ჰესის მშენებლობა საფრთხეს არ უქმნის იმ ვენახებს სადაც ადგილობრივებს უნიკალური ჯიშის ყურძენი, ტვიში მოჰყავთ - ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია

ჰესის მშენებლობა საფრთხეს არ უქმნის იმ ვენახებს სადაც ადგილობრივებს უნიკალური ჯიშის ყურძენი, ტვიში მოჰყავთ - ნამახვანჰესის მშენებელი კომპანია

access_time2021-02-20 11:00:51

რადიო კომერსანტის გადაცემა „პროფესიონალებში“ ნამახვანჰესის მშენებელი კომპანიის „ენკა რინიუებლზის“  წარმომადგენელი ელენე ღუბიანური „ენკასთვის“ მიწების სიმბოლურ ფასად გადაცემის შესახებ ინფორმაციას გამოეხმაურა და განმარტა, რომ საპროექტო არეალი საკმაოდ დიდი მოცულობის მიწის ფართობს მოიცავდა, რომლის ნაწილი სახელმწიფო საკუთრებას, ხოლო ნაწილი კერძო საკუთრებას წარმოადგენდა.

 

ღუბიანურმა განმარტა, რომ ქვემო ნამახვანის არეალში იდენტიფიცირებულია 278 ოჯახი, რომელიც გასახლებას არ ექვემდებარება. მისივე თქმით, გასასახლებელ ოჯახებს კომპენსაცია უკვე გადაეცათ, რომელიც ჯამში 32 მილიონ ლარს შეადგენს. „ენკა რინიუებლზის“  წარმომადგენელი ამბობს, რომ დაახლოებით 20 ოჯახია დარჩენილი, რომლებთანაც ფორმალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. იგი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი ოჯახია დარჩენილი, რომელიც  კომპენსაციას არ თანხმდება, თუმცა კომპანია იმედს იტოვებს, რომ  მოლაპარაკებები ამ ოჯახთანაც წარმატებით დასრულდება.

 

„სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწები, ის ადგილებია, სადაც ჰესის ინფრასტრუქტურა უნდა განთავსებულიყო. აღნიშნული მიწების ნაწილი სახელმწიფო კანონმდებლობის ფარგლებში კომპანია „ენკას“ პრივატიზების გზით, ხოლო ნაწილი აღნაგობის უფლებით გადაეცა. რაც შეეხება კერძო მიწებს, მათთან მოლაპარაკების პროცესი თითქმის დასრულებულია, ანაზღაურებული კომპენსაცია 32 მილიონ ლარს შეადგენს. 20-მდე  ოჯახია  დარჩენილი, რომელთანაც ახლა ფორმალური მოლაპარაკებები მიმდინარეობს.


რაც შეეხება აჟიოტაჟს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს სახელმწიფომ რიონის ხეობა „ენკას“ აჩუქა ვიტყვი, რომ როგორც მთავრობის განკარგულებაში, ასევე შემდეგ გაფორმებულ ხელშეკრულებაში „ენკაზე“ გადაცემული მიწის მიზნობრიობა დადგენილია. დოკუმენტში წერია, რომ მიწების გამოყენების მიზანი, არის მხოლოდ ნამხვანჰესის პროექტის იმ ვალდებულებებით და  სტანდარტებით განხორციელება, რომელიც მთავრობამ ენკას დააკისრა“, - აღნიშნა ელენე ღუბიანურმა.

 

ელენე ღუბიანურმა ასევე განმარტა, რომ „ენკას“ მიწების გასხვისება არ შეუძლია და სიმართლეს არ შეესაბამება ის ინფორმაცია, რომ თითქოს ამ ტერიტორიაზე  3 000 თურქი ოჯახი უნდა დასახდლეს.


 

„აქ  ჩამოსახლებას არავინ არ აპირებს, მეტსაც გეტყვით 2000 დასაქმებულიდან  მშენებლობის ბაზაზე 1400-მდე სამუშაო ადგილი ადგილობრივი მოსახლეობისთვის არის გათვალისწინებული. ამავდროულად აუცილებლად მინდა ავღნიშნო, რომ კომპანიამ აიღო ვალდებულება, რომ  200 მილიონი ლარის ღირებულიების 20 კილომეტრიანი უმაღლესი სტანდარტის გზა ააშენოს და  სახელმწიფოს უსასყიდლოდ  გადასცეს“, - განაცხადა ელენე ღუბიანურმა.

 

„ენკა რინიუებლზის“  წარმომადგენელი აცხადებს, რომ გარემოზე ზეგავლენის შეფასების პერიოდშიც და შემდეგაც ჩატარდა კვლევები, რომლის მიხედვითაც, მუნიციპალიტეტში მდებარე ჰესის მიდამოები დატბორვას არ ექვემდებარება. შესაბამისად მისივე თქმით, ჰესი საფრთხეს არ უქმნის იმ ვენახებს სადაც ადგილობრივებს უნიკალური ჯიშის ყურძენი - ტვიში მოჰყავთ.

 

„ადგილობრივების წუხილი ამ საკითხთან დაკავშირებით საერთოდ არ არის გასაკვირი, ისინი ამ უნიკალურ ჯიშის ყურძენისგან აწარმოებენ ღვინოს, რაც მათი ერთადერთი შემოსავლის წყაროა, თუმცა ჩვენ ზემო ნამახვანის პროექტის არეალში  დამატებით  გათვალისწინებული გვაქვს მონიტორინგის სისტემების ინსტალაცია, რაც როგორც  მშენებლობის, ასევე  ოპერირების დროს კლიმატის ცვლილებებზე ძალიან დეტალური დაკვირვებას გულისხმობს და თუკი მოხდა ისე, რომ ყურძენზე ან ღვინოზე ჰესს თუნდაც მინიმალური გავლენა ექნება, ამაზე პასუხისმგებლობას კომპანია აიღებს. თუმცა ჩვენი სპეციალისტების დაკვირვებით ტვიშს გადაშენება არანაირად არ ემუქრება, გარდა ამისა, სოციალურ  პასუხისმგებლობის ფარგლებში გათვალისწინებულია ადგილობრივი მეღვინეობის  ხელშეწყობა და მცირე  საწარმოს დაფუძნება“, - აღნიშნა  ელენე ღუბიანურმა.

 

კითხვაზე  შეიძლება თუ  არა მიწისძვრის ან მეწყერის გამო დაზიანებულმა ჰესმა კოლხეთის დაბლობი ან ქუთაისი დატბოროს, ღუბიანური პასუხობს, რომ მთავრობასთან  გაფორმებულ  ხელშეკრულებაში ჩადებულია პუნქტი, რომელიც ინვესტორს უსაფრთხოების წესების დაცვას ავალდებულებს. ღუბიანურის განმარტებით ექსპერტები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კაშხლის ჩამონგრევის პრეცედენტი მსოფლიოში არ ყოფილა.

 

„ჩვენი კაშხალი უმაღლესი სტანდარტის და გრავიტაციული ტიპისაა, საბედნიეროდ ტექნოლოგია და  ცივილიზაცია  საკმაოდ  წინ არის  წასული, დაიხვეწა ის ტექნოლოგებიც და კონსტრუქციული სქემებიც, რის მიხედვითაც მსგავსი პროექტები  კეთდება. ამ კუთხით, რომ წავიდეთ, მაშინ იაპონიაში არაფერი არ უდნა შენდებოდეს,  საქართველოზე ბევრად უფრო სეისმური ადგილებიც არსებობს, აქედან გამომდინარე  გათვალისწინებულია უსაფრთხოება, თუმცა კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ თუ მასშტაბური 20 ბალიანი მიწისძვრა მოხდა და მეტეორი დაგვეცა, რა თქმა უნდა არავინ იქნება დაცული“ - აღნიშნა ელენე ღუბიანურმა.

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up