2016 წელს სესხების რაოდენობა 5,6 მლნ ერთეულით გაიზარდა - „მოსახლეობა კრედიტს ძირითადად მიმდინარე დეფიციტის დასაფარად იღებს"

2016 წელს სესხების რაოდენობა 5,6 მლნ ერთეულით გაიზარდა - „მოსახლეობა კრედიტს ძირითადად მიმდინარე დეფიციტის დასაფარად იღებს"

access_time2017-02-20 09:30:59

საქართველოში მოსახლეობა სულ უფრო მეტად ხდება სესხებზე დამოკიდებული. თუ ცივილურ ქვეყნებში კრედიტი კეთილდღეობის ასამაღლებლად გამოიყენება, ჩვენთან ხშირად სესხს მოსახლეობა ყოველთვიური ხარჯების გასასტუმრებლად იღებს. სპეციალისტები ამას საგანგაშოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ გაცემული სესხების რაოდენობის სწრაფი მატება ეკონომიკის დაბალი ზრდით არის განპირობებული. 

 

 

"კრედიტ-ინფოს" აღმასრულებელი დირექტორის, სანდრო გომიაშვილის ინფორმაციით, მათ ბაზაში საკრედიტო ჩანაწერების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. 2016 წლის იანვრისთვის ბაზაში 12 500 000 ჩანაწერი იყო, 2017 წლის იანვრისთვის კი ამ მაჩვენებელმა 18 156 000-მდე მოიმატა. რაც იმას ნიშნავს, რომ ერთი წლის განმავლობაში საფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემული სესხების რაოდენობა 5 656 000 ერთეულით გაიზარდა. გომიაშვილი განცხადებით, ეს არის რეკორდული მაჩვენებელი.

 

 

„გაცემული სესხების ასეთი მაღალი ზრდა პრაქტიკულად, არც ერთ წელს არ ყოფილა. 2016 წლის იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა დაახლოებით 4 მილიონი ერთეული იყო, 2017 წელს კი 5 655 000-ით გაიზარდა. მართალია, 18 მილიონში ზოგი სესხი უკვე დაფარულია, თუმცა ფაქტია, რომ ზრდა დიდია. ასეთი მატება კი ონლაინ საკრედიტო ორგანიზაციების გააქტიურებით და საბანკო სესხების გაცემის გამარტივებით არის განპირობებული", - განუცხადა „კომერსანტს" გომიაშვილმა.


 


მისივე განცხადებით, ამ ეტაპზე „კრედიტ-ინფოს" ბაზაში ჩანაწერი სულ 2 365 000 ფიზიკურ პირსა და 66 000 იურიდიულ პირზე არსებობს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ამა თუ იმ ტიპის საკრედიტო ვალდებულება სწორედ ამდენ ადამიანს გააჩნია. ბოლო აღწერით საქართველოში სულ 3 720 400 ადამიანი ცხოვრობს, შესაბამისად, გამოდის, რომ სესხით მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 63,5% სარგებლობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ 20 წლამდე ასაკის ადამიანებზე სესხს, პრაქტიკულად, არც ერთი საფინანსო სტრუქტურა არ გასცემს, 70 წლის ზემოთ მყოფები კი კრედიტს აღარ იღებენ, გამოვა, რომ აქტიური მოსახლეობის 97%-ს სესხი ამძიმებს. სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 20-დან 70 წლამდე ასაკის 2,428 მლნ ადამიანი ცხოვრობს.

 


პირველი საკრედიტო კავშირის ხელმძღვანელი გივი კორინთელი „კომერსანტთან" საუბრისას აცხადებს, რომ გაცემული სესხების ასეთი რეკორდული მატება განპირობებულია იმით, რომ ქვეყანაში ზოგადი ეკონომიკურ-სოციალური ფონი არის გაუარესებული. მისი განცხადებით, ზრდა შესაძლოა, კომერციული სტრუქტურები მიერ სესხების რესტრუქტურიზაციითაც იყოს განპირობებული.
„როცა მსესხებელს უჭირს კრედიტის გადახდა, ბანკი ცდილობს, რომ სესხის რესქტუქტურიზაცია მოახდინოს, ზრდა, შეიძლება ამანაც განაპირობა, რადგან „კრედიტ-ინფოში" ეს სესხი ახალ სესხად იწერება.

 


თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ამ გაცემული 5,6 მილიონი სესხიდან ნახევარზე მეტი შეიძლება იყოს ისეთი სესხი, რომელიც მოსახლეობის მიმდინარე საჭიროებებს ემსახურება და არა მათი კეთილდღეობის ზრდას. მთლიანად ეს სესხები იპოთეკაზე და განვადებაზე რომ მიდიოდეს, ვიტყოდით, რომ კარგია, რადგან მოსახლეობა იუმჯობესებს პირობებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ძირითადად ვფიქრობ, რომ ამ სესხებიდან დიდი ნაწილი მიდის მიმდინახრე ხარჯების ანაზღაურებაზე, ყოველდღიური საჭიროებების დაკმაყოფილებაზე, კომუნალური გადასახადის გადახდაზე და ა.შ. შესაბამისად, ეს ძალიან ცუდია. სესხს იღებენ მიმდინარე დეფიციტის დაფინანსებისთვის, რომელიც გამოწვეულია ლარის გაუფასურები და იმით, რომ ეკონომიკა ნელი ტემპით ვითარდება", - განუცხადა „კომერსანტს" კორინთელმა.

 

 

ავტორი: "კომერსანტი"



29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

29 ოქტომბერი - რეგიონში ქართული ლარი გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-10-29 18:05:03
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა. 2020 წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 11%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. ეროვნული ბანკის მიერ 29 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებით გამყარდა, რის შედეგადაც ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება...

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს

„სილქფესტი“ ორი დღით ულიმიტო პირობებს შეთავაზებს მომხმარებლებს
access_time2020-10-29 16:55:29
სილქნეტის მობილური ქსელის მომხმარებლები 30 და 31 ოქტომბერს „სილქფესტის“ აქციით შეძლებენ 30 დღით გაიაქტიურონ ულიმიტო პირობები სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებზე: კომბინაციით *019# მომხმარებელი ჩაირთავს ულიმიტო ინტერნეტს 19 ლარად, ხოლო კოდით *202# - ულიმიტო სასაუბრო* პირობას 10 ლარად გაიაქტიურებს. „სილქფესტით“ სარგებლობა შეეძლებათ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. ასევე, შეზღუდვის გარეშე ორივე პაკეტის გამოყენება. *უსასრულო...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-10-29 21:00:29
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.წლების შემდეგ ქართული ექსპორტი ისევ რუსეთზე დამოკიდებული ხდება - დინამიკა ციფრებში და პრობლემები, რაც შეიძლება მომავალშიც განმეორდეს რუსეთი საქართველოს ეკონომიკაზე გავლენას ზრდის. წლების შემდეგ რუსეთი ქართული პროდუქციის უმსხვილესი...

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი

რას გვპირდება მმართველი გუნდი - „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი
access_time2020-10-29 17:00:01
8 წლიანი მმართველობის დასასრულს „ქართული ოცნება“ მესამე ვადით ცდილობს ხელისუფლებაში დარჩენას. მთავარ ორიენტირად ისევ მემარცხენე მიმართულება რჩება. საარჩევნო პროგრამაში პირველივე გვერდზე ვკითხულობთ სიტყვებს „მზრუნველი ხელისუფლება.“ პროგრამის ეკონომიკურ ნაწილში აღნიშნულია, რომ ქართულმა ოცნებამ მმართველობის პირველივე წლებიდან „ეკონომიკის ხარისხობრივი განვითარებისთვის ფუნდამენტური...

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა

ქართულმა ავტომობილების რეექსპორტმა სომხური ბაზარი დაკარგა
access_time2020-10-29 14:00:38
სომხეთში ექსპორტი სექტემბერში შემცირებულია, წლიურად (Y.Y) 67%-ი (09/2020 მთლიანი ექსპორტი ზრდა 8.6%Y.Y). $16 მლნ -და (L/Y - $44.6 მლნ, 7.7) ადგილობრივმა ექსპორტმა - 8,5 მლნ. დოლარი შეადგინა. კლება რეექსპორტის ხარჯზეა. რაც მსუბუქი ავტომობილების შემცირებით აიხსნება, რაც ძირითადი საექსპორტო ჯგუფია. 2019 წლის სექტებერში სომხეთში საქართველოდან $31 მლნ -ის ავტომობილი გავიდა, 09/2020 - 0. საქტატში აღრიცხული არ არის და მსხვილი ექსპორტიორის კავკასიის...


მსგავსი სიახლეები

up