2016 წელი CNBC-ის ობიექტივში - "რთული წელი"

2016 წელი CNBC-ის ობიექტივში - "რთული წელი"

access_time2017-01-02 20:00:29

არჩევნები, რეფერენდუმი, ტერორიზმი - 2016 რთული წელი იყო. ბიზნეს გამოცემა CNBC-იმ წლის ყველაზე ამაღელვებელ ფოტოებსა და მოვლენებს თვალი გადაავლო.

 

 

1. ფოტოზე, რომელსაც ახლა უყურებთ, სამაშველო ჟილეტები და ნავებია გამოსახული, რომლითაც დევნილები თურქეთიდან ლესბოსის კუნძულზე გადავიდნენ.

 

 


2. იანვარში მექსიკაში მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ნარკობარონი ხოაკინ გუზმან ლოერა, იგივე ელ ჩაპო, დააკავეს. იგი 2015 წლის ივლისიდან ძებნილად ითვლებოდა - ელ ჩაპომ მექსიკის უმკაცრესი ციხიდან გაქცევა 1.7 კმ-ის სიგრძის გვირაბის გათხრის შედეგად მოახერხა.

 

 

3. 2016 წელს მიგრანტებისა და დევნილების წელი შეგვიძლია ვუწოდოთ. გაეროს ინფორმაციით, ევროპაში 2016 წელს ზღვით 350,000 ადამიანი გადავიდა. 4800 ადამიანი დაკარგულადაა გამოცხადებული.

 

 

4. მარტში ბრიუსელში ტერორისტული თავდასხმა განხორციელდა, რამაც 32 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. თავდასხმაზე, რომელიც ბრიუსელის აეროპორტსა და მეტრო სადგურზე განხორციელდა, პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო.

 

 

5. 21 აპრილს ცნობილი მულტი-ინსტრუმენტალისტი, მომღერალი და კომპოზიტორი პრინცი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. პრინცი 57 წლის იყო. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს არაერთი ცნობილი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის არიან მომღერლები, დევიდ ბოუი, ლეონარდ კოენი და ჯორჯ მაიკლი, მწერალი ჰარპერ ლი და ბოქსიორი მუჰამედ ალი.

 


6. წლის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სპორტული მოვლენა - პატარა ინგლისური კლუბი "ლესტერი", რომელსაც სეზონის დასაწყისში ინგლისის საფეხბურთო ლიგის გამარჯვების კანდიდატად დედამიწაზე აბსოლუტურად არცერთი ადამიანი არ მიიჩნევდა, მოულოდნელად "პრემიერ ლიგის" გამარჯვებული გახდა. იტალიელი თავკაცის, კლაუდიო რანიერის მიერ გაწვრთნილმა ლესტერმა ისეთი კონკურენტები ჩამოიტოვა, როგორებიც არსენალი, ტოტენჰემი, მანჩესტერ სიტი და სხვები არიან.

 


7. ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების გადაწყვეტილება 2016 წელს ერთ-ერთი ყველაზე მოულოდნელი და შოკის მომტანი სიახლე იყო. ფოტოზე გახარებულ ნაიჯელ ფარაჯს ხედავთ, რომელიც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლას უჭერდა მხარს. რეფერენდუმის შედეგების გამოცხადებისთანავე ფარაჯმა კამპანიის მსვლელობის დროს გაცემული დაპირებები უარყო და მალევე პოლიტიკიდან წავიდა. ფარაჯის სიტყვებით, მან თავის პოლიტიკურ მიზანს მიაღწია.


8. ბასტილიის აღებისა და საფრანგეთის დამოუკიდებლობის დღეს, 14 ივლისს, სატვირთო ავტომობილი ხალხმრავალ ადგილას შევარდა და 86 ადამიანი იმსხვერპლა. ტერორისტული აქტი მხოლოდ მაშინ შეწყდა, როდესაც საფრანგეთის პოლიციამ თავდამსხმელის ლიკვიდირება მოახდინა.

 


9. სირიის სამოქალაქო ომი უკვე 5 წელია გრძელდება. ბავშვი, რომლის ფოტოსაც ახლა უყურებთ, მთელი ომის სისასტიკის სიმბოლოს წარმოადგენს, რომელმაც ათასობით უდანაშაულო ბავშვის სიცოცხლე შეიწირა.

 

 

10. 2016 წლის 9 სექტემბერს ჩრდ. კორეამ ბირთვული იარაღის წარმატებით გამოცდასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა.

 

 

11. 8 ნოემბერს დონალდ ტრამპმა თავისი უშუალო კონკურენტის, ჰილარი კლინტონის დამარცხება მოახერხა. ტრამპმა გამარჯვების მოპოვება ისეთ საკვანძო შტატებში შეძლო, როგორებიც ფლორიდა, პენსილვანია, ოჰაიო და ჩრდ. კაროლინაა.

 

 

12. 19 დეკემბერს ბერლინის ცენტრში სატვირთო ავტომობილი შევარდა, რამაც 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერლა, სხვადასხვა სახის დაზიანება კი ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო. ამავე დღეს რუსეთის ელჩი სიტყვით გამოსვლისას მოკლეს.

 



ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი

ახალი თეატრალური დროის თავისებურებანი
access_time2020-05-31 15:00:00
ბოლო თვეების განმავლობაში დაგუბებულმა თეატრალურმა ენერგიამ, ჩანს,  მაინც თავისი გაიტანა და სცენურ სიგიჟეებთან მუდმივად დაახლოებულ და კორონაშეუგუებელ არტისტებს, რეჟისორებს, დირექტორებს, სცენოგრაფებს, მუსიკოსებს, მენეჯერებსა და სხვებსაც უფრო თამამი არტ მოქმედებისკენ უბიძგა. დღეს ბევრი ევროპული თეატრი თუ საკონცერტო დარბაზი ცდილობს, დროს დაეწიოს...

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა

Liberation: მსოფლიო შიმშილის პანდემიის ზღვარზეა
access_time2020-05-31 14:00:14
მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში, ლათინურ ამერიკაში, ინდოეთში, პაკისტანში, აფრიკაში, ევროპაში  - ღარიბი ადამიანები, რომლებიც პანდემიის გამო კიდევ უფრო ღარიბები გახდნენ, კარანტინს, იზოლაციას, და ეკონომიკის გაჩერებას სულ უფრო აქტიურად აპროტესტებენ. მთელს მსოფლიოში სასურსათო დახმარებაზე მომუშავე ორგანიზაციები ღარიბთა მხრიდან უფასო კვებაზე მოთხოვნის ზრდაზე საუბრობდნენ. მდიდარ საფრენგეთში კი, უფასო სასადილოებში ღარიბების და...

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება

„ვაშინგტონ პოსტი“ - შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება
access_time2020-05-31 12:30:54
შავ ზღვაზე საქართველო პანდემიისგან საკურორტო თავშესაფრად სახელდება – ამ სათაურით სტატიას გამოცემა...

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა

„სფეის იქსის“ რაკეტა, რომელსაც ასტრონავტები კოსმოსურ სადგურზე მიჰყავს, წარმატებით გაეშვა
access_time2020-05-30 23:58:40
სფეის იქსის“ რაკეტა „ფალკონ...

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს

ევროპის ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებების რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს
access_time2020-05-31 10:00:08
ევროპის 20 ყველაზე უსაფრთხო სამოგზაურო მიმართულებაზე European Best Destinations-ის მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგში თბილისი პირველ ადგილს იკავებს. „კოვიდ 19“-ის თვალსაზრისით, ყველაზე უსაფრთხო მიმართულებად ევროპაში სწორედ თბილისი...


მსგავსი სიახლეები

up