2015 წლის საუკეთესო ავიაკომპანიების ტოპ 20–ეული

2015 წლის საუკეთესო ავიაკომპანიების ტოპ 20–ეული

access_time2016-02-11 17:00:49

საიტმა Skytrax, რომელიც მკითხველს სთავაზობს ინფორმაციას ფრენების შესახებ, 2015 წლის საუკეთესო ავიაკომპანიების რეიტინგი წარმოადგინა, რომელიც კლიენტთა შეფასებებს ეყრდნობა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 18,9 მილიონმა მოგზაურმა 105 ქვეყნიდან. კვლევამ მოიცვა 245 ავიაკომპანია, რომლებიც 41 პარამეტრით შეფასდა – დაშვების პროცესიდან დაწყებული, სავარძლების კომფორტითა და ბორტზე მომსახურების ხარისხით დამთავრებული.


შედეგად, საუკეთესო ავიაკომპანიად Qatar Airways–ი დასახელდა, რომელიც სიის ლიდერი უკვე მესამედ გახდა. ავიაკომპანია ემსახურება 125–ზე მეტ მიმართულებას მთელ მსოფლიოში და 50 ახალი მიმართულების დამატებასაც გეგმავს.

 

მეორეა Singapore Airlines, რომელიც მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო აეროპორტიდან, Changi –დან დაფრინავს. 


მესამეა Cathay Pacific Airways–ი, ჰონგკონგური ავიაკომპანია, რომელსაც მოსდევს შემდეგი ავიაკომპანიები: 

Turkish Airline

Emirates

Etihad Airways


All Nippon Airways (ANA)

Garuda Indonesia

EVA Air

Qantas

Asiana

Lufthansa

 Austrian Airlines

Swiss International Airlines

Air France

Virgin Australia

Air New Zealand

Dragonair

Thai Airways

British Airways.



ბუნებრივი აირის გაძვირება პროდუქციის ფასზე აისახება - კულა

ბუნებრივი აირის გაძვირება პროდუქციის ფასზე აისახება - კულა
access_time2020-12-04 14:40:18
საკონსერვო კომპანია „კულას“ დირექტორი ვანო გოგლიძე  კომერციული ორგანიზაციებისთვის ბუნებრივი გაზის ფასის მატებას უარყოფითად აფასებს.   „იმის მიუხედავად, რომ ჩვენი წარმოება ნაწილობრივ ელექტოენერგიაზეა დამოკიდებული, გაზის ტარიფის მატება პროდუქციის ფასზეც აისახება,“ – აღნიშნავს ვანო გოგლიძე და ამ ეტაპზე, დამატებით დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს.   შეგახსენებთ, რომ 2021 წლის 3 იანვრიდან კომპანიის არასაყოფაცხოვრებო მომხმარებლისათვის მისაწოდებელი...

ბექა ფერაძე: 6 ათასამდე ობიექტს საქმიანობა იძულებით შეაჩერებინეს

ბექა ფერაძე: 6 ათასამდე ობიექტს საქმიანობა იძულებით შეაჩერებინეს
access_time2020-12-04 13:10:14
საქართველოს მასშტაბით კორონავირუსის ეპიდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გამო 5 792 ობიექტს საქმიანობა იძულებით შეაჩერებინეს. ინფორმაცია მედიას შრომის ინსპექციის ხელმძღვანელმა, ბექა ფერაძემ გააცნო.   მისივე ინფორმაციით, 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით სულ შემოწმდა 22 532 ობიექტი, მათგან 16 733 გააფრთხილეს, 7 კი დააჯარიმეს.   მთავრობის გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან საქართველოში აკრძალულია კომერციული საქმიანობის არაერთი ფორმა. მათ შორის, მოლების...

ამ წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 1,2%-ით გაიზარდა

ამ წლის 11 თვის განმავლობაში საქართველოში  ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი 1,2%-ით გაიზარდა
access_time2020-12-04 12:00:05
ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:   2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1004,8 ათასი ტონა, რაც 12,3 ათასი ტონით ანუ 1,2%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (992,5 ათასი ტონა) შედარებით.     მათ შორის, 2020 წლის იანვარ-ნოემბრის თვეებში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 493,7 ათასი ტონა (კლება გასული წლის...

ბოლო 5 წელიწადში ცხოვრება 22%-ით გაძვირდა - ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს სცილდება

ბოლო 5 წელიწადში ცხოვრება 22%-ით გაძვირდა - ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს სცილდება
access_time2020-12-04 13:45:23
წლიური ინფლაციის განაკვეთი ნოემბერში აპრილის პიკური 6.9%-იანი დონიდან 3.8%-მდე შემცირდა. კლების მიუხედავად, ის კვლავ აცდენილია ეროვნული ბანკის მიერ განსაზღვრულ 3%-იან მაჩვენებელს. 2020 გამონაკლისი არ არის, 2015 წლის შემდეგ ეს უკვე მესამე წელია, როდესაც ინფლაციის განაკვეთი 3%-ს აჭარბებს. ჰიპერინფლაციისა და კუპონიზაციის შემდგომ პერიოდშიც კი ინფლაცია...

Mastercard და Wolt მომხმარებელს უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს

Mastercard და Wolt მომხმარებელს უფასო მიტანის სერვისს სთავაზობს
access_time2020-12-04 10:55:48
Mastercard და Wolt ხშირად ერთიანდებიან მომხმარებლებისთვის მეტი კომფორტის შესაქმნელად, ეს კოლაბორაციები კი განსაკუთრებით ფასეულია მაშინ, როდესაც სარესტორნო ბიზნესს, ისევე როგორც მოსახლეობას, მხარდაჭერა სჭირდება.   1 დეკემბრიდან, Wolt-ის ყველა მომხმარებელი, რომელიც Mastercard-ის ბარათით გადაიხდის შეკვეთის საფასურს, ავტომატურად ისარგებლებს უფასო მიტანის აქციით - მიტანის საფასური მომხმარებლებს Wolt-ის ანგარიშზე დაუბრუნდებათ. შეთავაზება აქტიურია ნებისმიერი ობიექტიდან...


მსგავსი სიახლეები

up