2011 წლის შემდეგ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი პირველად გაიზარდა და ახლა მოლოდინია, რომ შემდგომში საინვესტიციო ფაზაში გადასვლისთვის უფრო ნაკლები დრო დაგვჭირდება - ექსპერტი

2011 წლის შემდეგ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი პირველად გაიზარდა და ახლა მოლოდინია, რომ შემდგომში საინვესტიციო ფაზაში გადასვლისთვის უფრო ნაკლები დრო დაგვჭირდება - ექსპერტი

access_time2019-10-12 17:00:38


„მოგეხსენებათ Moody’s-მა და Fitch-მაც გაგვიუმჯობესა რეიტინგი, თუმცა Standard & Poors-ის გაუმჯობესებული რეიტინგი "BB-"-დან "BB"-მდე იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს ეკონომიკა იმ შოკებს, რაც 2014 წლიდან გვაქვს კარგად იტანს. რადგან ჩვენი ეკონომიკა დივერსიფიცირებულია,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ლაშა ქავთარაძემ. მისი თქმით, სარეიტინგო კომპანიები რასაც მნიშვნელოვნად აკვირდებიან არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირება. „წელს ისტორიულად ყველაზე დაბალი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტია მოსალოდნელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ექსპერტმა.

 


ლაშა ქავთარაძის განცხადებით, შემდეგი ნაბიჯი ამ რეიტინგებში იქნება ის, რომ ქვეყანა საინვესტიციო ფაზაში შევიდეს. „ეს იმას ნიშნავს, რომ ინვესტორებისთვის საქართველო მიმზიდველი იყოს უსაფრთხოების თვალსაზრისით. 2011 წლის შემდეგ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი პირველად გაიზარდა და ახლა მოლოდინია, რომ შემდგომში საინვესტიციო ფაზაში გადასვლისთვის უფრო ნაკლები დრო დაგვჭირდება,“ - განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა.





ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ს, შვეიცარული ბანკის პირადი ბანკირის თაღლითურ საქმეზე ესაუბრა

ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ს, შვეიცარული ბანკის  პირადი ბანკირის თაღლითურ საქმეზე ესაუბრა
access_time2019-11-20 23:34:23
ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი Bloomberg-ს შვეიცარული ბანკის, Credit Suisse-ის პირადი ბანკირის თაღლითურ საქმეზე ესაუბრა, რომელმაც მას 140 მილიონ დოლარზე მეტი ზარალი...

BAG-„საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო“

BAG-„საბანკო რეგულაციების მიმართულებით გადადგმული ზოგიერთი ნაბიჯი იყო არაადეკვატური და შეუსაბამო“
access_time2019-11-20 17:25:59
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია ეხმაურება დღეს, საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე წარმოდგენილი საქართველოს ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტის განხილვას. ასოციაცია ასევე პასუხობს იმ ჟურნალისტებს, რომლებმაც დღეს მოგვმართეს აღნიშნულ თემატიკასთანდაკავშირებით. პირველ რიგში, ლარის გაცვლით კურსზე: ჩვენ მივიჩნევთ, რომ მაკროეკონომიკური ფუნდამენტური ფაქტორები არანაირად არ...

ბენზინის ამბოხება ირანში

ბენზინის ამბოხება ირანში
access_time2019-11-20 20:00:48
გასულ კვირას, როდესაც ირანის მოსახლეობა უქმე დღეებისთვის ემზადებოდა, მთავრობამ გამოაცხადა ახალი რეფორმის თაობაზე.საუბარია, ქვეყნისთვის ერთ-ერთ ყველაზე დელიკატურ და ფეთქებადსაშიშ თემას - შეღავათებს საწვავზე.„შავ პარასკევამდე„ ყოველ ირანელს თვეში 250 ლიტრი ბენზინის შეძენა შეღავათიან ფასად - 10 000 რიალად შეეძლო, ხოლო ამ რაოდენობის ზევით საწვავის ფასი 3-ჯერ...

ქრონიკული წარუმატებლობა უნდა დასრულდეს

ქრონიკული წარუმატებლობა უნდა დასრულდეს
access_time2019-11-20 17:30:54
ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ყიფიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ სტატუსს აქვეყნებს, რომელსაც „კომერსანტი“ უცვლელად გთავაზობთ: „ეს არის მიზეზი, თუ რატომ უნდა წავიდეს წარუმატებელი და მატყუარა ხელისუფალი ქვეყნის მმართველობიდან. კითხვააზე პასუხი, ეკონომიკური სიტუაცია საქართველოში როგორ...

„ტურისტებს უკვირთ, რომ სვანეთის ულამაზესი ლანდშაფტი ასეთი მოუვლელია.“ - როგორ ხვდება სვანეთი ზამთრის სეზონს

„ტურისტებს უკვირთ, რომ სვანეთის ულამაზესი ლანდშაფტი ასეთი მოუვლელია.“ - როგორ ხვდება სვანეთი ზამთრის სეზონს
access_time2019-11-20 18:45:08
„სვანეთში საბაგიროები ძალიან ხშირად ითიშება, შეიძლება აიყვანო ტურისტი და სულ ტყულად. სამთო-სათხილამურო კურორტზე ასე არ უნდა ხდებოდეს.“ - მესტიაში მდებარე სასტუმრო „ბანგურიანის“ მენეჯერი ლაშა ჯაფარიძე „კომერსანტთან“ იმ ძირითად პრობლემებზე საუბრობს, რასთან გამკლავებაც სეზონის მანძილზე სვანეთის მაღალმთიან რეგიონს უწევს. სვანეთში, კერძოდ სამთო-სათხილამურო კურორტ თეთნულდზე 5 საბაგირო ფუნქციონირებს - 4 -ი სკამიანი საბაგირო და 1 ბიგელი. კურორტ ჰაწვალზე ორი 2-სკამიანი...


მსგავსი სიახლეები

up