩინეთში უფრო მეტი პროდუქცია გაიყიდა, ვიდრე 1995-2016 წლებში ერთად, რასაც ხელი 2018 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა თავისუფალმა სავაჭრო ხელშეკრულებამ შეუწყო.   ჩინეთში გატანილ ექსპორტში $497 მლნ-ით სპილენძის მადნების წილი 81%-ს აღწევს, რაც...

საქართველომ 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთისთვის 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა

საქართველომ 2021 წელს ოკუპირებული აფხაზეთისთვის 1 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია შეიძინა
access_time2022-01-19 18:00:57
2021 წელს საქართველოში ელექტროენერგიის გამომუშავება 13.3%-ით 12.645 მლრდ კვტ/სთ-მდე, მოხმარება კი 13.1%-ით 13.753 მლრდ კვტ/სთ-მდე გაიზარდა. იმპორტმა კი დამოუკიდებელ საქართველოში პირველად 2 მლრდ კვტ/სთ-ს გადააჭარბა, საიდანაც 1 მლრდ კვტ/სთ ოკუპირებულ აფხაზეთს მოხმარდა. ამის შესახებ ინფორმაციას ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორი - ესკო ავრცელებს.   2021 წელს საქართველოში ექსპლუატაციაში რომელიმე დიდი ჰესი არ შესულა და არც ახალი...


მსგავსი სიახლეები

up