„2012 წლიდან ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს

„2012 წლიდან ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს"

access_time2019-03-08 15:09:26

2012 წლიდან ვერ დამისახელებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ სახელმწიფო რომელიმე ბიზნესს ატერორებდეს ან ზეწოლაში ჰყავდეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებლის მიმართვასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც კალაძემ აღნიშნა, თუ ვინმე კანონსაწინააღმდეგოდ მოქმედებს, სამართალდამცავი ორგანოები დაინტერესდებიან.


„თუ ვიღაც კონკრეტული პიროვნება რამეს კანონის საწინააღმდეგოს და არასწორს აკეთებს, შესაბამისი სამსახურები დაინტერესდებიან და ყველას მოეთხოვება, თუ ეს სიმართლეს შეეფერება. რა თქმა უნდა, გამოძიება ობიექტური იქნება",- განაცხადა კალაძემ.


ნობისთვის, კომპანია „ფრესკოს“ დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვასილ სოფრომაძე პოლიტიკოსებს მიმართავს. ვიდეომიმართვაში სოფრომაძე ბიზნესისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებას მწვავედ აკრიტიკებს და პოლიტიკოსებს გონზე მოსვლისკენ მოუწოდებს.



„მოგიწოდებთ, ნუ ექცევით ბიზნესს, როგორც ქუჩის ქალს. ბიზნესი საკადრის პასუხს გაგცემთ, დამიჯერეთ. როცა ერთ მშვენიერ დღეს თქვენ გამოხვალთ თქვენი სახლებიდან - თქვენ, პოლიტიკოსებს გეუბნებით და ვერ ჩაასხამთ ბენზინს ბენზინგასამართ სადგურში, ვერ იყიდით პროდუქტს ჩვენს მარკეტებში, ვერ მიიღებთ მომსახურებას ჩვენს ბანკებში და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ.



გონს მოეგეთ, მე გირჩევთ. არც იმის განცდა მაქვს, რომ თქვენ მე ამას შემარჩენთ. ჩემი მისამართი ხომ იცით? სადაა ჩემი სათაო ოფისი, ხომ იცით? ყველაფერი ინფორმაცია ხომ გაქვთ ჩემზე? მე გელით! მე ჩემსას გავაკეთებ, მე ჩემსას მივაღწევ. „კაპიკს“ ვერ აიღებთ ჩემგან“,
- ნათქვამია პოლიტიკოსებისადმი ვასილ სოფრომაძის მიმართვაში.


bpn.ge




ტოპ|ქარდით ონლაინ შოპინგის უპირატესობა

ტოპ|ქარდით ონლაინ შოპინგის უპირატესობა
access_time2020-12-03 12:55:13
თუ მაღაზიების დაკეტვამდე თქვენთვის და ოჯახისთვის საჭირო ნივთების შეძენა ვერ მოასწარით, უპროცენტო განვადებით შოპინგის შანსი ახლაც გაქვთ. ტოპ|ქარდით რებანკის პარტნიორებთან ონლაინ შეძლებთ ტექნიკის, თავის მოვლის საშუალებების, ტანსაცმლის, სარემონტო მასალების, სათამაშოებისა და სხვა მრავალი ნივთის ყიდვას. უფრო ვრცლად: https://rbnk.ge/online_shopping. თანხა კი რეკომენდებულ ვადებზე გაგინაწილდებათ და ეფექტური 0%-იანი განვადებით ისარგებლებთ....

საქართველოს საბანკო ასოციაცია - საბანკო სექტორი მზად არის, განიხილოს რესტრუქტურიზაციის ინდივიდუალური მიმართვები

საქართველოს საბანკო ასოციაცია - საბანკო სექტორი მზად არის, განიხილოს რესტრუქტურიზაციის ინდივიდუალური მიმართვები
access_time2020-12-03 12:45:37
საბანკო სექტორი მზად არის, მაქსიმალურად შეუმსუბუქოს საქართველოს მოქალაქეებს პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების ნეგატიური გავლენა, – ამის შესახებ საქართველოს საბანკო ასოციაციის განცხადებაშია ნათქვამი.   „2020 წელი თანაბრად რთული აღმოჩნდა როგორც მსოფლიოსთვის, ისე საქართველოს მოსახლეობისთვის. საბანკო სექტორი ადეკვატურად პასუხობს ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გამოწვევებს, მათ განწყობებსა და მოლოდინებს და ეროვნულ ბანკთან და მთავრობასთან ერთად, მზად არის, მაქსიმალურად...

ნათია თურნავა - მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს გარკვეული ვალდებულებების მომსახურება და პროგრამების დაფინანსება

ნათია თურნავა - მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს გარკვეული ვალდებულებების მომსახურება და პროგრამების დაფინანსება
access_time2020-12-03 12:44:02
მომავალი წელი იქნება ვაქცინაციის წელი საქართველოსა და მსოფლიოსთვის, მაგრამ პანდემიასთან ბრძოლის გეგმიდან გამომდინარე ჩვენ მოგვიწევს გარკვეული ვალდებულებების მომსახურებისა და პროგრამების დაფინანსება, - ასე უპასუხა ჟურნალისტების კითხვას ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, რომელიც 2021 წლის ბიუჯეტს ეხებოდა.   მისივე თქმით, ქვეყანა დიდი გამოწვევის წინაშე დგას.   ბიუჯეტში ძალიან ბევრი პრიორიტეტი გადალაგდა და აქცენტი კეთდება მოსახლეობის სოციალურ დახმარებაზე,...

„საქსტატის“ ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ზეთი 23%-ით, თევზეული 9%-ით, რძის ნაწარმი 8%-ით, პურპროდუქტები 7%-ით გაძვირდა

„საქსტატის“ ინფორმაციით, ერთი წლის განმავლობაში ზეთი 23%-ით, თევზეული 9%-ით, რძის ნაწარმი 8%-ით, პურპროდუქტები 7%-ით გაძვირდა
access_time2020-12-03 12:15:02
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.9 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 3.8 პროცენტი შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2020 წლის ნოემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.1 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის2 მაჩვენებელი 4.8 პროცენტით განისაზღვრა.   საქსტატის ცნობით, ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე...

გიორგი გახარია - ბიუჯეტი ემსახურება მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდაჭერას, ეკონომიკის აღდგენის ღონისძიებებს

გიორგი გახარია - ბიუჯეტი ემსახურება მოსახლეობისა და ბიზნესის მხარდაჭერას, ეკონომიკის აღდგენის ღონისძიებებს
access_time2020-12-03 11:41:18
გიორგი გახარია - ბიუჯეტი გახლავთ დაბალანსებული, ძირითადი მიზანია - პანდემიასთან ბრძოლა, მიზნობრივი სოციალური დახმარება მოსახლეობისთვის, დახმარება ბიზნესისთვის და ეკონომიკის მომზადება პოსტკრიზისული აღდგენისთვის       მოგეხსენებათ, ჩვენ პარლამენტში წარვადგინეთ 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი, რომელიც არის უაღრესად მნიშვნელოვანი დოკუმენტი, ეს არის დოკუმენტი რომლის მიხედვითაც ჩვენ უნდა ვიცხოვროთ 2021 წელს, ფინანსური დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს იმას, თუ...


მსგავსი სიახლეები

up