2015 წლის მსოფლიოს წლის მეწარმე, მილიარდერი მოედ ალტრადი საქართველოს ეწვევა

2015 წლის მსოფლიოს წლის მეწარმე, მილიარდერი მოედ ალტრადი საქართველოს ეწვევა

access_time2016-03-17 10:37:11

17-18 მარტს თბილისს, ყოველწლიური კონკურსის ,,მსოფლიოს წლის მეწარმე“ 2015 წლის გამარჯვებული ბიზნესმენი, მწერალი და ფრანგული ელიტური სარაგბო კლუბის პრეზიდენტი მოედ ალტრადი ეწვევა. სირიული წარმოშობის ფრანგი მილიარდერი საქართველოში  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ,,მეწარმეობის განვითარების სააგენტოსა“ და EY საქართველოს მოწვევით ჩამოდის.

მოედ ალტრადი საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატის გაცნობის მიზნით მთავრობისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდება. 


სხვადასხვა კომპანიების შესყიდვისა და წარმოების ზრდის საშუალებით მოედ ალტრადმა საკუთარი ბიზნესი მთელ იმპერიად აქცია. გასულ წელს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში „ალტრად ჯგუფის“ შვილობილ კომპანიებში 17, 000 ადამიანი იყო დასაქმებული. კომპანიის წლიურმა ბრუნვამ დაახლოებით 1,6 მილიარდი ევრო შეადგინა. 


,,ბედუინი, რომელიც ბიზნესმენად იქცა“- ასე ახასიათებს მსოფლიო პრესა სირიის უდაბნოში დაბადებულ ფრანგ მოედ ალტრაიდს, რომელსაც საკმაოდ საინტერესო ბიოგრაფია აქვს. საკუთარი ცხოვრების შესახებ მილიარდერი ავტობიოგრაფიულ რომანში ,,ბადავი“ ყვება, რომლის პრეზენტაციასაც მოედ ალტრადი  ხვალ,  19:00 საათზე თავისუფალ უნივერსიტეტში სტუდენტებისთვის გამართავს. „ბადავი“ (ბედუინი) ასახავს ისტორიას, თუ როგორ მოახერხა სიღატაკეში დაბადებულმა ბედუინმა მიეღო განათლება, მიეღწია წარმატებისათვის და საბოლოოდ მილიარდერად ქცეულიყო. დღეს ,,ბადავი“ საფრანგეთის სკოლებში მოსწავლეებში  მეწარმეობის სულისკვეთების გაზრდის მიზნით ისწავლება. წიგნი ქართულ ენაზე უკვე ითარგმნა და მალე გამოიცემა.



მწერლობის პარალელურად, 68 წლის მილიარდერი მოედ ალტრადი რაგბის დიდი ქომაგია. სწორედ ამიტომ მას სპორტულ სამყაროში ,,რაგბის ბედუინსაც“ უწოდებენ. 


მისი ვიზიტი საქართველოში, ასევე მნიშვნელოვანია  ქართული რაგბის განვითარების მიმართულებითაც.  მილიარდერი ბიზნესმენი თავად ფლობს ფრანგული რაგბის ელიტარულ გუნდს „მონპელიე“ და, ამავე დროს, მისი პრეზიდენტიც არის. თბილისში ვიზიტისას გააფორმებს ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს, როგორც საქართველოს რაგბის კავშირთან, ისე ქუთაისის რაგბის კლუბთან „აია“. 


მემორანდუმის ფარგლებში მოხდება რაგბის აკადემიისა და ქუთაისის კლუბის „აიას“ განვითარება შემდეგი ძირითადი მიმართულებებით: რაგბის მწვრთნელებისა და მენეჯერების გადამზადება, ახალგაზრდა მოთამაშეების ურთიერთგაცვლა, სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიაში ე.წ სპარინგ მატჩების ორგანიზება, საფრანგეთიდან მოწვეული სპეციალისტების მიერ საგანმანათლებლო სახის სემინარები რაგბის მოთამაშეების ცოდნის ამაღლების კუთხით, ტექნიკური დახმარება ფიტნესისა და კვების თანამედროვე ტენდენციებთან დაკავშირებით, აგრეთვე სხვა საგანმანათლებლო პროგრამების კუთხით, რაც ხელს შეუწყობს  რაგბის მოთამაშეებსა და ზოგადად, მოცემული სპორტის განვითარებას.


ხვალვე დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან. ვიზიტის ფარგლებში ბიზნესმენი მოინახულებს მცხეთას და ღირშესანიშნაობებს დაათვალიერებს.



დღის TOP 10 საინტერესო ამბავი

დღის TOP 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-09-23 21:00:22
დღის TOP 10 საინტერესო ამბავი:   1. ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს.     2. მუნიციპალიტეტების შავი ხვრელი - რატომ...

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა

ლარი დოლართან მიმართებით გაუფასურდა, ევროსთან კი გამყარდა
access_time2021-09-23 18:00:28
23 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 0.24 თეთრით 3.1179-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე დღის ბოლოს კურსმა 3.1100 შეადგინა. საერთაშორისო ვალუტებიდან ლარი ევროსთან 0.19 თეთრით 3.6532-მდე გამყარდა, ხოლო ბრიტანულ ფუნტთან 1.36 თეთრით 4.2650-მდე გაუფასურდა. თურქულ ლირასთან ლარი 0.01 თეთრით 0.3601-მდე, ხოლო აზერბაიჯანულ მანათთან 0.31 თეთრით 1.8322-მდე გამყარდა. 100 რუსულ რუბლთან კი 0.58 თეთრით 4.2872-მდე, ხოლო 1000 სომხურ დრამთან 3.35 თეთრით...

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები

ბათუმში კუნძულის აშენებას „ამბასადორი“ აპირებს – ახალი მონაცემები
access_time2021-09-23 17:20:01
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის მიერ დაანონსებული კუნძულის მშენებლობას ბათუმში შპს „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გეგმავს. ეს ინფორმაცია „ბათუმელებმა“ ინფორმირებულ პირებთან კომუნიკაციისა და საჯარო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით დაადასტურა. ინვესტორი ელგუჯა ქებურიასთან ერთად ბიზნესმენი ფრიდონ ქათამაძეა, თუმცა მისი წილი კომპანიაში ბევრად მცირე – 18 პროცენტია. ამ პროექტისთვის შპს „ამბასადორ ბათუმი აილენდი“ 2021 წლის ივნისში დააფუძნა ოფშორში,...

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება

BAG ინდექსი: კომპანიების საინვესტიციო გეგმები პანდემიამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება
access_time2021-09-23 14:30:32
BAG ინდექსის ფარგლებში, საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, წევრებისა და მათი შვილობილი კომპანიების ინვესტიციების ცვლილების ტენდენციასაც აკვირდება. ცხადია, 2020 წელს, მკვეთრად შემცირებული შიდა თუ საგარეო მოთხოვნის, ლოგისტიკური სირთულეებისა და სხვა დაბრკოლებების გათვალისწინებით, კომპანიებმა თავიანთი საინვესტიციო გეგმები მნიშვნელოვნად დააკორექტირეს. მიმდინარე წელს კი, პანდემიის მიუხედავად, ინვესტიციების ზრდის ტემპი კოვიდამდე არსებულ მდგომარეობას უბრუნდება. ცნობისათვის, 2019 წელს ჯამური ინვესტიციები...

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია

ვლადიმერ პაპავა: საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია
access_time2021-09-23 14:55:34
ეკონომიკის ექსპერტმა ვლადიმერ პაპავამ სარეკლამო ბიზნესზე ზეწოლის შესახებ „პრაიმტაიმის“ პრეს–კლუბში განცხადება გააკეთა. მისი თქმით, იმაზე საუბარი, რომ „ვისოლში“ საწვავი არ ჩავასხათ, კონკრეტულ ქსელში საკვები არ ვიყიდოთ, ბიზნესზე ტერორია. „ქვეყანაში დღეს წინასაარჩევნო პერიოდია. დაძაბული სიტუაციაა. პოლიტიკურად ცხელი შემოდგომაა. ამ პირობებში არის ხშირი ურთიერთბრალდება. ამაში, სამწუხაროდ, ყვება ბიზნესი. ნუ გვავიწყდება, რომ ცხოვრება არჩევნების შემდეგაც გრძელდება და ეს...


მსგავსი სიახლეები

up