2016-2020 წლებში საქართველოდან ინდოეთში ექსპორტი 8-ჯერ შემცირდა - როგორ ემზადება ქვეყანა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებისთვის

2016-2020 წლებში საქართველოდან ინდოეთში ექსპორტი 8-ჯერ შემცირდა - როგორ ემზადება ქვეყანა თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებისთვის

access_time2021-02-09 17:00:56

საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, ან სხვა მგავსი შეთანხმება, უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, EFTA-სთან (შვეიცარია, ლუქსემბურგი, ისლანდია, ლიხტენშტეინი), ჩინეთთან, ჰონგ-კონგთან, თურქეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან. წლებია გრძელდება მოლაპარაკება შეერთებულ შტატებთან, განიხილება ინდოეთის ვარიანტიც.


როგორც ჩინეთთან, ასევე ინდოეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წელს დამყარდა, თუმცა ინდოეთის საელჩო საქართველოში ამ დრომდე არ არსებობს და ინდოეთში გამგზავების მსურველებს ვიზის აღება ერევანში მდებარე საელჩოდან უწევთ. თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე და საელჩოს გახნაზე პრემიერმა გიორგი გახარიამ და ინდოეთის ელჩმა კაშან დელ დიუალნმა ბოლოს რამდენიმე დღის წინ ისაუბრეს.

 

ეკონომიკის სამინისტროში განმარტავენ, რომ ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით მოლაპარაკების პირველი რაუნდი უახლოეს პერიოდში გაიმართება.

 

მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტით ინდოეთი პლანეტის სიდიდით მესამე ეკონიმიკაა და $9.56 ტრლნ-ით მსოფლიოში 7%-იანი წილი უკავია. ნომინალურადაც ბრიტანეთს გაასწრო და $2.87 ტრლნ-ით მეხუთე ადგილი დაიკავა. ამ შემთხვევაში მისი წილი 3.3%-ს შეადგენს. მსოფლიო საშუალოზე 2-ჯერ, 2.5-ჯერ უფრო მაღალი ზრდა უახლოეს წლებში მის წონას კიდევ უფრო გაზრდის და პლანეტის უფრო დიდ მოთამაშედ აქცევს.

 

„კომერსანტი“ დაინტერესდა, ამ ყველაფრის ფონზე როგორია საქართველო-ინდოეთს შორის საგარეო ვაჭრობა. ჩინეთისგან განსხვავებით საქართველო-ინდოეთის ეკონომიკური ურთიერთობები მწირია და უფრო მეტიც მცირდება კიდეც. თუ 2016-2020 წლებში ჩინეთში ექსპორტი 2.7-ჯერ გაიზარდა, იმავე პერიოდში ინდოეთში 8-ჯერ შემცირდა. 2020 წელს ინდოეთში ექსპორტმა $2.8 მლნ-საც ვერ მიაღწია, რაც თავის მხრივ კოლუმბიაში, მაროკოსოა და ტანზანიაში განხორციელებულ ექსპორტის მოცულობასაც კი ჩამორჩა.

 

2001-2020 წლებში საქართველომ ექსპორტზე სულ $37 მლრდ-ის პროდუქცია გაიტანა. პირველ ოთხ ადგილს მიმდევრობით: აზერბაიჯანი, თურქეთი, რუსეთი და სომხეთი ინაწილებენ. მათზე ჯამურად მთელი ექსპორტის 41.9% მოდის. მეხუთე ადგილზე ბულგარეთია, მეექვსეზე უკრაინა, მეშვიდეზე აშშ, ხოლო ჩინეთი მერვეზე, სადაც ბოლო 20 წელიწადში $1.652 მლრდ-ის ექსპორტი განხორციელდა, მთელი ექსპორტის 4.5%, თუმცა თუ მხოლოდ ბოლო 5 წელს დავითვლით, $1.275 მლრდ-ით ჩინეთის წილი 8.29%-მდე იზრდება, 2020 წელს კი 14.3%-ით პირველ ადგილზეა.



სიტუაცია აბსოლუტურად განსხვავებულია ინდოეთთან მიმართებაში, სადაც 2001-2020 წლებში მხოლოდ $174 მლნ-ის ექსპორტი განხორციელდა და 29-ე ადგილზე გავიდა. ოცწლიან ჭრილში ინდოეთს თურქმენეთი, უზბეკეთი, ერაყი და ყირგიზეთი უსწრებს. 2020 წელს მდგომარეობა გაუარესდა. ინდოეთი ტუნისს და ჩადის ჩამორჩა. მისი ადგილი პირველ 50 სახელმწიფოშიც კი ვერ მოიძებნა.


2001-2020 წლებში ჩინეთში ინდოეთთან შედარებით 9.46-ჯერ მეტი ექსპორტი გავიდა. 2016-2020 წლებში - 29-ჯერ მეტი და 2020 წელს 173-ჯერ მეტი.


საუკუნის დასაწყისში, როდესაც ორივე სახელმწიფოსთან ექსპორტი მიზერული იყო, ინდოეთი უსწრებდა კიდეც ჩინეთს, კერძოდ 2001-2009 წლებში ჩინეთში $46 მლნ-ის ექსპორტი განხორციელდა, ინდოეთში - $52 მლნ-ს.

პირველი ნახტომისებური ზრდა 2010 წელს მოხდა, როდესაც ექსპორტი ჩინეთში 6 მლნ-დან 27 მლნ დოლარამდე გაიზარდა, შემდეგ 2014 წელს, $34 მლნ-დან $90 მლნ-მდე, ბოლოს კი 2020 წელს $223 მლნ-დან $476 მლნ-მდე. ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება 2018 წლის იანვრიდან გაფორმდა, რამაც ქვეყანას დამატებითი შესაძლებლობები მისცა. 2020 წელს ზრდის მთავარი მიზეზი ძირითადად სომხური წარმოშობის სპილენძის მადნების რეექსპორტი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ 2017 წელს ჩინეთში ექსპორტი $200 მლნ-ს აჭარბებდა.


სიტუაცია მსგავსია იმპორტის მიმართულებითაც. 2001-2020 წლებში ჩინეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობამ $7.986 მლრდ-ს მიაღწია, ინდოეთიდან კი 11.3-ჯერ ნაკლებს - $706 მლნს.

თანაფარდობა დაახლოებით იგივეა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიმართულებითაც. 2001-2019 წლებში ჩინეთიდან საქართველოში $687 მლნ-ის ინვესტიცია განხორციელდა, ინდოეთიდან 10.9-ჯერ ნაკლები - $63 მლნ.


ერთადერთი რაშიც საქართველოში ინდოეთი ჩინეთს უსწრებს ეს ვიზიტორების რაოდენობაა, 2019 წელს საქართველოს საზღვარი ინდოეთის 54 ათასმა და ჩინეთის 48 ათასმა მოქალაქემ გადმოკვეთა.


PPP დათვლებით ჩინეთის ეკონომიკა ინდოეთისას 2.46-ჯერ, ნომინალურად კი 5-ჯერ უსწრებს. საქართველოსთან დამყარებულ ეკონომიკურ ურთიერთობებში კი სხვაობა ბევრად მეტია.


ეკონომიკური ზრდის ამჟამინდელი ტემპით შენარჩუნების შემთხვევაში, არ იგულისხმება 2020-ის ვარდნა, 2030 წელს ჩინეთი აშშ-ს ნომინალურადაც გაუსწრებს და პირველ ადგილს დაიკავებს, ინდოეთი გერმანიასა და იაპონიას მოიტოვებს უკან. PPP დათვლით კი შეიძლება შეერთებულ შტატებსაც გაასწროს. ნებისმიერ შემთხვევაში ეკონომიკური ურთიერთობების გასღმავებლად, პოტენციალი ძალიან დიდია.


გიორგი ელიზბარაშვილი


თეგები:
ინდოეთი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up