200-მდე ბენეფიციარი და ფსიქოთერაპიის 1200 საათი - Responsible.ge-სა და „კამარას“ თანამშრომლობის 1 წელი

200-მდე ბენეფიციარი და ფსიქოთერაპიის 1200 საათი - Responsible.ge-სა და „კამარას“ თანამშრომლობის 1 წელი

access_time2021-04-12 17:00:17


ფსიქორეაბილიტაციის უფასო კურსები თამაშზე დამოკიდებულთათვის „კამარაში“ Responsible.ge-ს დაფინანსებით 1 წელია მიმდინარეობს. 2020 წლის მარტში „კამარა“ იყო პირველი ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრი, რომელიც ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პლატფორმის პარტნიორი გახდა და თამაშზე დამოკიდებული ადამიანებისთვის კომპლექსური ფსიქოთერაპიული კურსები გამოაცხადა.


პროექტის დაწყებიდან 1 წლის თავზე კამარა და responsible.ge შედეგებს აჯამებენ.


ამ დროის განმავლობაში ცენტრს ფსიქოთერაპიული სერვისისთვის 190-მა ბენეფიციარმა მიმართა. თერაპიული კურსი წარმატებით დასრულებული აქვს 23 პაციენტს. დღევანდელი მონაცემებით თერაპიას გადის 59 პაციენტი.



ნათია ფანჯიკიძე, კამარას ხელმძღვანელი, ფსიქოლოგი: „მეთოდს, რომელსაც კამარაში დამოკიდებულებებთან სამუშაოდ ვიყენებთ, ძალიან მაღალი გამარჯვების მაჩვენებელი აქვს. პრაქტიკულად, ყველა პაციენტი ინარჩუნებს ხანგრძლივ რემისიას და ბევრმა ადამიანმა შეცვალა ცხოვრება. შესაბამისად, დღევანდელი გადმოსახედიდან კიდევ უფრო დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს თანამშრომლობა სწორი ნაბიჯი იყო. ცხადია გლობალური პრობლემის დასაძლევად ერთი თანამშრომლობა, ინიციატივა ან თუნდაც ცენტრი საკმარისი არ არის. ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ვფიქრობ სხვა მხარეების ჩართულობით გადახდის უუნარო სეგმენტისთვის ფსიქოსარეაბილიტაციო კურსების ხელმისაწვდომობის გაზრდით უნდა გაგრძელდეს“. 


„ეს პრაქტიკა, როცა სათამაშო ბიზნესი ფსიქორეაბილიტაციის პროგრამებს აფინანსებს, საკმაოდ კარგად მუშაობს ევროპაში. პროექტის დასაწყისში ჩვენი მიზანი იყო არა მარტო კომპანია, არამედ ინდუსტრია განგვევითარებინა და სოციალური პასუხისმგებლობის ეს მოდელი შემოგვეტანა ბაზარზე.



1 წლის წინ „ევროპაბეთისა“ და „კამარას“ თანამშრომლობის დაანონსება გაბედული და ხმაურიანი ნაბიჯი იყო ორივე მხარისგან. გვიხარია, რომ პროგრამაზე მოთხოვნაც და შედეგებიც პროექტის აუცილებლობაზე მიანიშნებს. ვფიქრობთ, საბოლოოდ ასეთი შესაძლებლობების გამრავლებასა და ფსიქოთერაპიის ხელმისაწვდომობის გაზრდაში გემბლინგ ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან“,  - აღნიშნავს ლაშა გოგუა, „ევროპაბეთის“ მარკეტინგის დირექტორი.



2020 წლის მარტიდან პროექტის ფარგლებში კამარაში თერაპიის 1248 საათი ჩატარდა. თერაპიული სეანსები პარალელურად მიმდინარეობს სამ ჯგუფში, კვირაში ოთხი დღე, ოთხ სხვადასხვა თერაპევტთან.


კურსების დაწყებიდან 3 კვირაში ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა, თუმცა ინტენსიური ფსიქოთერაპიის პროგრამა არ შეჩერებულა.


„მოგვიწია თერაპიის პროცესის ონლაინში გადატანა. მიუხედავად იმისა, რომ დისტანციურმა შეხვედრებმა ზოგიერთი თერაპიის ჩატარებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტები გამოგვაცალა, მთლიანობაში, მეთოდის გადატანა მოხერხდა და ჩვენდა სასიხარულოდ, შედეგმა გაამართლა. მოგვემატნენ ახალი ბენეფიციარებიც, მათ შორის, საქართველოს სხვა ქალაქებში მცხოვრები პირები. აქედან გამომდინარე, გარდა თბილისში მცხოვრები ბენეფიციარების ადგილზე მომსახურებისა, ონლაინ პრაქტიკა აღარ გავაუქმეთ. დავტოვეთ, როგორც უკვე აპრობირებული, დამატებით შესაძლებლობა დედაქალაქის გარეთ მცხოვრები ბენეფიციარებისთვის”, - ნინუცა კომახიძე, „კამარას“ ფსიქოლოგი.



ფსიქორებაილიტაციის უფასო კურსები თამაშზე დამოკიდებულთათვის „კამარაში“ გრძელდება. პროგრამაში რეგისტრაციისთვის მსურველებმა უნდა მიმართონ ცენტრს ნომერზე 032 298 21 95.


***

„ევროპაბეთმა“ პასუხისმგებლიანი თამაშის ევროპული მოდელის დანერგვა ინდუსტრიაში 2019 წლის ბოლოდან დაიწყო. ბეთსონ ჯგუფის წარმომადგენელი საქართველოში ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ ღირებულებას პასუხისმგებლიანი ოპერირების კონცეფციას იზიარებს და ქართულ ბაზარზე ახალი კულტურის შემოტანას განაგრძობს. ევროპაბეთის პასუხისმგებლიანი თამაშის პოლიტიკა სამ მიმართულებას მოიცავს. ესაა პასუხისმგებლობა ბიზნესში, პასუხისმგებლობა კომუნიკაციაში და პასუხისმგებლობა საზოგადოების მიმართ. კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში კომპანია პროექტებს თითოეული მიმართულებით ახორციელებს.


Responsible.ge-სა და „კამარას“ თანამშრომლობის 1 წელი from EB on Vimeo.


(NS)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up