2016 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი 2 მილიარდი ლარით გაიზარდა

2016 წელს საქართველოს სახელმწიფო ვალი 2 მილიარდი ლარით გაიზარდა

access_time2017-01-16 10:00:26

2016 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო ვალი 15.2 მილიარდ ლარს შეადგენს, რაც 2016 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 46%-ია. 2015 წელს აღნიშნული მაჩვენებელი მშპ-ის 42% იყო, ხოლო 2012 წლის ბოლოს 32.5%.

 

სახელმწიფო ვალი საგარეო და საშინაო ვალისგან შედგება. 2015 წლის ბოლოს საგარეო სახელმწიფო ვალი 10.3 მილიარდი ლარი იყო, 2016 წლის ბოლოს კი 12 მილიარდი ლარი შეადგინა. 2016 წელს სახელმწიფო საგარეო ვალი დოლარებში 201 მილიონით გაიზარდა, თუმცა, ლარის გაუფასურების გამო, ლარებში გამოხატული საგარეო ვალი 1.6 მილიარდით გაიზარდა. ქვეყნის ეკონომიკის მიმართ ვალის ტვირთის მაჩვენებელს სწორედ ლარში გამოხატული საგარეო ვალი ასახავს და არა დოლარში.

 


საშინაო ვალი კი 2016 წელს 355 მილიონი ლარით გაიზარდა და 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა.

 

forbes.ge



საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა

საქართველოში კორონავირუსის მესამე შემთხვევა დადასტურდა
access_time2020-02-29 13:15:14
საქართველოში კორონავირუსით დაავადებული პაციენტების რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პრესკონფერენციაზე განაცხადა.   მისი თქმით, პაციენტი საქართველოს მოქალაქეა, რომელიც ირანში მოგზაურობდა და კონტაქტი აქვს პირველ დადასტურებულ შემთხვევასთან. სამივე პაციენტის კლინიკური მდოგმარეობა დამაკმაყოფილებელია.   მსოფლიო მასშტაბით, ვირუსი უკვე 54 ქვეყანაშია გავრცელებული, სადაც გარდაცვლილთა...

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური

ქვეყნის მასშტაბით 1 161 სკოლაში არ არიან მანდატურები, არც ვიდეოკამერები ან უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი სხვა პირები-აუდიტის სამსახური
access_time2020-02-29 15:00:11
აუდიტის სამსახურის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, სკოლებში პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით გამოვლინდა. კერძოდ, დაწესებულებების დიდი ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრებით, ნახევარში კი არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები. აუდიტის ანგარიშის მიხედვით, 2018 წლის მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით 1,277 მანდატური განაწილებულია 486 სკოლაში,...

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი

ლუდი “კორონა” VS კორონავირუსი
access_time2020-02-29 14:30:25
ლუდი “კორონა” არც ისე სახარბიელო მდგომარეობაშია. ამავე სახელწოდების ვირუსმა, რომელიც მსოფლიოში მძვინვარებს და საყოველთაო ისტერიის საგანია, ბრენდის მიმართ გაურკვევლობა გააჩინა. ჩვენ უკვე გიამბეთ, როგორ ეძებდნენ საძიებო სისტემებში “ლუდის ვირუსს” – რატომღაც, ბევრმა შეცდომით მიიჩნია, რომ კორონავირუსით დაავადების მიზეზები სწორედ ლუდშია. ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში, მდგომარეობა ბევრად შეიცვალა და გლობალური...

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...

სამუშაო პირობები ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალებისთვის - ცვლილებები კანონში

სამუშაო პირობები ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალებისთვის - ცვლილებები კანონში
access_time2020-02-29 13:45:48
დასაქმებული ყველა ღონეს უნდა ხმარობდეს,რომ მომავალი თაობა დაიბადოს ჯანმრთელი და მათ ჯანმრთელობას პრობლემები არ შეექმნას საფრთხის შემცველი სამუშაო გარემოს გამო,- ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ადვოკატის საათი მარიკა არევაძესთან ერთად“ შრომის ინსპექციის ინსპექტორების სამმართველოს უფროსმა მაია მიქაიამ და ადვოკატმა ანა ჯალაღონიამ ქალთა შრომითი უფლებების კუთხით დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრეს. მაია მიქაიას თქმით, ახალ კანონში საუბარია...


მსგავსი სიახლეები

up