2016 წელს, არჩევნებამდე, 70 ათას ადამიანს დაუნიშნეს სოციალური დახმარება, არჩევნების შემდეგ კი მოუხსნეს

2016 წელს, არჩევნებამდე, 70 ათას ადამიანს დაუნიშნეს სოციალური დახმარება, არჩევნების შემდეგ კი მოუხსნეს

access_time2020-02-12 12:30:36

სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იცვლება, როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. თუმცა საარჩევნო წლებს თუ განვიხილავთ, წინასაარჩევნო პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვის იზრდება, არჩევნების დასრულების შემდეგ კი მცირდება (როგორც მოქმედი, ასევე წინა ხელისუფლების პერიოდში). ჩვენ 2008-2019 წლების სტატისტიკური მონაცემები გავაანალიზეთ და გამონაკლისი მხოლოდ 2017 წელი აღმოჩნდა, თვითმმართველობის არჩევნების წინ დახმარების მიმღებთა რაოდენობა შემცირდა.


ირაკლი ყიფიანის განცხადების კონტექსტი, რომ წინასაარჩევნოდ ფულადი სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა იზრდება და არჩევნების შემდეგ მცირდება, სიმართლეს შეესაბამება. რაც შეეხება კონკრეტულ მაგალითს, რომელიც მან მოიყვანა, ბოლომდე ზუსტი არაა. 2016 წელს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების და მოქალაქეების რაოდენობა ,ოქტომბრის ჩათვლით, ყოველთვიურად იზრდებოდა. ამ პერიოდში სოციალური დახმარების მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 76 796-ით გაიზრდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნოემბრიდან, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება დაიწყო და ეს ტენდენცია 2017 წლის აპრილის ჩათვლით გაგრძელდა. დასახელებულ პერიოდში დახმარება 59 024 მოქალაქეს მოეხსნა/შეუჩერდა.


ანალიზი


ტოქშოუში „რეაქცია“ ეკონომისტმა,„ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ირაკლი ყიფიანმა განაცხადა: „ოცნებამ“ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 70 ათას ადამიანს დაუნიშნა სოციალური დახმარება, არჩევნების დამთავრების შემდეგ რამდენიმე თვის განმავლობაში დაახლოებით 70 ათასივე ადამიანს შეუწყვიტაა. ხელისუფლება ამ ადამიანებს იყენებს, რომ საარჩევნოდ ხმები იყიდოს“. ირაკლი ყიფიანის განცხადების სიზუსტეში ოპონენტებს ეჭვი შეეპარათ, რის შემდეგ ირაკლი ყიფიანმა პირდაპირი ეთერიდან „ფაქტ-მეტრს“ მიმართა და მისი განცხადების გადამოწმება სთხოვა.


ფულადი სოციალური დახმარების (საარსებო შემწეობის) მიმღებთა რაოდენობა მუდმივად იცვლება, როგორც ზრდისკენ, ასევე კლებისკენ. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახების გადამოწმება მუდმივად ხდება - ოჯახის შემოსავლების, გეოგრაფიული და დემოგრაფიული ცვლილებების გამო. ასევე 4 წელიწადში ერთხელ, სოციალურად დაუცველი ოჯახების გეგმიური შემოწმება ხორციელდება. საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის მნიშვნელოვან ცვლილებას სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ცვლილება იწვევს, რადგან ოჯახების ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმება ხდება. ამასთან, პროგრამას ახალი ბენეფიციარებიც ემატება, რაც ასევე იწვევს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ცვლილებას. სოციალურად დაუცველი სტატუსის მქონე ოჯახის გადამოწმების პროცესში დახმარების დროებით შეჩერება ხდება (რაც დაახლოებით ორთვიანი პერიოდია). თუ ოჯახს, გადამოწმების შედეგად, სოციალურად დაუცველის სტატუსი შეუნარჩუნდება, მას ფულადი დახმარება აღუდგება და ის პერიოდიც აუნაზღაურდება, როდესაც დახმარება შეჩერებული ჰქონდა.


„ფაქტ-მეტრი“ სოციალური დახმარების პროგრამის მიმდინარეობას დიდი ხანია აკვირდება. მიუხედავად იმისა, რომ სოციალურად დაუცველთა რაოდენობა მუდმივად იცვლება, წინასაარჩევნო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა იზრდება, არჩევნების დასრულების შემდეგ კი მცირდება. აღნიშნული აჩენს ლოგიკურ ეჭვს, რომ ხელისუფლებისთვის (როგორც მოქმედი, ასევე წინა ხელისუფლებისთვის), წინასაარჩევნო პერიოდში, სოციალური დახმარების პროგრამა მნიშვნელოვანი ბერკეტია.



სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური მონაცემებით, 2016 წელს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების და მოქალაქეების რაოდენობა, ოქტომბრის ჩათვლით, ყოველთვიურად იზრდებოდა. 2016 წლის იანვარში საარსებო შემწეობას იღებდა 129 579 ოჯახი, ოქტომბერში კი- 146 690 ოჯახი. ამ პერიოდში სოციალური დახმარების მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 76 796-ით გაიზარდა. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ნოემბრიდან, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის შემცირება დაიწყო და ეს ტენდენცია 2017 წლის აპრილის ჩათვლით გაგრძელდა. ამ პერიოდში დახმარება 59 024 მოქალაქეს (24 114 ოჯახს) მოეხსნა/შეუჩერდა.



„ფაქტ-მეტრის ერთ-ერთ სტატიაში, 2008-2016 წლებში, ყველა საარჩევნო წელია მიმოხილული, სადაც ნათლად ჩანს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვის იზრდებოდა.


ამ მხრივ, გამონაკლისი 2017 წელი აღმოჩნდა. თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, მაისიდან, სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობის ზრდა დაიწყო და აგვისტოს ჩათვლით ყოველთვიურად იზრდებოდა. ანუ, სახეზე იყო ის ტენდენცია, რაც ყველა საარჩევნო წელს ხდებოდა. თუმცა, წინასაარჩევნო თვეს (სექტემბერში) და არჩევნების თვეს (ოქტომბერში), საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა შემცირდა. 


აღსანიშნავია, რომ გამონაკლისი არც 2018 წელი (საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდი) ყოფილა. წინა წლების მსგავსად, წინასაარჩევნო პერიოდში, საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობა გაიზარდა. სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, 2018 წელს დახმარების მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად მცირდებოდა, სექტემბრიდან კი სოციალური დახმარების პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა. ზრდის ტენდენცია 2019 წლის მაისის ჩათვლით გაგრძელდა, ივლისიდან კი პროგრამის ბენეფიციართა რაოდენობა შემცირდა. შეგახსენებთ, რომ 2019 წლის მაისში პარლამენტის შუალედური არჩევნები ჩატარდა. ანუ არც 2019 წელი იყო გამონაკლისი.


სოციალური მომსახურების სააგენტოში„ფაქტ-მეტრისთვის არაერთხელ უთქვამთ, რომ სააგენტოს საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობის ხელოვნურად გაზრდის ან მისი შემცირების არავითარი სუბიექტური მექანიზმი და ბერკეტი არ გააჩნია.


თუმცა ჩვენი მოსაზრებით, შესაძლებელია, იმ მექანიზმების დროებით შეჩერება, რომელმაც შეიძლება სოციალურად დაუცველთა რაოდენობა შეამციროს. მაგალითად, ოჯახები, რომელთაც გეგმიური ან/და ახალი მეთოდოლოგიით გადამოწმება უწევთ, წინასაარჩევნო პერიოდში არ გადამოწმდეს. იმ ოჯახებს კი, რომელთაც დროებით ჰქონდათ დახმარება შეჩერებული, წინასაარჩევნო პერიოდში აღუდგეთ. ასევე ახალი განაცხადები გადამოწმდეს და პროგრამას ახალი ბენეფიციარები დაემატოს. შედეგად, დახმარების მიმღებთა რაოდენობა გაიზრდება, რაც მეტ კმაყოფილ მოქალაქეს ნიშნავს. ისინი კი ხელისუფლების პოტენციურ ამომრჩევლად შეიძლება განვიხილოთ.


წყარო: factcheck.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up