2001-2020 წლებში ღვინის ექსპორტმა $1.856 მლრდ შეადგინა

2001-2020 წლებში ღვინის ექსპორტმა $1.856 მლრდ შეადგინა

access_time2021-01-25 12:00:46

ღვინის ექსპორტმა 2020 წელს $210 მლნ შეადგინა, რაც ჯამური ექსპორტის 6.3%-ს უდრის. ნომინალური $13 მლნ-იანი კლების მიუხედავად, ერთ წელიწადში მისი წილი 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა.


2001-2020 წლებში საქართველომ ჯამში $1.$856 მლრდ-ის ღვინო გაყიდა, რაც საფრანგეთის წლიური ექსპორტის 17%-ზე ნაკლებია. საქართველოს წილი გლობალურ ღვინის ბაზარზე 0.6%-ს შეადგენს, ცოტაა მაგრამ ჯამური ექსპორტის წილს 3-ჯერ აღემატება.


რუსეთი ღვინის იმპორტის მხრივ მე-9 ადგილზეა და მხოლოდ 3.1%-იანი წილს ფლობს, თუმცა ძველი ცნობადობა კვლავ მუშაობს და ქართული ღვინის 60%-ზე მეტი ისევ რუსეთში იყიდება.



თუ 2005 წელს ღვინის ექსპორტი $81 მლნ-ს შეადგენდა, 2006 წელს, რუსული ემბარგოს შემდეგ განახევრდა, 2007 წელს კი $29 მლნ-მდე შემცირდა და 2012 წლამდე მხოლოდ $65 მლნ-მდე გაიზარდა. რუსული ბაზრის აღდგენის შემდეგ 2013 წელს ექსპორტმა $100 მლნ-ს, 2019 წელს კი $200 მლნ-ს გადააჭარბა.

ზრდის ტემპი შედარებით დაბალი, მაგრამ უფრო სტაბილურია სპირტიანი სასმელების ბაზარზე. რსულული ემბარგოს პერიოდში, 2007-2012 წლებში სპირტიანი სასმელების ექსპორტი ღვინისას აჭარბებდა.


2019 წელს შეერთებულმა შტატებმა $6.5 მლრდ-ის ღვინის იმპორტი განახორციელა, 5.4-ჯერ მეტი ვიდრე რუსეთმა, ბრიტანეთმა 3.7-ჯერ მეტი - $4.4 მლრდ, გერმანიამ $2.9 მლრდ, ხოლო ჩინეთმა რუსეთთან შედარებით ზუსტად 2-ჯერ მეტი - $2.4 მლრდ. შესაძლებლობის უდიდეს ნაწილს საქართველო ჯერ კიდევ ვერ იყენებს.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
ღვინო



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up