2007 წელს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტი ბათუმში, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა

2007 წელს დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტი ბათუმში, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა

access_time2022-05-20 10:00:01

2007, 2008, 2009, 2010, 2011, 2012 … 2021, 2022 – ალბათ არ გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ მთელი ეს წლები, ერთი ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობდა, ალბათ არც ის გაგიკვირდებათ, თუ გეტყვით, რომ რეაბილიტაციის პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა. საქმე ეხება ბათუმში ბაგრატიონის ქუჩის რეაბილიტაციის პროექტს, რომელიც ქალაქის მერიამ 9 წლიანი პაუზის შემდეგ 2021 წელს დაიწყოს. პროექტის მიხედვით, ბეტონის ფილები ასფალტის საფარით უნდა შეცვლილიყო, ტერიტორიაზე უნდა განხორციელებულიყო სანიაღვრე არხისა და ჭების მონტაჟი. ასევე ტენდერში  გამარჯვებულ კომპანიას გზაგამყოფზე მწვანე საფარი და მოაჯირები უნდა მოეწყო. სარეაბილიტაციო სამუშაოები კი 15 თვის ვადაში უნდა დასრულებულიყო. თუმცა, ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის რეაბილიტაცია უკვე რამდენიმე თვეა შეჩერებულია.


11,8 მილიონიან შესყიდვაში „ზიმო-7“-მა გაიმარჯვა. კომპანიის მიერ შეთავაზებული თანხა 8,6 მლნ. იყო. შედეგად, ყველაზე დაბალი შეთავაზებული თანხით 7 პრეტენდენტს შორის, ხელშეკრულება სწორედ „ზიმო-7“- თან გაფორმდა. თუმცა, ხელშეკრულების გაფორმებიდან, 11 თვის თავზე შემსყიდველმა ორგანიზაციამ ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ ხელშეკრულება ცალმხრივად შეწყვიტა. უწყების დირექტორი აკაკი ბერიძე აცხადებს, რომ „ზიმო-7“ არაჯეროვნად ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. მისი თქმით, 2021 წლის 26 მარტიდან 2022 წლის 28 თებერვლამდე, კომპანიამ შეასრულა მხოლოდ 2 704 841,71 ლარის ღირებულების სამუშაოები. 4 თვეში კი დაახლოებით 70% უნდა შეესრულებინა. ბერიძე ამბობს იმასაც, რომ არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, „ზიმო-7“-ს სამუშაოები არ განუახლებია.

 

„სამუშაოების ტემპი იყო ძალიან დაბალი, რის გამოც არა ერთხელ გაეგზავნა გამაფრთხილებელი წერილი. ყოველი სამუშაო შეხვედრის შემდეგ კომპანიაში აცხადებდნენ, რომ მდგომარეობა შეიცვლებოდა, თუმცა რეალურად ტემპის გაზრდა ვერ უზრუნველყვეს. გადავიწყვიტეთ, ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები დაგვეწყო, რადგან პროექტის დასრულების საფრთხის წინაშე დგებოდა. საბოლოოდ მოხდა „ზიმო-7“- თან ხელშეკრულების შეწყვეტა, რის შემდეგაც სამხარაულის ეროვნული ბიუროში შესაბამისი ექსპერტიზა დაინიშნა, რომელსაც სამუშოების ღირებულებები და მოცულობები უნდა დაედგინა. დასკვნის შემდეგ მოხდა პროექტის დაკორექტირება და ახალი ტენდერი გამოცხადდა. ასევე გეტყვით, რომ კომპანიას დაეკისრა პირგასამტეხლო 430 000 ლარის ოდენობით, რომელიც ხაზინის ანგარიშზე უკვე ჩარიცხულია“, - აცხადებს აკაკი ბერიძე.


ააიპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“ პოზიციას ადასტურებს სამუშაოებზე ზედამხედველი ორგანიზაციის ამხანაგობა ,,ასკდა უნიპროფ ჯგუფის“ წერილები. დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს გეგმა-გრაფიკის ჩამორჩენით ასრულებდა და სამუშაოების სპეციფიკიდან გამომდინარე შეუძლებელი იყო სამუშაოების სახელშეკრულებო ვადებში დასრულება. თუმცა, როგორც ოფიციალურ დოკუმენტში ვკითხულობთ, „ზიმო-7“-ს წერილებზე რეაგირება არ მოუხდენია და სამშენებლო ობიექტზე მდგომარეობა არ შეცვლილა.



ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის შემდეგ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს „ზიმო-7“-ის შავ სიაში რეგისტრაციის მოთხოვნით მიმართა. საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და გარემოებების შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე სააგენტომ მიიჩნია, რომ შპს „ზიმო-7“ უნდა დარეგისტრირდეს შავ სიაში.


დოკუმენტს თან ახალავს მიმწოდებლის პოზიცია. „ზიმო-7“-ში აცხადებენ, რომ სამუშაოების შეფერხება რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა გამოიწვია, რის გამოც მიღებული იყო გადაწყვეტილება სარეაბილიტაციო სამუშაოების დროებით შეჩერებაზე, მაგრამ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ მოცემული გარემოებები არასათანადოდ შეაფასა. კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ სამუშაოების შესრულების პროცესში სრულად იყო დაცული უსაფრთხოების წესები და შესასრულებელი სამუშაოები ისე იყო განაწილებული კალენდარულ პერიოდზე, რომ დასრულებულიყო შესაბამის ვადებში. ხოლო შემსყიდველმა ორგანიზაციამ ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო ისეთ დროს, როდესაც იგი გეგმავდა უახლოეს პერიოდში რესურსების სრულ მობილიზაციას სამუშაოების გასაგრძელებლად. აღსანიშნავია ისიც, რომ კომპანია აპირებს სასამართლო დავას აპირებს რადგან მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება.

 

13 მაისს გამოცხადებული შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 9.1 მილიონი ლარია. მიუხედავად იმისა, რომ „ზიმო-7“-ს პროექტის 30 პროცენტი უკვე შესრულებული აქვს, „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველომ“ ახალი ტენდერის ფასი ნახევარი მილიონი ლარით აღემატება „ზიმო-7“-თან გასულ წელს გაფორმებულ ხელშეკრულებას (8, 6 მლნ. ლარი).  წინადადების მიღება 3 ივნისს დასრულდება, სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, ვინ დაასრულებს წლების წინ ამორტიზებული ქუჩის რეაბილიტაციას.



ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up