2012 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობაში იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის ზრდის გამო, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $400 მილიონით შემცირდა

2012 წლიდან დღემდე, სოფლის მეურნეობაში იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის ზრდის გამო, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი $400 მილიონით შემცირდა

access_time2020-09-20 13:00:45

ხორბალი, ატამი და ვაშლატამა, ვაშლი, თხილი, ყურძენი - ამ კულტურებში წელს მოსავალიც კარგია და პროდუქციის რეალიზაციით მიღებული შემოსავალიც.

ოქტომბრიდან სიმინდის მოსავლის აღებაც დაიწყება. წინასწარი ინფორმაციით, ნათესი ფართობების მატების გამო გაზრდილია მოსავლის რაოდენობა. სახელმწიფო პროგრამების ჩართულობით დაიხვეწა ცოდნა და მოსავლის მოვლის კულტურა. წელს მარცვლოვანი კულტურების შესანახად 84 000 კვ.მეტრზე სასაწყობო ფართობი აშენდა.

„სასურსათო უზრუნველყოფის მხრივ ყველა მნიშვნელოვანი პროდუქტის - ხორბლის მოსავლიანობის გასაზრდელად აღდგა ჯიშთა გამოცდის პრაქტიკა, მიღებულია კანონი თესლის და სარგავი მასალის შესახებ, რაც ევროკავშირთან ასოცირების ვალდებულებასთან ერთად სოფლის მეურნეობის სამინისტროს პოლიტიკის ნაწილია. შეიქმნა ლაბორატორიები, რამდენიმე წარმატებული კომპანია უკვე აწარმოებს ხარისხიან სათესლე მასალას. დაიხვეწა ტექნოლოგიები, რაც ნიადაგის ნაკლებად დაზიანებაში გამოიხატება და ხელს უწყობს ნაყოფიერების ზრდას. 50 %-იანი გრანტების თანადაფინანსების პროექტებით გაზრდილია კომბაინების პარკი. „ერთის მხრივ, ჩვენ გვჭირდება გვალვაგამძლე თესლი, რომელიც შესაფერისი იქნება კლიმატურ პირობებთან და ნიადაგებთან. მეორეს მხრივ, ახალი ტექნოლოგიების დანერგვით მოგვეცემა ნიადაგის ნაყოფიერების შენარჩუნების საშუალება.

ასევე, მნიშვნელოვანია ფინანსური რესურსები, რომელიც სახელმწიფომ გააჩინა. „შეღავათიანი აგროკრედიტი“, ერთწლიან კულტურებში მარცვლოვანი კულტურების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად ეხმარება მეწარმეებს. მაგრამ, ასევე მნიშვნელოვანია ძირითადი საშუალებები, გამწევი ტექნიკა ისე სხვადასხვა იმპლემენტი. ბოლო წლებში გასამმაგებულია მექანიზაციის რაოდენობა, რაც მნიშვნელოვანი პირობაა ვაწარმოოთ რაოდენობრივად მეტი ხორბალი და ვაწარმოოთ უფრო ეფექტიანად“,-აცხადებს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი.


მნიშვნელოვანია, რომ სოფლის მეურნეობაში 2012 წლიდან დღემდე იმპორტის შემცირებისა და ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის გამო, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 400 მილიონი დოლარითა შემცირებულია. უარყოფითი ბალანსი 750-დან 350 მილიონამდე ჩამოვიდა. სახელმწიფო პროგრამების ძირითადი ამოცანა კი სტაბილურად დიდი მოცულობის პროდუქციის შექმნა, შიდა მოთხოვნილების დაკმაყოფილება და საერთაშორისო ბაზარზე თანამედროვე სტანდარტებით გასვლაა.

imedinews.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up