„200,000 ლარამდე სესხების აკრძალვა სებ-ის რეგულაციების პაკეტის ნაწილი არ ყოფილა, ის  პარლამენტმა დაამტკიცა“-გვენეტაძე-სონღულაშვილის კითხვა-პასუხი

„200,000 ლარამდე სესხების აკრძალვა სებ-ის რეგულაციების პაკეტის ნაწილი არ ყოფილა, ის პარლამენტმა დაამტკიცა“-გვენეტაძე-სონღულაშვილის კითხვა-პასუხი

access_time2019-11-21 11:30:10

20 ნოემბერს,პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების პროექტი განიხილეს. „ქართული ოცნების“ გუნდის წევრ დავით სონღულაშვილსა და კობა გვენეტაძეს შორის დიალოგი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაიმართა. განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორიცაა ფულის მასა, სავალუტო სესხების   200 000 ლარიანი ზღვრის  100 000 -მდე შემცირება, შიდა ვალი, სავალუტო ინვესტიციები და სხვა საკითხები.

 

დავით სონღულაშვილი:  წლის დასაწყისიდან  კურსი  2.6-დან 2.8-მდე შეიცვალა. (ერთ-ერთ მიზეზად ფრენების აკრძალვას ასახელებთ, თუმცა,  სხვა რეგულაციაც მოჰყვა თქვენი მხრიდან, რამაც ბაზარზე შეზღუდა დოლარის,ხოლო გაზარდა ლარის მიწოდება.  ხომ არ ფიქრობთ, რომ ვალუტის კურსის ცვლილება ამ რეგულაციებით იყო გამოწვეული?

 

კობა გვენეტაძე:  კურსის ცვლილებაზე გავლენა იქონია, ზაფხულში თურქული ლირის გაუფასურებამ. თუმცა არ ასახულა ინფლაციაზე. რაც შეეხება რეგულაციებს, მისი მოწყვლადობის შემცირება იყო.

 

დავით სონღულაშვილი: თუ ბაზარზე დოლარის მიწოდება შემცირდა და ლარის მიწოდება გაიზარდა, შეიძლება თუ არა ეს ეროვნული ვალუტის გაუფასურების ერთ-ერთ ფაქტორად ჩავთვალოთ?

 

კობა გვენეტაძე: კი რა თქმა უნდა, ეს  შეიძლება იყოს ვალუტის გაუფასურების მიზეზი.

 

დავით სონღულაშვილი: რაც შეეხება 200 000 ლარიან სესხებს, არის თუ არა წნეხი ლარზე და მისი 100 000 ლარამდე დაყვანა შეამსუბუქებს თუ არა ლარზე გავლენას?

 

კობა გვენეტაძე: 200,000 ლარამდე სესხების აკრძალვა სებ-ის რეგულაციების პაკეტის ნაწილი არ ყოფილა, ის  პარლამენტმა დაამტკიცა. თუმცა, სხვადასხვა მხრიდან შეიძლება შევხედოთ ამას, ჩვენი ნაბიჯები არის ორიენტირებული საშუალო და გრძელვადიან პერიოდზე და არ უნდა გადავდგათ ისეთი ნაბიჯი რომ წინ გართულებული სახით დაგხვდეს.


 

დავით სონღულაშვილი: ბოლო ორი წლის განმავლობაში რა მოცულობის ლარი დაიბეჭდა? იწვევს თუ არა ეს ლარის გაუფასურებას?

 

კობა გვენეტაძე: ზუსტი ციფრი არ მაქვს თუ რა რაოდენობის ლარი  დაიბეჭდა.

 

მონეტარული თარგეთირების რეჟიმის პირობებში ფულის მასა თავისუფალ ბაზარზე დგება. აღსანიშნავია,რომ ჩვენ გვაქვს ინფლაციის თარგეთირება, ეს არის საპროცენტო განაკვეთი.

 

დავით სონღულაშვილი: შიდა ვალის გაზრდა ხომ  არ არის ლარის კურსის გაუფასურების  ერთ-ერთი?

კობა გვენეტაძე: არა ამაში ვერ დაგეთანხმებით, რადგან შიდა ვალი არის დეფიციტის დაფინანსების კარგი მეთოდი, ამას გარდა კაპიტალის გაზრდას ემსახურება.

 

დავით სონღულაშვილი: ცალმხრივი ინტერვენციები თუ ახდენს ლარის გაუფასურებაზე გავლენას?

 

კობა გვენეტაძე: არა არ ახდენს გავლენას, ინტერვენციას ვაკეთებდით მაშინ, როდესაც ბაზარი ამის საშუალებას გვაძლევდა.  ინტერვენცია ცალმხრივი არ ყოფილა, გაყიდვები გვქონდა 2016 წელსაც და 2019 წელსაც.  2016 წელს ლარმა  გამყარება დაიწყო. ეროვნულმა ბანკმა დიდი ხნის შემდეგ შეისყიდა სავალუტო რეზერვები, კურსი ჩამოვიდა 2.16-მდე და ისევ ავიდა ზემოთ. ამ შემთხვევაში  ინტერვენციები ცალმხრივი არ ყოფილა, როდესაც საჭირო იყო მოხდა გაყიდვებიც, მაგრამ მნიშვნელობა აქვს მომენტის შერჩევას.

 

დავით სონღულაშვილი: რეზერვების ზრდაზე რეკომედაცია იყო წლის ბოლომდე და თქვენ გაზარდეთ ორ თვეში, ვფიქრობ, დიდი შესყიდვები განახორციელეთ მოკლე დროში და მაგიტომ მოხდა ლარის კიდევ უფრო გაუფასურება.

 

კობა გვენეტაძე: ამასთან დაკავშირებით არასწორი ინფორმაცია გაქვთ, ორ თვეში ნამდვილად არ გაგვიზრდია რეზერვები. როდესაც ბაზარი იძლეოდა ამის საშუალებას, მაშინ ყიდულობდა ეროვნული ბანკი ვალუტას, ისევ და ისევ რეზერვების შესავსებად, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის სტაბილურობას ხმარდება. რეზერვების შევსება  დიდ მნიშვნელობას ატარებს და ნაჩქარევად მისი შევსება არ მომხდარა.

 

 

ნათია ლომიძე 




გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად

გიორგი გახარია: 8 წელი არ გამოდგა საკმარისი სისტემური ინფრასტრუქტურის ნორმალურ ფორმაში მოსაყვანად
access_time2020-09-20 20:13:05
“ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც ჩვენ ქვეყანა მივიღეთ, გზები, წყალმომარაგება, გაზიფიცირება, ხიდები – ეს ყველაფერი იყო ისეთ სავალალო მდგომარეობაში, სისტემურად, მთელი ქვეყნის მასშტაბით, გუშინაც ვთქვი და დღესაც გავიმეორებ – 8 წელი არ გამოდგა საკმარისი იმისთვის, რომ ეს სისტემური ინფრასტრუქტურა ნორმალურ ფორმაში მოგვეყვანა. მომავალი 4 წლის განმავლობაში, სახელმწიფო გეგმავს, სისტემურ ინფრასტრუქტურაში დახარჯოს 20 მილიარდი ლარი, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ ესეც არ იქნება სამყოფი. ” თქვა...

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა

Forbes: Duty Free-ს მაღაზიების ქსელების დამაარსებელმა ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დახარჯა
access_time2020-09-20 20:35:56
ჩაკ ფინი მაღაზიების ქსელის Duty Free-ს წყალობით მილიარდერი გახდა, თუმცა, ამან მისი მოკრძალებული, და ასკეტური ცხოვრების წესი ვერ შეცვალა. მან სპეციალური ფონდი Giving While Living შექმნა, რომლის მიზანიც იყო აქტიური საქველმოქმედო საქმიანობის წარმოება სიცოცხლეში, და არა ფულის გადაცემა ფონდებისთვის გარდაცვალების შემდეგ,ბოლო 40 წლის მანძილზე ფინიმ ქველმოქმედებაზე 8 მლრდ. დოლარი გაიღო. 2012 წელს ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ 2 მლნ. დოლარი გადადო იმისთვის, რომ მას...

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?

ყოგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში?
access_time2020-09-20 15:25:59
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა. მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც...

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში

როგორ ყიდდნენ ძმები ჰეტფილდები წვიმას XX საუკუნის დასაწყისში
access_time2020-09-16 16:05:58
XX საუკუნის დასაწყისში, ამერიკის შეერთებულ შტატებში მოგზაურობდა ადამიანი, რომელიც მტვერსასრუტებით და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით კი არა, ჩვეულებრივი წვიმით ვაჭრობდა. მას ჩარლზ ჰეტფილდი ერქვა და თაღლითი არ ყოფილა.   მოთხოვნილება აჩენს მიწოდებას   XX საუკუნუს დასაწყისში ამერიკის სოფლის მეურნეობა — სიმინდის, კარტოფილის და ბამბის უკიდეგანო მინდვრები იყო. დროულად მოსული წვიმა ფერმერს ამდიდრებდა, ხოლო გვალვა – აკოტრებდა. როდესაც გამომწვარი მიწა...

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა

Forbes: Tesla-ს წარმატების მთავარი საიდუმლო - ადამიანების რწმენა
access_time2020-09-20 16:50:05
Tesla-ს აქციების ფასის რეკორდულმა ვარდნამ მცირე ინვესტორების განწყობებზე ვერ იმოქმედა - ისინი კვლავ დარწმუნებულები არიან, რომ კაპიტალებს მომავალში აბანდებენ, და მათი ნაწილის სამუშაოს შეცვლაზეც კი მიდის, ოღონდ საყვარელ კომპანიასთან ახლოს იყოს. სწორედ ამ, საცალო აქციონერების დამსახურებაა ელექტროკარების მწარმოებლის კაპიტალიზაციის მუდმივი ზრდა. აქციების 20%-იანმა ვარდნამ Tesla-ს «ფან-კლუბის“ რწმენა ვერ შეარყია. მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე ინჟინერისთვის დევიდ ბერდისთვის,...


მსგავსი სიახლეები

up