200 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით დაქირავებულთა შესახებ პირველი თვის მონაცემების წარდგენის ვადა, დღეს, 20 იანვარს იწურება

200 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით დაქირავებულთა შესახებ პირველი თვის მონაცემების წარდგენის ვადა, დღეს, 20 იანვარს იწურება

access_time2021-01-20 12:50:00

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური დამსაქმებლებს შეახსენებს, რომ 200 ლარიანი დახმარების მიღების მიზნით, დაქირავებულთა შესახებ მონაცემების წარდგენის ვადა, დღეს, 20 იანვარს იწურება. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.



„აღნიშნული განაცხადების წარდგენა შესაძლებელია დისტანციურად, (ყოველი მომდევნო თვის 20 რიცხვის ჩათვლით, 6 თვის განმავლობაში), მომხმარებლის ავტორიზებული გვერდიდან https://eservices.rs.ge. შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში მიუსვლელად.



უწყებას განაცხადი წარედგინება არაუგვიანეს შესაბამისი თვის (თვე, რომელშიც დაქირავებულმა ვერ მიიღო ხელფასი) მომდევნო თვის 20 რიცხვისა, ხოლო თუ დამქირავებელი ყოველ მომდევნო თვეში არ წარადგენს განაცხადს, შემოსავლების სამსახური კომპენსაციის მიმღებ პირთა ნუსხის შედგენისას იყენებს წინა განაცხად(ებ)ს.



დღეის მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში 200 ლარიანი კომპენსაციის მიღების მიზნით უკვე 115 000 განაცხადია დარეგისტრირებული.




აქვე გაცნობებთ, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის განახლებული პროგრამული უზრუნველყოფა https://www.rs.ge/kompensacia მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, თავად გადაამოწმოს კომპენსაციის მიმღებთა რეესტრი. დაინტერესებული პირი საძიებო სისტემაში პირადი ნომრის, დაბადების თარიღისა და ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო კოდის შეყვანის შემდეგ მარტივად გადაამოწმებს, უკვე წარმოადგინა თუ არა მონაცემები დამსაქმებელმა.



ამასთან, გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ დამქირავებლის მხრიდან არასწორი ინფორმაციის წარმოდგენის და კომპენსაციის უსაფუძვლოდ გაცემის შემთხვევაში, სახელმწიფოსთვის მიყენებულ ზიანზე პასუხისმგებლობა ეკისრება განმცხადებელს.
შემოსავლების სამსახური მოუწოდებს ყველას, კანონდარღვევის ფაქტების, ე.წ. თაღლითური სქემების გამოყენების შესახებ, დაუყოვნებლივ, დადგენილი წესით, მიმართონ უწყებას და შესაბამისი საგამოძიებო უწყებები მოახდენენ რეაგირებას თითოეულ გამოვლევინ ფაქტზე.



დამსაქმებლების მიერ, კომპენსაციის გაცემისთვის საჭირო ელექტრონული განაცხადის ფორმის, ონლაინ შევსების წესის შესახებ ვიდეო ინსტრუქცია, ასევე პასუხები ხშირად დასმულ კითხვებზე შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულებზე:



https://rs.ge/LawNewsArchive?newsId=159



https://rs.ge/Covid19?cat=7&tab=8



დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ დაუკავშირდეთ შემოსავლების სამსახურის საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს: 2 299 299 ან მოგვწეროთ ელექტრონულ მისამართზე info@rs.ge – ნათქვამია ინფორმაციაში.









Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?

Handelsblatt: რატომ რჩება უკრაინა ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად?
access_time2021-02-24 20:00:11
უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმირ ზელენსკის დღეს სიცილისთვის აღარ სცალია - ყოფილი მსახიობი-კომიკოსი დღეს მკაცრი მზერით კამერაში იყურება და 3 უკრაინული ტელეარხისთვის  მაუწყებლობის ლიცენზიის ჩამორთმევის შესახებ აცხადებს.     ის ყოველგვარ ბრალდებებს ცენზურის დამყარებაში კატეგორიულად უარყოფს - მისი თქმით, საუბარია არა პრესის თავისუფლების შეზღუდვაზე, არამედ ეროვნულ უსაფრთხოებაზე.     ეს 3 ტელეკომპანია - ZIK, NewsOne...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2021-02-24 21:00:30
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1. ირაკლი ღარიბაშვილმა შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა წარადგინა - რა იხსნება მარტიდან? საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ შეზღუდვების ეტაპობრივი შემსუბუქების გეგმა...

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება

საქართველოში სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების წარმოება დაიწყება
access_time2021-02-24 19:00:17
სეტყვის საწინააღმდეგო და მზისგან დამცავი ბადეების წარმოება საქართველოში უკვე გაზაფხულზე დაიწყება.    ქარელის რაიონში ქარხნის გახსნა 2021 წლის იანვრისთვის იგეგმებოდა, თუმცა, პანდემიის გამო რამდენიმე თვით გადაიდო.    ქარხანას კომპანია Agrobade LTD აშენებს. მისი დამფუძნებლის ავთანდილ მაისურაძის თქმით, წარმოების იდეა ბაზრის შესწავლის შემდეგ გაჩნდა.   „ჩვენ ამ ტიპის...

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს

PMC კვლევა: საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიიღებს
access_time2021-02-24 17:38:28
საქართველო ტურისტების პანდემიამდელ რაოდენობას 2023 წლისთვის მიაღწევს, - ასეთია PMC კვლევითმა ცენტრის გამოკითხვის შედეგები.   გამოკითხულ ექსპერტთა უმრავლესობის აზრით (53.3%) ტურისტების რაოდენობა პანდემიამდელ მდგომარეობას დაუბრუნდება 2023 წელს, 26.7%-ის აზრით 2024 წელს.   რესპონდენტებს სთხოვეს გაეკეთებინათ პროგნოზი, თუ რამდენად აღდგება ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი 2021 წელს, 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. 60% ვარაუდობს, რომ 2021 წელს მიღებული...

სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა.. - რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ გამარტივებული წესით შემოსვლა1 მარტიდან?

სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა.. - რომელი ქვეყნის მოქალაქეებს შეეძლებათ გამარტივებული წესით შემოსვლა1 მარტიდან?
access_time2021-02-24 16:30:17
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა შეუძლიათ „პისიარ“ ტესტის ნეგატიური პასუხით, 1 -ელი მარტიდან ემატება სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.   როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, სახმელეთო საზღვრებზე ამ ეტაპზე ისევ ვინარჩუნებთ დღეს მოქმედ...


მსგავსი სიახლეები

up