2015 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 12 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია

2015 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 12 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია

access_time2016-05-27 11:51:46

 

2015 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 2014 წელთან შედარებით 0.4 პროცენტით შემცირდა და 12% შეადგინა. 2015 წელს უმუშევრობის დონემ ბოლო 12 წლის მანძილზე ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.


2015 წელს ეკონომიკურად აქტიურმა მოსახლეობამ, შრომისუნარიანი ასაკის მოსახლეობის (15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობა) 67.8 პროცენტი შეადგინა. წინა წელთან შედარებით მოსახლეობის აქტიურობის დონე გაიზარდა 1.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე - 1.4 პროცენტული პუნქტით. წინა წელთან შედარებით ქალაქის ტიპის დასახლებებში დასაქმების დონე გაზრდილია 2.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.8 პროცენტული პუნქტით, წინა წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში - 0.5 პროცენტული პუნქტით.


ტრადიციულად, დასაქმებულებში ჭარბობს თვითდასაქმებულთა წილი. 2015 წელს 2014 წელთან შედარებით დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა 8.8 პროცენტით, ხოლო თვითდასაქმებულთა რაოდენობა პირიქით 2.7 პროცენტით შემცირდა, რის შედეგადაც დასაქმებულებში დაქირავებულთა წილი 2.7 პროცენტული პუნქტით გაიზარდა


უმუშევრობის დონე გაცილებით დაბალია სოფლის მოსახლეობაში, ქალაქის მოსახლეობასთან შედარებით. 2015 წელს 2014 წელთან მიმართებაში უმუშევრობის დონის შემცირება დაფიქსირდა, როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში და შესაბამისად, 21.5 და 4.8 პროცენტი შეადგინა. ამასთან, ქალაქად უმუშევრობის დონემ მინიმალურ მაჩვენებელს მიაღწია ბოლო 15 წლის, ხოლო სოფლად - ბოლო 9 წლის მანძილზე.



წინა წელთან შედარებით უმუშევრობის დონე რეგიონულ ჭრილში გაზრდილია მხოლოდ შიდა ქართლის და კახეთის რეგიონებში, შესაბამისად 0.8 და 0.7 პროცენტული პუნქტით. თბილისში, სადაც უმუშევრობის დონე ყველაზე მაღალია, აღნიშნული მაჩვენებელი 1.1 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული.


დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლების სქესობრივ ჭრილში განხილვისას აღსანიშნავია, რომ 2015 წელს 2014 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე შემცირდა როგორც ქალებში (0.2 პროცენტული პუნქტით), ასევე კაცებში (0.5 პროცენტული პუნქტით) და შესაბამისად 10.2 (მინიმალური მაჩვენებელი ბოლო 15 წლის მანძილზე) და 13.5 პროცენტი (მინიმალური მაჩვენებელი ბოლო 11 წლის მანძილზე) შეადგინა. ტრადიციულად კაცებში უმუშევრობის დონე უფრო მაღალია ქალებთან შედარებით. ამის ძირითადი მიზეზია ის, რომ დაუსაქმებელი ქალების უმრავლესობა არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება. ქალებში არააქტიურობის დონე თითქმის ორჯერ აღემატება კაცებში ანალოგიურ მაჩვენებელს (შესაბამისად 41.1 და 21.9 პროცენტი). ამგვარად, კაცებთან შედარებით ქალებში დაბალია როგორც აქტიურობის, ასევე დასაქმების დონე.


2015 წელს 2014 წელთან შედარებით აქტიურობის დონე ქალებში გაიზარდა 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში 0.7 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 58.9 და 78.1 პროცენტი შეადგინა.


2015 წელს 2014 წელთან შედარებით ქალებში დასაქმების დონე გაიზარდა 1.8 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში 1.0 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად 52.9 და 67.6 პროცენტი შეადგინა.


უმუშევრობის დონის განხილვა ასაკობრივ ჭრილში გვიჩვენებს, რომ 2015 წელს უმუშევრობის დონემ ყველაზე მაღალ ნიშნულს 20-24 წლის ასაკობრივ ჯგუფში მიაღწია (32.0 პროცენტი), რაც 1.5 პროცენტული პუნქტით მაღალია 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

 

უმუშევრობის დონე ტრადიციულად ყველაზე დაბალია 65+ ასაკობრივ ჯგუფში. ამის მიზეზია ის, რომ 65+ საპენსიო ასაკია და მოსახლეობის დიდი ნაწილი არ არის დასაქმებული, არ ეძებს სამუშაოს და შესაბამისად, არააქტიური მოსახლეობის კატეგორიას მიეკუთვნება.

 

 




ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები

ქართული კლუბები ევროტურნირებზე მაყურებლების გარეშე – უეფას ახალი გადაწყვეტილებები
access_time2020-08-10 19:00:43
6 აგვისტოს უეფას ორგანიზებით მორიგი ვიდეო კონფერენცია გაიმართა, რომელშიც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს წევრი ასოციაციების გენერალური მდივნები მონაწილეობდნენ. აღნიშნულის თაობაზე ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეს-სამსახური ავრცელებს. შეხვედრაზე უეფას ეგიდით გასამართ უახლოეს საკლუბო და სანაკრებო მატჩებზე იმსჯელეს. გადაწყდა, რომ ევროპა ლიგის ოთხივე ეტაპზე და ჩემპიონთა ლიგის სამ ეტაპზე მატჩები მაყურებლის გარეშე გაიმართება, ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის...

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება

წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა - სამთო საექსპედიციო ტურიზმი ჯავშნებს მხოლოდ მომავალი წლიდან ელოდება
access_time2020-08-10 18:00:32
კორონავირუსის პანდემიის გამო, საზღვრების ჩაკეტვამ და ფრენების გადადებამ, ტურიზმზე დამოკიდებული კომპანიების შეჩერება გამოიწვია. ერთ-ერთი ასეთი, მთაში მოგზაურობის და თავგადასავლების სააგენტო Mountain Freak-ია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ სტუმარს ალპინისტურ, სალაშქრო, „ტრეკინგ“ თუ კულტურულ -ფოლკროლურ ტურებს სთავაზობს. პანდემიამდე მთელი სეზონი დაჯავშნილი იყო, თუმცა კორონავირუსმა გეგმები შეცვალა და წლევანდელი წელი მთლიანად ჩავარდა, ამის შესახებ „კომერსანტი“...

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის

მთავრობა „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილს ჰყიდის
access_time2020-08-10 17:00:11
„საპარტნიორო ფონდი“ სს „თელასის“ კაპიტალში კუთვნილი აქციების წილის - 24.5%- ის გასასხვისებლად საჯარო აუქციონს აცხადებს. ინფორმაციას საპარტნიორო ფონდი ავრცელებს. საჯარო აუქციონის საწყისი ფასი შეადგენს 10 511 211.08 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. ბიჯის ოდენობაა 50,000 ლარი. აუქციონის დროს დაფიქსირებული ფასი დაკონვერტირდება აშშ დოლარებში აუქციონის გამოცხადების დღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი გაცვლითი კურსის შესაბამისად. საჯარო აუქციონი 2020 წლის...

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!

გველის თუ არა უფრო ღრმა კრიზისი?!
access_time2020-08-10 16:00:18
ამომრჩევლის მოსყიდვა თუ კრიზისის დროს შეხიდება? ახალ სოციალურ პაკეტს, რომელიც მთავრობამ მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფს შესთავაზა, უკვე მოჰყვა არაერთგვაროვანი შეფასებები. რადგან არჩევნებამდე 3 თვეა, ოპოზიციამ ჩათვალა, რომ ხელისუფლება იმ ამომრჩევლის გულის მოგებას ცდილობს, ვინც შესაძლოა „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობით კმაყოფილი არ არის. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ ამ პროგრამებს არჩევნებთან საერთო არაფერი აქვს და აანონსებენ, რომ შესაძლოა კიდევ ერთი სოციალური პაკეტი მომავალი წლის...

„ექიმები თეთრი ხალათებით“ - დაკავებული ექიმის მხარდამჭერი აქცია

„ექიმები თეთრი ხალათებით“ - დაკავებული ექიმის მხარდამჭერი აქცია
access_time2020-08-10 12:20:06
„ექიმები თეთრი ხალათებით“ - აღნიშნული სახელწოდებით, საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა კლინიკის წარმომადგენლებმა დაკავებული ექიმის მხარდასაჭერად სოლიდარობის აქცია გამართეს. ქუჩაში გამოსულ ექიმებს მიაჩნიათ, რომ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება პატიმრობის გამოყენებით ატარებს მხოლოდ სადამსჯელო ხასიათს და ამ მიდგომის შემსუბუქებას პირადად ჯანდაცვის მინისტრს სთხოვენ. სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულების პერსონალი არ ენდობა გამოძიების ოფიციალურ ვერსიას,...


მსგავსი სიახლეები

up