2008 წელი იყო პუტინის იმპერიალისტური ამბიციების ელემენტი, რასაც მოჰყვა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია მაშინ არაეფექტური იყო - მაიკლ კარპენტერი

2008 წელი იყო პუტინის იმპერიალისტური ამბიციების ელემენტი, რასაც მოჰყვა საქართველოს 20%-ის ოკუპაცია, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია მაშინ არაეფექტური იყო - მაიკლ კარპენტერი

access_time2022-12-02 16:00:41

ჩემი აზრით, 2008 წელი იყო ელემენტი პუტინის იმპერიალისტური ამბიციების, რასაც სამწუხაროდ, შედეგად საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოჰყვა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ეუთო-ში აშშ-ის ელჩმა მაიკლ კარპენტერმა განუცხადა.


ჟურნალისტის კითხვაზე,  უკრაინამდე იყო საქართველო და შეიძლება ითქვას, რომ ყოფილიყო საერთაშორისო საზოგადოების უფრო ადეკვატური რეაქცია, შესაძლოა, არ ყოფილიყო 2014 წელს ყირიმი და არ ყოფილიყო ახლა ის ომი, რომელსაც მთელს უკრაინაში ვხედავთ, როგორია თქვენი პოზიცია, კარპენტერმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია მაშინ არაეფექტური იყო.


„ჩემი აზრით, 2008 წელი იყო ელემენტი პუტინის იმპერიალისტური ამბიციების, რასაც, სამწუხაროდ, შედეგად მოჰყვა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია. გეთანხმებით, ვფიქრობ, საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია მაშინ არაეფექტური იყო და ამ გაკვეთილიდან სწორი დასკვნა რომ ვერ გავაკეთეთ, ამან კრემლს 2014 წელს ყირიმში შეჭრის და დასავლეთ უკრაინის ოკუპაციის შესაძლებლობა მისცა. მაშინ უფრო მკაფიო რეაქციები იყო, თუმცა, ისევ ნაკლებად ეფექტური, რადგან ახლა ვხედავთ ფართომასშტაბიან, სასტიკ ომს, კაცობრიობის წინააღმდეგ სავარაუდო ომის დანაშაულებით, რომლის მსგავსიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ გვინახავს. ნამდვილად ვერ უარვყოფთ, რომ ეს ყველაფერი თქვენი ქვეყნიდან დაიწყო. საქართველო კვლავ იტანჯება ოკუპაციისგან, ბორდერიზაცია ტკივილს აყენებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრებ მოსახლეობას და ეს კონფლიქტი კვლავ გრძელდება, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის შემთხვევისგან განსხვავებით, ცხელი კონფლიქტი არ არის“, – განაცხადა კარპენტერმა.


კითხვაზე, რა არის მათი გზავნილი, როდესაც ეუთო ჟენევის დიალოგის ერთ-ერთი შუამავალი მხარეა და  რუსეთი არც ერთ საერთაშორისო პრინციპს, სამართლის ნორმას არ სცემს პატივს, რა შეიძლება, გააკეთოთ ასეთ დროს, ელჩმა აღნიშნა: „მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები გვთავაზობს პლატფორმას, რომელიც ამ თემის აქტუალიზებას ახდენს საერთაშორისო დღის წესრიგში“.


მისივე თქმით, ჟენევის საერთაშორისო ფორმატი ღირებულია.



„მეც ვყოფილვარ ჩართული საქართველოს ხელისუფლებისა და საქართველო ორი რეგიონის დე ფაქტო მთავრობების კომუნიკაციის უზრუნველყოფის პროცესში. ეს ფორმატი ღირებულია. დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც ვნახავთ 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებას. მე ვიცი, რომ ეს შესაძლოა, მიუღწეველად ჩანდეს, მაგრამ შეხედეთ, რა ხდება უკრაინაში, როგორც მარცხდებიან ბრძოლის ველზე რუსული ჯარები. სწორედ ამის გამო ხდება რუსეთის მოქმედება ბარბაროსული, სწორედ ამის გამო ბომბავს რუსეთი სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, მაგრამ ეს ყველაფერი ცვლის წარმოდგენას რუსეთზე“, – განაცხადა კარპენტერმა.


მისივე თქმით, აშშ გამოიყენებს ყველა ინსტრუმენტს, რომ ერთ დღესაც რუსეთი შეასრულებს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და პატივს სცემს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს.


„საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი, დემოკრატიული ქვეყანაა, სტრატეგიულ გზაჯვარედინზე აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის, რუსეთის მეზობელი რთულ სამეზობლოში. ამის მიუხედავად, საქართველო ყველა დიპლომატიურ ძალისხმევას იყენებს, რომ ეფექტური კავშირი უზრუნველყოს სხვადასხვა სფეროში სამხრეთ კავკასიასა და მის მიღმა, მათ შორის ცენტრალურ აზიასთან. ასე რომ, ჩვენ გვინდა, საქართველოს შენარჩუნება დღის წესრიგში, გავაგრძელებთ ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართულებით საქართველოს დახმარებას“, – განაცხადა კარპენტერმა.


ამასთან, კითხვაზე,  რატომ არის რუსეთი ისევ წევრი იმ ორგანიზაციის, რომელსაც უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია ჰქვია, კარპენტერმა აღნიშნა: „იმიტომ, რომ ეუთო არის ორგანიზაცია ექსკლუზიური წევრობით, რომელიც აერთიანებს ქვეყნებს არა მხოლოდ ევროპიდან, არამედ აზიიდან, აგრეთვე, ამერიკას, კანადას და ჩრდილოეთ ამერიკას, არ არსებობს ორგანიზაციიდან წევრის გარიცხვის მექანიზმი. ამის სანაცვლოდ, რაც გავაკეთეთ ყველამ, იზოლირება მოვახდინეთ რუსეთის ფედერაციისა და ბელარუსის, საკმაოდ წარმატებულადაც“.




1tv.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up