2015 წლის ბიზნესპროექტი, ბიზნეს–სკანდალი, ბიზნესგარიგება – „კომერსანტის“ არჩევანი

2015 წლის ბიზნესპროექტი, ბიზნეს–სკანდალი, ბიზნესგარიგება – „კომერსანტის“ არჩევანი

person access_time2016-01-04 18:40:30

„კომერსანტის“ ჟურნალისტებმა 2015 წლის ბიზნეს–ნომინაციებში გამარჯვებულები დაასახელეს. 



 წლის ბიზნესპროექტი – ჩინური ჰუალინგ ჯგუფის პროექტები


სულ წარმოდგენილი იყო 8 პროექტი: 


აქსის თაუერსის მშენებლობის დაწყება;


თბილისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში დატა ცენტრის გახსნა;


სავაჭრო ცენტრს ისთ ფოინტის გახსნა;


ბაზარზე ახალი სასტუმრო ბრენდების შემოსვლა (ჰაიათი, ქროუნ პლაზა, რიქსოსი, მარიოტი, ლე მერიდიანი, ბათუმში „ჰილტონის“ სასტუმროს გახსნა);


მეტრო ატლას ჯორჯიას მშენებლობის დაწყება ბათუმში;


ჩაქვი დრიმლენდ ოაზისის მშენებლობის დაწყება;


დანქინ დონატსის შემოსვლა;


ჰუალინგ ჯგუფის პროექტები.


ჰუალინგ ჯგუფი საქართველოში კაპიტალდაბანდებას 2007 წლიდან ახორციელებს. ჯგუფის ინვესტიციები ქვეყანაში 500 მილიონ დოლარს აჭარბებს



წელს გაიხსნა ჯგუფის მიერ აშენებული ოლიმპიური სოფელი თბილისის ზღვასთან, ჯგუფმა შეიძინა ეკონომიკის სამინისტროს შენობა, ასევე ექსპლუატაციაში გაუშვა ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა.


წლის ბიზნეს გარიგება – როსნეფტის მიერ „გალფის“ მფლობელი კომპანიის Petrocas Energy Limited–ის 49%–იანი წილის შეძენა


წარმოდგენილი იყო 4 ვარიანტი: 


ნიკორას მიერ ნუგეშის შეძენა;


შვედური ტოტალიზატორ Betsson-ის მიერ ქართული ოპერატორის Europe-Bet–ის შეძენა;

 

ალტა–ოქეის გაერთიანება.

 

რუსული ენერგოგიგანტის როსნეფტის მიერ „გალფის“ მფლობელი კომპანიის Petrocas Energy Limited–ის 49%–იანი წილის შეძენა. გარიგების თანხამ 144 მილიონი დოლარი შეადგინა.

 

წლის ბიზნეს სკანდალი – საქართველოს ბანკიდან 10 მილიონი ლარის გატაცება


წარმოდგენილი იყო 6 ვარიანტი:


ცეზარ ჩოჩელისა და თემურ ჭყონიას დაპირისპირება უალკოჰოლო სასმელების მარკირებასთან დაკავშირებით;


ეფლის „ტერორისტული“ რეკლამა, რომლის შესახებაც სიუჟეტი „სი ენ ენ“–მაც გაუშვა;


კონკურენციის სააგენტოს მიერ ნავთობკომპანიების დაჯარიმება 55 მილიონი ლარით;

 

ყაზახური კომპანიის „ყაზტრანსგაზის“ განცხადება საქართველოდან ინვესტიციების გატანის შესახებ. მიზეზი „ყაზტრანსგაზ თბილისის“ ყაზახური მენეჯმენტისთვის დაბრუნების გაჭიანურებაა;


კაზინო "აჭარის" წარმომადგენელთა მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება; 

 

საქართველოს ბანკიდან 10 მილიონი ლარის გატაცება – 24 ოქტომბერს  გაიტაცეს „საქართველოს ბანკის“ საინკასაციო მანქანა. მოგვიანებით შსს–მ ძარცვის ფაქტი გახსნა. 


წლის ყველაზე აქტიური დარგობრივი ასოციაცია – საქართველოს ბანკების და ნავთობიმპორტიორთა ასოციაციები

 

წარმოდგენილი იყო  8 ვარიანტი:


ნავთობიმპორტიორთა ასოციაცია;

მენაშენეების ასოციაცია;

ბანკების ასოციაცია;

ფერმერთა ასოციაცია;

მეხორბლეთა ასოციაცია;

დაზღვევის ასოციაცია;

ბიზნეს ასოციაცია;

დამსაქმებელთა ასოციაცია.




„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში

„გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა“ - რომელ ტექნიკაზე მოიმატა მოთხოვნამ პოსტპანდემიურ პერიოდში საქართველოში
access_time2020-08-09 15:01:24
ივნის-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „ბეკო საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა მეჰმედ მელექმა განუცხადა.   „თუ 2020 წლის იანვარ-ივლისის მონაცემებს, წინა წლის 7 თვეს შევადარებთ, გეტყვით, რომ აქ გაყიდვების მხრივ სიტუაცია იგივე დონეზეა. ეს კი პანდემიის პირობებში კარგი მაჩვენებელია. ზაფხულში მაჩვენებლები უფრო დამაიმედებელია, მეტიც, იანვარ-ივლისში გაყიდვები 5-7%-ით გაიზარდა. გაყიდვების ზრდას ხელს უწყობს ისიც, რომ წელს 3 ახალი მაღაზია...

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი

მსოფლიოს წამყვან ბირჟებზე ნავთობი გაძვირდა – საქართველოში საწვავის ფასის 10 თეთრით გაზრდაა მოსალოდნელი
access_time2020-08-09 20:00:07
ე.წ. დიდი ლოქდაუნისას გაუაფებული ბენზინი საერთაშორისო ბაზრებზე გაძვირების გზას დაადგა. კერძოდ, 29 ივლისის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი...

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა

Bloomberg: კარანტინზე უარის თქმის მიუხედავად, შვედეთმა ეკონომიკა ვერ გადაარჩინა
access_time2020-08-09 18:00:10
  შვედეთმა თავისი ეკონომიკა 1980 წლის შემდეგ რეკორდული ვარდნისგან ვერ დაიცვა  - კარანტინზე და თვითიზოლაციაზე უარის თქმის მიუხედავად, ქვეყნის მშპ 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,8%-ით შემცირდა  - ასეთია შვედეთის სტატისტიკის სამმართველოს მონაცემები.   პირველ კვარტალთან შედარებით ვარდნა თითქმის ანალოგიურია - 8,6%.   ასევე მკვეთრად დაეცა ექსპორტი და ამავე დროს მასშტაბური ფინანსური დახმარების პროგრამების მიუხედავად,...

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა

აფხაზეთი კრიპტო-ციებ-ცხელებამ მოიცვა - ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა
access_time2020-08-09 16:00:20
აფხაზეთში ნამდვილი კრიპტო-ციებ-ცხელებაა. ეს ძალიან მარტივად იხსნება - კერძოდ კი, ელექტროენერგიაზე ფანტასტიურად დაბალი ტარიფებით.   ერთი კილოვატი ელექტროენერგია აფხაზეთში 1 ცენტზე ოდნავ მეტი ღირს - დანარჩენი მსოფლიოსთვის წარმოუდგენელი ფასი. გასაგებია, რომ ის კრიპტოფერმებს იზიდავს, და მათი რაოდენობა მუდმივად იზრდება - მხოლოდ ბოლო 6 თვეში აფხაზეთში 100 ახალი კრიპტოფერმა გაიხსნა, ჯამურად კი მათი რაოდენობა 8000-ს აღწევს.   ისინი მიტოვებულ შენობებში,...

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება

Facebook-ს აქციები რეკორდულად ძვირდება
access_time2020-08-09 13:40:12
Facebook-ის აქციების ღირებულება რეკორდულ დონეზე  - 225, 8 დოლარამდე გაიზარდა - ეს უმსხვილესი კომპანიების მხრიდან სოციალურ ქსელში რეკლამაზე ბოიკოტის და კონგრესში მიმდინარე ანტიმონოპოლიური გამოძიების ფონზე ხდება. ყველა ამ უსიამოვნების მიუხედავად, სოციალური ქსელის აუდიტორია და მოგებაც პროგნოზირებულზე მეტად იზრდება. ამ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ კომპანიის აქციები 7%-ით გაძვირდა. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ წლის მანძილზე Facebook-ის...


მსგავსი სიახლეები

up