200 ლარად დაწყებული ბიზნესი და პანდემიის დროს დანახული ახალი შესაძლებლობა

200 ლარად დაწყებული ბიზნესი და პანდემიის დროს დანახული ახალი შესაძლებლობა

access_time2020-09-17 12:00:29

გლობალური პანდემიის ფონზე მსოფლიო მოსახლეობა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა. პირბადე, ხელთათმანები, სადეზინფექციო ხსნარი, თუ სხვა ჰიგიენური საშუალებები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.


ვებ-დიზაინერის ტატო მახაშვილის მიერ წამოწყებული სტარტაპი Higiena.ge, რომელიც ქართულ ბაზარზე აპრილის ბოლოს გამოჩნდა, სულ რაღაც 200 ლარის საინვესტიციო ბიუჯეტს მოიცავს. მიზანი კი ჰიგიენური საშუალებების ერთ ადგილას თავმოყრაა.


როგორც Higiena.ge-ს დამფუძნებელმა ტატო მახაშვილმა განაცხადა, ვებ-გვერდის მეშვეობით, შეღავათიან ფასად ყველა ჰიგიენური საშუალებების შეძენა მომხმარებელს ერთ სივრცეში შეუძლია.


„პანდემიის დროს ონლაინ პლატფორმა, სადაც ყველა ჰიგიენური საშუალების შეძენა და სახლში მიტანა იქნებოდა შესაძლებელი - არ არსებობდა. სწორედ აქედან წამოვიდა იდეა. ყველაფერი დაიწყო ვებ-გვერდის შექმნით, რასაც ჩვენი მხრიდან პროდუქციის შეძენა, შემდეგ კი გაყიდვა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ კარანტინის პერიოდში, როდესაც უამრავი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა ჩვენ 3 სამუშაო ადგილი შევქმენით.



გარდა ამისა, სპეციალურად ჩვენი სტარტაპისთვის შეიქმნა საკურიერო მომსახურების კომპანია, სადაც 5 ადამიანი დასაქმდა. ამით იმის თქმა გვსურს, რომ არ არსებობს ბარიერები და თუნდაც ჩემი პროფესიის ხალხს, რომლებიც ვებ-დიზაინის შექმნაზე მუშაობენ, მსგავს სიტუაციებშიც შეუძლიათ საქმიანობის გაგრძელება“, - განმარტავს ტატო მახაშვილი.


ხელმისაწვდომი ფასები და ქართული წარმოების პროდუქცია Higiena.ge-ს მთავარი სავიზიტო ბარათია, რისი მეშვეობითაც, დღესდღეობით სამომხმარებლო ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი პოზიცია უკავია.


„ჩვენთან ფასები დაბალანსებულია. ასევე, მაქსიმალურად ვცდილობთ ადგილობრივ წარმოებას შევუწყოთ ხელი და ყველა არსებული ქართული ჰიგიენური პროდუქცია განვათავსოთ ჩვენს პლათფორმაზე.  აღსანიშნავია, რომ ჩვენთვის მთავარი პროდუქციის ხელმისაწვდომობაა და არა 1 პროდუქტის გაყიდვით მიღებული თანხა“, - აღნიშნავს ტატო მახაშვილი.

 



(R)



თეგები:
higiena.ge



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up