2008 წლის შემდეგ ასეთი ძვირი წელი არ ყოფილა

2008 წლის შემდეგ ასეთი ძვირი წელი არ ყოფილა

access_time2019-12-27 14:24:37

2019 წელი ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ისტორიაში ყველაზე ძვირი წელი აღმოჩნდა. სხვადასხვა ეკონომიკურმა ფაქტორებმა და ლარის არაერთმა ანტირეკორდმა ბაზარზე ძალიან ცუდი გავლენა მოახდინა. როგორც პირველადი მოხმარების საგნები, ასევე მომსახურეობაც მკვეთრად გაძვირდა. სპეციალისტები “რეზონანსთან“ იმ გარემო პირობებზე საუბრობენ, რამაც მიმდინარე წლის უპრეცენდენტო სიძვირე განაპირობა.


საქართველოში მძიმე ეკონომიკური ფონის გამო ადამიანებს ძალიან უჭირთ. მოსახლეობას უამრავი პრობლემა აქვს: სესხები ბანკებში, ყოველდღიური ხარჯი, სწავლის გადასახადი და ა.შ. ამ ყველაფერთან გამკლავება ყოველთვის ძალიან ჭირდა, მაგრამ 2019 წელი განსაკუთრებულად მძიმე და გამოწვევებით სავსე აღმოჩნდა.


საბანკო რეგულაციები, გაზრდილი ხარჯები და გაძვირებული მომსახურეობა, ეს არის ის რეალობა, რასთან შეჯახებაც წელს მოსახლეობას მოუწია და ყველაზე მეტად სწორედ ამის გამო დაზარალდა. სტატისტიკოსი სოსო არჩევაძე „რეზონანსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ 2008 წლის შემდეგ არ გქვონია ასეთი ძვირადღირებული წელი, როცა ყველაფერზე ფასი ერთმნიშვნელოვნად არის გაზრდილი. საკვები პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების ნახტომისებური გაძვირება ლარის გაუფასურების გამო მოხდა, რასაც სხვა გარემო პირობებმაც შეუწყო ხელი.


„არსებობს რამდენიმე მიზეზი თუ რატომ იყო 2019 წელის ბოლო ათწლეულის განმავლობაში ყველაზე მძიმე და ძვირი. ერთ-ერთია ლარის გაუფასურება დოლართან მიმართებით. დაახლოებით 24 თეთრით მეტის გადახდა გვიწევს დოლარში შარშანდელ იანვართან შედარებით, საშუალოდ 10%-ით გაუფასურდა ეროვნული ვალუტა. ამ დროს ჩვენი სამომხმარებლო ბაზრის 70%-ზე მეტი იმპორტირებულ საქონელს უჭირავს.



მეორე ფაქტორი, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ეს არის აქციზური განაკვეთის მატება თამბაქოს ნაწარმზე, რამაც სიგარეტის თითქმის 30%-იანი გაძვირება გამოიწვია. ამ ყველაფერს დაემატა ადგილობრივი პროდუქტების დეფიციტი, მოუსავლიანობა და ამიტომავ შემოდგომისა და ზამთრის პერიოდში სასურსათო საქონელზე ფასები ობიექტურადაც გაიზარდა. ამას შეიძლება ინფლაციური თვეებიც ვუწოდოთ. მეტ-ნაკლებად ყველა ფაქტორმა თავის როლი შეასრულა და მივიღეთ ასეთი ინფლაცია, რომელიც 2008 წლის შემდეგ არ გვქონია,“ - განაცხადა „რეზონანსთან“სოსო არჩვაძემ.


საქართველოში 2019 წელი, როგორც პოლიტიკურად, ასევე ეკონომიკური თვალსაზრისით ძალიან მძიმე აღმოჩნდა მოსახლეობისთვის. ლარის გაუფასურებამ რასაკვირველია გაზარდა პროდუქტებზე, მომსახურებაზე და სხვადასხვა გადასახადებზე ტარიფები, რამაც მოსახლეობაზე ურთულეს მდგომარეობაში ჩააყენა.


ეკონომისტი პაატა აროშიძე „რეზონანსთან“იმ ძირითად გამომწვევ მიზეზებზე საუბრობს, რამაც 2019 წლის სიძვირეზე იქონია გავლენა.


„იმპორტირებულ პროდუქტი მომენტალურად რეაგირებს ლარის გაუფასურებაზე. ამას ემატება ადგილობრივი ბაზარზე არსებული სიტუაცია, არასტაბილური ეკონომიკური მდგომარეობა და ვიღებთ იმ სურათს, როდესაც ყველაფერი არის მაღალ ფასში, რაც საერთო გაძვირების საფუძველია. საწყის ეტაპზე, როცა ინფლაციის ნიშნები გაჩნდა, ეროვნული ბანკი ცდილობდა პროცესები გადაებრალებინა მხოლოდ გარე ფაქტორებზე, მაგრამ ბოლოს იძულებულნი გახდნენ ეღიარებინათ, რომ მასობრივი ინფლაცია საშინაო პრობლემებით იყო გამოწვეული.


თუ ლარის კურსის ბოლოდროინდელ დასტაბილურებას გავითვალისწინებთ, ეს, რა თქმა უნდა, აისახება დეკემბრის ინფლაციის მაჩვენებელზე, თუმცა არ მგონია წლიური საგანგაშო მონაცემები შეამციროს. როგორც მოსალოდნელია, იანვარში ისევ ელიან ლარის რყევას, თუმცა ეროვნული ბანკი ალბათ განახორციელებს შესაბამის ღონისძიებებს და მხოლოდ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებით არ შემოიფარგლება. ასეთ შემთხვევაში კურსი შენარჩუნდება 2.88-ის ფარგლებში და ეს უკვე ისეთ მაღალ ინფლაციას აღარ გამოიწვევს როგორც ნოემბერში ანდა როგორც მთელი წლის განმავლობაში გვქონდა, - აღნიშნა „რეზონანსთან“ საუბრისას აროშიძემ.


გაზეთი „რეზონანსი“





ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა

ლარი ყველა ძირითად საერთაშორისო ვალუტასთან გაუფასურდა
access_time2021-07-28 18:00:31
28 ივლისის ვაჭრობის შედეგად ლარი აშშ დოლართან მიმართებაში 1.60 თეთრით 3.1052-მდე გაუფასურდა. Bloomberg-ის პლატფორმაზე კი დღის ბოლოს კურსმა 3.0963 შეადგინა. დოლარის მსგავსად ლარი ყველა სხვა ძირითად საერთაშორისო და რეგიონულ ვალუტასთან გაუფასურდა. კერძოდ: ევროსთან 2.54 თეთრით 3.6663-მდე, ბრიტანულ ფუნტთან 5.03 თეთრით 4.3091-მდე, თურქულ ლირასთან 0.25 თეთრით 0.3629-მდე, აზერბაიჯანულ მანათთან 0.80 თეთრით 1.8239-მდე, 100 რუსულ რუბლთან 3.40 თეთრით 4.2235-მდე, 1000 სომხურ დრამთან...

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია

ლაშა ბექაური ოლიმპიური ჩემპიონია
access_time2021-07-28 15:30:11
21 წლის ქართველმა ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა, 90 კგ წონით კატეგორიაში ტოკიოს ზაფხულის XXXII ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა. ქართული დელეგაციისთვის ეს მესამე მედალია. ვაჟა მარგველაშვილმა და 2012 წლის ოლიმპიურმა ჩემიონმა ლაშა შავდათუაშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს. 90 კგ-იანი წონითი კატეგორია ქართველი ძიუდოისტებისთვის განსაკუთრებულად წარმატებულია. 2004 წელს, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, პირველი ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური სწორედ ამ წონაში...

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა

„ქართულმა ოცნებამ“ შარლ მიშელის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა
access_time2021-07-28 14:50:07
პარტია „ქართული იცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ შარლ მიშელის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმება გაუქმებულად გამოაცხადა. კობახიძის განცხადებით მათთვის დადებული პირობის ცალმხრივად ერთგულება მიუღებელია. როგორც მმართველი პარტიის თავმჯდომარემ აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორებს ოპოზიციურ პარტიებისთვის შეთანხმებაზე ხელმოწერა მკაცრად არ მოუთხოვიათ და ამ ფონზე დოკუმენტის მიმართ ცალმხრივ ერთგულებას მათ ამომრჩეველი არ აპატიებდათ. კობახიძის...

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება

რუსეთ–საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი შემოდგომაზე განიხილება
access_time2021-07-28 17:00:06
რუსეთი მზად არის საქართველოსთან ავიამიმოსვლის განახლების საკითხის განსახილველად, განაცხადა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გრიგორი კარასინმა. „ჩვენ მზად ვართ ამის (ავიამიმოსვლის აღდგენის პრობლემა) განსახილველად. ვფიქრობ, ადრე თუ გვიან ეს საკითხი გადაწყდება“, – განაცხადა სენატორმა, რომელსაც რუსული სააგენტო ТАСС ციტირებს. ამასთან, კარასინს გაუჭირდა ავიამიმოსვლის განახლების კონკრეტული ვადების დასახელება....

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს

ჰუალინგის თიზ–ისა და BB ლიზინგის ერთობლივი შეთავაზება მეწარმეებს
access_time2021-07-28 15:45:22
ჰუალინგის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონასა და ბბ ლიზინგს შორის მნიშვნელოვან პარტნიორობას ჩაეყარა საფუძველი, რომელიც შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მეწარმეებს ისარგებლონ ჰუალინგ ჯგუფში შემავალი ამ ორი კომპანიის მიერ შექმნილი ერთობლივი უნიკალური შეთავაზებით. შეთავაზებაში მოიაზრება ჰუალინგის თიზ-ში, საწარმოო პროექტებისათვის აუცილებელი მანქანა-დანადგარების ლიზინგის განსაკუთრებული პირობებით დაფინანსებას და ბიზნესისთვის ინფრასტრუქტურულად მოწესრიგებულ საწარმოო სივრცეებით...


მსგავსი სიახლეები

up