2016 წლიდან საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება იგეგმება

2016 წლიდან საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება იგეგმება

person access_time2016-01-06 13:30:16

კონკურენციის სააგენტოს მიერ დაწესებული 55–მილიონიანი ჯარიმა, ლარის დევალვაცია და მსოფლიო ფასების მერყეობა – ასეთი იყო 2015 წელს საწვავის ქართულ ბაზრის განვითარების განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორები. 


ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი Сaucasus business week–თან ბაზარზე წლის მთავარ ტენდენციებზე საუბრობს:


„მთლიანობაში 2015 წელი შეიძლება შეფასდეს, როგორც დადებითი. აღნიშნული წელი ხასიათდებოდა ბევრი დადებითი და პოზიტიური მოვლენით. 

 

კერძოდ, გრძელდებოდა ინვესტიციების განხორციელება, რის შედეგადაც ხდებოდა ინფრასტრუქტურის განახლება. გრძელდება ახალი თანამედროვე ინფრასტუქტურის ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა, რომლებიც აკმაყოფილებენ ევრო სტანდარტის ყველა პარამეტრს. გარდა ამისა, აქტიურად მიმდინარეობს რიგი კომპანიების (სოკარი, ვისოლი, გალფი) მიერ ავტოგაზის გასამართი სადგურების მშენებლობა და განვითარება.

 

2015  წელს კომპანიები აქტიურად ავითარებდნენ სხვადასხვა სახის მომსახურეობის სერვისს. მათ შორის მნიშვნელოვანია ის, რომ თითოეულ კომპანიას თავისი კორპორატიული ე.წ. ლოიალური მომხმარებლისთვის გააჩნია სხვადასხვა სახის ფასდაკლებები. ამგვარი მომხმარებელი კომპანიის გაყიდვებში საკმაოდ სოლიდარულ წილს იკავებს. 

 

ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება იყო რეკორდულად მაღალ მაჩვენებელზე სხვა წლებთან შედარებით. მიუხედავად იმისა, რომ ნავთობზე ფასები მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, რაც იწვევს დ.ღ.გ-ს ნაწილში სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანების შემცირებას, რეკორდულად მაღალი იმპორტის მაჩვენებლისა და აქციზის გადასახადიდან მეტი შემოსავლის ხარჯზე საბიუჯეტო შენატანები კვლავინდებურად მაღალ მაჩვენებელზე იქნება.

 

ამავდროულად, დაიწყო განვითარება არაბრენდირებულმა სექტორმა. კერძოდ, დღეისათვის თუ ბრენდირებული გასამართი სადგურების რაოდენობაა დაახლოებით 560 ერთეული, არაბრენდირებულები შეადგენენ  დაახლოებით 460 ერთეულს. 

 

შეიძლება ითქვას, რომ არაბრენდირებული სადგურების რაოდენობა მიუახლოვდა ბრენდირებული გასამართი სადგურების ოდენობას. მკვეთრადაა გაზრდილი ასევე მათ მიერ საწვავის რეალიზაციაც.


მნიშვნელოვანია ასევე ნავთობის ფასის ვარდნა მსოფლიოში, რამაც გამოიწვაო ჩვენს ადგილობრივ ქსელში საწვავის ფასის შემცირება.“ 


რაც შეეხება ნეგატიურ ტენდენციას, ვანო მთვრალაშვილი ორ მომენტს გამოყოფს: 1  ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებაში, რაც უარყოფითად აისახა კომპანიების ფინანსურ მაჩვენებლებზე და ასევე საწვავის ფასი საერთაშორისო ფასის ადეკვატურად ვერ შემცირდა; 2. კონკურენციის სააგენტოს მიერ დადგენილი ჯარიმა, რომელსაც კომპანიები კატეგორიულად არ ეთანხმებიან და აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლოში აქვთ გასაჩივრებული. ამან, მთვრალაშვილის შეფასებით, ნაწილობრივ გავლენა იქონია საინვესტიციო გარემოზე.


იყო თუ არა დაგეგმილი პროექტები, რომლებიც ვერ განხორციელდა?  ამ შეკითხვაზე მთვრალაშვილი ამბობს, რომ იგეგმებოდა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის დაწყება ფოთში, თუმცა სამწუხაროდ ინვესტორი, რომელიც აღნიშნულ პროექტს გადანხორციელებს, ჯერჯერობით არ ჩანს.


რა მოლოდინები არსებობს 2016 წლისთვის და რა მთავარი გამოწვევები ელოდება საწვავის ქართულ ბაზარს?

 

„მთავარი ფაქტორი კვლავინდებურად იქნება ლარის კურსი დოლართან მიმართებაში. იმედს ვიტოვებთ, რომ ლარი გამყარდება და სტაბილური იქნება. ასევე სასამართლო პროცესი დამთავრდება კომპანიებისათვის დადებითი შედეგით, რისი მოლოდინიც გვაქვს და ვთვლით, რომ კომპანიებს არ ჩაუდენიათ არაფერი კანონსაწინააღმდეგო. საწვავის ბაზარზე არის საკმაოდ მკაცრი კონკურენცია, რომელიც ავალდებულებს კომპანიებს იყვნენ უფრო მეტად მობილიზებულები, შესთავაზონ მომხმარებელს ახალ-ახალი პროდუქტები, განავითარონ ინფრასტრუქტურა და გეოგრაფიული არეალი. ნავთობპროდუქტების იმპორტი ისევ მაღალ ნიშნულზე შენარჩუნდება. ხოლო საწვავის ფასი იმის გათვალისწინებით, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი დაბალ მაჩვენებელზე დგას და არის მოლოდინები, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდება, ჩვენთანაც საწვავის დაბალი ფასი იქნება, რაც პირდაპირ იმოქმედებს მისი მოხმარების ზრდაზე. 2016  წლიდან იგეგმება საწვავის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება და კონტროლი. კერძოდ, ბენზინის შემთხვევაში ქვეყანა გადადის  ევრო 5-ის სტანდარტზე, ხოლო რაც შეეხება დიზელის საწვავს, ის ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლის იქნება. ეს ხელს შეუწყობს როგორც გარემოს დაცვას, ასევე ბაზარზე კონკურენტული გარემოს დამკვიდრებას,“ – აცხადებს ვანო მთვრალაშვილი.


Сaucasus business week-სთვის რამდენიმე ნავთობკომპანიამ  2015 წელს მიღწეული შედეგების შესახებ ანალიზი მოამზადა.


„სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“: 2015 წლის პერიოდში კომპანიამ ააშენა და ექსპლუატაციაში გაუშვა 8 სადგური. მათ შორის 2 ავტოგასამართი სადგური („აღმაშენებელი“ და „ზუგდიდი“) და 6 გაზგასამართი (СNG): “გორი”, “ხაშური”, “იანეთი”, “სანაპირო”, “კაიროგაზი” და “ასტრაგაზი) სადგური, რომლებზედაც დამატებით დასაქმდა 50 ადამიანი.


კომპანიამ გაიმარჯვა „აღმოსავლეთი – დასავლეთი“ ჩქაროსნული ავტომაგისტრალისა და თერჯოლის გზის გადაკვეთაზე დაგეგმილი მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობის უფლების მოპოვებაზე გამოცხადებულ ტენდერში და დაიწყო მოსამზადებელი ეტაპის სამუშაოები.


თბილისში გაიხსნა კომპანიის ახალი სერვის ცენტრი. 


წლის განმავლობაში საკუთარი სახსრებისა და აღებული კრედიტების ხარჯზე განხორციელებული ინვესტიციების მოცულობამ შეადგინა 5 165 531 ლარი. 


ქვეყნის სახელმწიფო ბიუჯეტში გადასახადების სახით შეტანილ იქნა 109 240 678 ლარი.


სპონსორობის კუთხით (ფეხბურთის ფედერაცია და სხვ.) გადარიცხულმა თანხებმა შეადგინეს 118 051.92 ლარი.     

ქველმოქმედების მიზნით დახმარების სახით გაცემულმა თანხებმა კი შეადგინა 2 432.80 ლარი.


2015 წელს წარმატებული საქმიანობისათვის კომპანიას მიენიჭა შემდეგი ჯილდოები:

„დარგის ლიდერი“-ს წოდება და მედალი საქარველოს ეროვნული ბიზნეს რეიტინგების კავშირისაგან.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის საპატიო სიგელი.

1 ადგილი საქართველოს ბიტუმის 50 ტოპ-იმპორტიორს შორის.


„გალფი“: 


2015 წელი კომპანიისთვის საკმაოდ წარმატებული წელი იყო საწვავის რეალიზაციის კუთხით. 


2015 წელს ქსელს ქსელს შეემატა ერთი ავტოგასამართი სადგური, გორი-თბილისის ჩქაროსნულ მაგისტრალზე. ასევე გაიზარდა Gulf Store-ის ქსელი. 2015 წელს გაიხსნა 7 მაღაზია.


CSR-ის კუთხით 2015 წელს ნავთობკომპანია გალფში უამრავი პროექტი განხორციელდა. გამოვარჩევდით 13 ივლისს სტიქიის პერიოდს, როდესაც ნავთობკომპანია გალფი იყო პირველი კომპანია, რომელმაც ოპერატიულად გამოყო სახსრები დაზარალებულთა დასახმარებლად. გარდა ამისა წლის განმავლობაში დახმარება გაეწია 100–მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს. კომპანია გალფი იყო ერთ ერთი პირველი კომპანია რომელმაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა სოლიდარობის ფონდთან.



„ლუკოილის“ გენერალური დირ. მოადგილე შავლეგ მიშველაძე Сaucasian business week-თან საუბარში აცხადებს, რომ კომპანიის მთავარი მიღწევა ტრადიციულად, არის ის, რომ  კომპანია ქვეყანაში უმაღლესი ევროპული ხარისხის საწვავის იმპორტს ახორციელებს.

„საქართველოში საწვავის ხარისხის თემა სულ უფრო აქტიურ ფაზაში შედის და დიდ მნიშვნელობას იძენს. სწორედ ამიტომ ჩვემს უმთავრეს წარმატებას სწორედ იმას მივიჩნევთ, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჩვენი ქსელის მეშვეობით ვთავაზობთ ყველაზე მაღალი ხარისხის საწვავს – ზუსტად იმ ხარისხისას, რაც ევროპის ყველაზე მოწინავე ქვეყნებშია. სწორედ ესაა ჩვენი სიამაყის მთავარი საგანი. ჩვენ არ ვართ აყოლილი ხარისხის გაუარესების ხარჯზე სხვადასხვა იაფ შეთავაზებას,“ – აცხადებს მიშველაძე.


მისი თქმით, 2015  წელს კომპანიამ შეინარჩუნა თავისი ნიშა, გააფართოვა ქსელი და გახსნა ორი ახალი სადგური სამცხე–ჯავახეთში.   რაც შეეხება რეალიზაციას, შავლეგ მიშველაძის თქმით, 2015-ში შეძლეს რეალიზაციის არსებული მაჩვენებლების შენარჩუნება, რაც  ლარის გაუფასურების პირობებში წარმატებად უნდა შეფასდეს.




დღის TOP10 საინტერესო ამბავი

დღის TOP10 საინტერესო ამბავი
access_time2021-12-07 21:00:01
დღის TOP10 საინტერესო ამბავი:     1. საქართველო 12,5%, ევროზონა 4,9%, აზია 2,2% - ინფლაციის ანტირეკორდი მსოფლიოში საქართველოს კანონმდებლობით ინფლაციაზე პასუხისმგებელი ეროვნული ბანკია. ინფლაციის მართვა სწორედ მისი მთავარი მანდატია, თუმცა მას პრობლემა საგარეო ფაქტორებზე გადააქვს, ქვეყანაში კი...

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა

ლარის კურსი დოლართან და ევროსთან გამყარდა, მანათთან გაუფასურდა
access_time2021-12-07 18:00:05
7 დეკემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.58 თეთრით 3.0909-მდე გამყარდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.0950 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 1.80 თეთრით 3.4813-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 0.89 თეთრით 4.0948-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.25 თეთრით 1.8190-მდე, 1000 სომხურ დრამთან 2.65 თეთრით 6.2656-მდე, ხოლო 100 რუსულ რუბლთან 3.95 თეთრით 4.1561-მდე გამყარდა. ლარი თურქულ ლირასთან 0.05 თეთრით 0.2252-მდე...

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა

პროკრედიტ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ორი დამოუკიდებელი წევრი შეემატა
access_time2021-12-07 15:55:02
დღეს, პროკრედიტ ბანკი საქართველოს სათაო ოფისში ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი,  დამოუკიდებელი წევრები  წარუდგინეს მედიას.   საბჭოს საქმიანობაში ნინო დადუნაშვილი და თეონა მაკალათია ჩაერთვნენ. შემადგენლობაში უკვე არიან: საბჭოს თავჯდომარე, მარსელ ცაიტინგერი და წევრები: რაინერ პეტერ ოტენშტაინი, ჯან მარკო ფელიჩე და სანდრინე მასიანი. ცვლილების შემდეგ ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში ქალთა რაოდენობამ 50%...

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ

საპენსიო ტენდერში ბანკების კონკურენციას არც ახლა უნდა ველოდოთ
access_time2021-12-07 14:50:03
დეკემბრის ბოლოსთვის, სავარაუდოდ, მთავრობას პენსიებისა და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო მომსახურებასთან დაკავშირებით, ახალი ტენდერის გამოცხადება მოუწევს. ამით, ფაქტობრივად დასრულდება წინასაარჩევნოდ რამდენიმე პოლიტიკური ძალის მიერ, მოკლევადიან ელექტორალურ შედეგზე ორიენტირებული რიტორიკა.   როგორც გვახსოვს, პოლიტიკოსების ძირითადი კრიტიკა გულისხმობდა, რომ რადგან პენსიებს ერთი ბანკი არიგებს, ის ამით სარგებლობს და ე.წ. საპენსიო სესხზე უსამართლო...

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ

Mastercard-ით გადახდისას ბილაინის აბონენტებს თანხის 50% დაუბრუნდებათ
access_time2021-12-07 13:50:40
საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბილაინი აგრძელებს აბონენტებისთვის მრავალფეროვანი პროდუქტებისა და შესაძლებლობების შექმნას. ამჯერად კომპანია Mastercard-ის პარტნიორი გახდა და მასთან ერთად მომხმარებელს უნიკალური შეთავაზება წარუდგინა. თანამშრომლობის ფარგლებში, 2021 წლის 7 დეკემბრიდან 2022 წლის 14 იანვრის ჩათვლით, MyBeeline App-ის მომხმარებლები, აპლიკაციაში Mastercard-ით გადახდისას თანხის 50%-ს უკან, საბანკო ბარათზე...


მსგავსი სიახლეები

up