გაზის გაცვლითმა ფასმა ევროპაში მიმდინარე წლის მარტის შემდეგ ათას კუბ/მ-ზე პირველად გადააჭარბა 2000 დოლარს. ამის შესახებ RBC-Ukraine ლონდონის საფონდო ბირჟის ICE მონაცემებზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ცნობილია, ევროპაში გაზის ფასის მკვეთრი მატება რუსული „გაზპრომის“ ქმედებებითაა განპირობებული.
გუშინ „გაზპრომმა“ გამოაცხადა, რომ Nord Stream-ის გაზსადენზე მდებარე პორტოვაიას სადგურზე Siemens-ის კიდევ ერთი ტურბინა იყო გაჩერებული. 27 ივლისს, დილის 7 საათიდან, Nord Stream-ით გადასატანი გაზის მოცულობა დღეში 33 მილიონ კუბ/მ-ს არ აღემატება.
ამავე დროს, გერმანიამ განაცხადა, რომ არ არსებობს ტექნიკური მიზეზები მიწოდების შემცირებისთვის.
გარდა ამისა, Siemens Energy-მ თქვა, რომ ტურბინა, რომელიც მოსკოვის მტკიცებით, ზღუდავს Nord Stream 1 გაზსადენის გამტარუნარიანობას, მზად არის მიწოდებისთვის. თუმცა, რუსეთის ფედერაცია შეკეთების შემდეგ ანელებს მის იმპორტს.