2016 წლიდან დღემდე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა

2016 წლიდან დღემდე კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებული 99 პირი დაკმაყოფილდა

access_time2021-05-14 13:00:50

კოოპერატიული ბინათმშენებლობის დაუსრულებლობით დაზარალებულ პირთა დაკმაყოფილების მიზნით განხორციელებული სხვადასხვა პროექტის ფარგლებში 2016 წლის წლის 9 მარტიდან 2021 წლის 10 მაისის მონაცემებით ჯამში დაკმაყოფილებულ იქნა 1276 პირი. ამის შესახებ „კომერსანტს“ თბილისის მერიაში განუცხადეს. მოწოდებული ინოფრმაციის მიხედვით უკვე დასრულებული ალტერნატიული საცხოვრებელი ფართით - ბინით  99 პირი დაკმაყოფილდა, ხოლო დაზარალებულ პირთათვის გადაცემულ მიწის ნაკვეთებზე და ამავე მიწის ნაკვეთებზე ინტერესთა გამოხატვაში გამოვლენილი შესაბამისი კონკრეტული კომპანიების მიერ განსახორციელებელი საინვესტიციო სამშენებლო პროექტის გათვალისწინებით 1177 პირი კმაყოფილდება.


კახა კალაძემ განაცხადა, რომ კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა ფართებით დაკმაყოფილების პროცესში 16 გამარჯვებული კომპანიაა ჩართული. მერმა თქვა ისიც რომ, პროექტი კვლავ გრძელდება და შესაბამისად, დაზარალებული პირები ეტაპიბრივად დაკმაყოფილდებიან. "კომერსანტი" იმ 16 მშენებლობით დაინტერესდა, რომლის შესახებაც გუშინ კახა კალაძემ ისაუბრა. 2018 წლის 7 დეკემბრიდან 2021 წლის მაისის ჩათვლით კოოპერატიული ბინათმშენებლობის პროექტის ფარგლებში განკარგული უძრავი ქონების სია შემდეგია:


1) ნუცუბიძის ფერდობზე წყალსადენის ტერიტირიის მიმდებარედ არსებულ 12 223 კვ.მ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში უპირატესი საინვესტიციო წინადადების/შემოთავაზების გათვალისწინებით გაიმარჯვა    შპს „სამშენებლო კომპანია აპექს დეველოპმენტმა“ -  დაკმაყოფილდა 93 პირი.

 

 

2)  დიდ  დიღომში, IV მიკრო რაიონში, კორპ. 12-ის მიმდებარედ არსებულ 2359 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში უპირატესი საინვესტიციო წინადადების/შემოთავაზების გათვალისწინებით გაიმარჯვა შპს „არქიმედჰაუსმა“ - დაკმაყოფილდა 13 პირი.

 

3)  დიდ დიღომში, IV მიკრო რაიონში, კორპ. 12-ის მიმდებარედ  არსებულ 11 774 კვ. მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში უპირატესი საინვესტიციო წინადადების/შემოთავაზების გათვალისწინებით გაიმარჯვა „ბი.დეველოპმენტმა“ - დაკმაყოფილდა 60 პირი.

 


4)  დავით აღმაშენებლი სხეივანი, მე-12 კმ-ის მიმდებარედ არსებულ 10 177 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში უპირატესი საინვესტიციო წინადადების შემოთავაზების გათვალისწინებით გაიმარჯვა შპს „ფ.ს.გ“-მ - დაკმაყოფილდა 65 პირი.

 

5)  დიდ დიღომში პეტრე იბერი სქუჩა, შესახვევი N13-ისმიმდებარედ არსებულ 16 885 კვ. მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვა  შპს „ენსიგრუპმა“- დაკმაყოფილდა 16 პირი (+64 „ზღვის უბნის დაზარალებული“).

6)  დიდი დიღომი IV მ/რ 29-ე კორპუსის მიმდებარედ არსებულ 8613 კვ. მ მიწის ნაკვეთზე  გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში უპირატესი საინვესტიციო წინადადების/შემოთავაზების გათვალისწინებით   გაიმარჯვა შპს „პერსპექტივამ“ - დაკმაყოფილდა 85 პირი.

 

7-8) დიდი დიღმის დასახლება, მიკრო/რაიონი III, კორპუსი N29-ის მიმდებარედ არსებულ 8692 კვ. მ. მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში უპირატესი საინვესტიციო წინადადების/შემოთავაზების გათვალისწინებით გაიმარჯვა შპს „პერსპექტივამ“  - დაკმაყოფილდა 98 პირი.

 

9) ზემო ფონიჭალა, კორპ 20-ის მიმდებარედ არსებულ 17 500 კვ. მ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში უპირატესი საინვესტიციო წინადადების/შემოთავაზების გათვალისწინებით გაიმარჯვა შპს „პერსპექტივამ“ - დაკმაყოფილდა 55 პირი.

 

10-11-12) სოფელ დიღომში,  5615კვ. მ არსებულ მიწის ნაკვეთებზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში უპირატესი საინვესტიციო წინადადების/შემოთავაზების გათვალისწინებით გაიმარჯვა შპს „საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფმა“  - დაკმაყოფილდა 58 პირი.

 

13) ვაკის რაიონი, ძოწის ქუჩა N2-N4-ის მიმდებარედ  არსებულ  28 273 კვ. მ მიწის ნაკვეთზეგამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში უპირატესი საინვესტიციო წინადადების/შემოთავაზების გათვალისწინებით  გაიმარჯვა შპს „ჰორვატსმა“ - დაკმაყოფილდა 160 პირი.

 

14-15) დიდი დიღომი, IV მიკრო რაიონი, სოც.საცხოვრისის მიმდებარედარსებულ 10 755 კვ. მ მიწის ნაკვეთებზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში უპირატესი საინვესტიციო წინადადების/შემოთავაზების გათვალისწინებითგაიმარჯვა  შპს „ენსი დეველოპმენტი“   

 

16) დიდი დიღომი, არსებულ 8618 კვ. მ მიწის ნაკვეთზე გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში უპირატესი საინვესტიციო წინადადების/შემოთავაზების გათვალისწინებით გიმარჯვა შპს „ენსი გრუპმა“ .

 

ბაჩო ადამია




500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს

500 რუსი მილიარდერი ქვეყნის სიმდიდრის 40%-სფლობს
access_time2021-06-12 20:00:05
...

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?

Newsweek: რაზე ისაუბრებენ 16 ივნისს ბაიდენი დაპუტინი?
access_time2021-06-12 20:47:32
...

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს

ლევან სილაგავა – სუბსიდირება ფქვილს გააიაფებს
access_time2021-06-12 19:55:08
მომავალი კვირის ოთხშაბათ-ხუთშაბათს გადაწყდება, გაგრძელდება თუ არა ფქვილის სუბსიდირების პროგრამა. „კომერსანტი“ სუბსიდირების პროგრამის და პურის ბაზარზე არსებული სიტუაციის შესაფასებლად ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელს ლევან სილაგავას დაუკავშირდა. სილაგავა ფიქრობს, რომ დღევანდელი ტენდენცია უფრო დამაიმედებელია და ამის პასუხი არის ის, რომ დღეს ერთი ტონა ხორბლის ფასი 280 $— დან...

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა

აპრილ-მაისში ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 222.8%-ით გაიზარდა
access_time2021-06-12 18:07:39
...

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა

ვახტანგ კალოიანი: ვერ მივაღწიეთ დოკუმენტის შექმნას, რომელიც კლინიკურ სექტორში არსებულ ვითარებას შეაფასებდა
access_time2021-06-12 12:00:02
„საქართველო სრულიად სხვა  ქვეყნების კეთილ ნებაზე და  საჩუქრებე დამოკიდებული გახდა, ხელისუფლებამ კი ვაქცინების  შეძენის  პროცესის  დაორგანიზება ვერ  შეძლო“ – ამის შესახებ „ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის“ დამფუძნებელმა, ვახტანგ კალოიანმა ქვეყანაში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის შფასებისას განაცხადა. მისივე თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანას ვაქცინები პრაქტიკულად არ აქვს. კალოიანმა აღნიშნა, რომ  მეოთხე...


მსგავსი სიახლეები

up