200 000 მოსწავლე 15 სექტემბერს დისტანციურ სწავლას კომპიუტერის გარეშე დაიწყებს

200 000 მოსწავლე 15 სექტემბერს დისტანციურ სწავლას კომპიუტერის გარეშე დაიწყებს

access_time2021-09-13 11:00:25

საქართველოში ინტერნეტთან წვდომა ოჯახების 86.1%-ს გააჩნია, თუმცა მათგან კომპიუტერი მხოლოდ 63.8%-ს აქვს, სოფლებში ეს მაჩვენებელი 49.7%-ს შეადგენს, რაც დისტანციური სწავლების პირობებში სკოლის მოსწავლეებსა და სტუნედნტებს სერიოზულ პრობლემებს უქმნის. საქართველოში დაახლოებით 200 000 მოსწავლეს სახლში კომპიუტერი არ აქვს. ეს იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო საგარეო ვალი ბოლო 19 თვეში $2.261 მლრდ-ით გაიზარდა, საიდანაც მოსწავლეების კომპიუტერბით აღჭურვაზე $1-იც არ დახარჯულა.



15 სექტემბერს ცარიელ საკლასო ოთახებში მეოთხე სემესტრი დაიწყება. 2019-2020 წლების მეორე სემესტრისა და 2020-2021 წლების ორივე სემესტრის დიდი ნაწილი დისტანციური სწავლების რეჟიმში წარიმართა. ანალოგიური სიტუაცია იყო უნივერსიტეტებშიც.



სახლიდან მუშაობა, ტექნიკურად გამართული საკომუნიკაციო არხების პირობებშიც კი ბევრ სრულწლოვანს უჭირს. ბავშვისთვის, განსაკუთრებით კი დაბალი კლასის მოსწავლისთვის, პრობლემა კიდევ უფრო მწვავედ დგას. დიდ ქალაქებში ოჯახების მეოთხედს და სოფლად ოჯახების ნახევარზე მეტს სახლში კომპიუტერი არ გააჩნია. მათი ნაწილი სმარტფონს ფლობს, მაგრამ სმარტფონის პატარა ეკრანთან მუშაობა ცალკე კლავიატურის გარეშე, კიდევ ურო რთული ხდება. იმ ოჯახებშიც, სადაც აქვთ ერთი კომპიუტერი, შეძლება სასკოლო ასაკის 2 ან მეტი ბავშვი იყოს. 1 კომპიუტერით მე-3 და მე-7 კლასელი ბავშვების პარალელურ რეჟიმში მუშაობა კი შეუძლებელია.



საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2020 წელს საქართველოს მოსახლეობა 3.717 მლნ-ს შეადგენდა, ზუსტად იმდენივეს, რამდენსაც 2014 წელს, ამ პერიოდში მოსახლეობის ყველაზე მაღალი რიცხოვნობა 2018 წელს დაფიქსირდა - 3.730 მლნ, სხვაობა სულ 13 ათასია, მიუხედავად ამისა, იმავე საქსტატის მონაცემებით, 2014-2020 წლებში სკოლის მოსწავლეთა რაოდენობა 55 ათასით 554 ათასიდან 609 ათასამდე გაიზარდა, რაც 10%-იანი მატებაა, მოსახლეობის საერთო რაოდენობის ნულოვანი მატების პირობებში. მონაცემები ჯამურ მაჩვენებელს ასახავს და კერძო სკოლებიდან საჯაროში ბავშვების მიგრაციით არ არის გამოწვეული. აღნიშნულ პერიოდში კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა 6 ათასით 59 ათასამდე გაიზარდა, საჯარო სკოლებში კი 49 ათასით 549 ათასამდე. 2008-2014 წლებში სულ 380 ათასი ბავშვი დაიბადა, 1997-2003 წლებში 347 ათასი და ამ მონაცემებით უფრო მეტი შევიდოდა სკოლაში, ვიდრე დაამთავრებდა, მაგრამ სხვაობა ამ შემთხვევაში 33 ათასია და არა 55 ათასი.




როგორიც არ უნდა იყოს წინა წლების სტატისტიკა, სახელმწიფო დღეს აღიარებს, რომ საჯარო სკოლებში 550 ათასი მოსწავლე ჰყავს და მათგან მესამედზე მეტს სახლში 1 კომპიუტერიც არ გააჩნია. სახელმწიფო დასწრებულ რეჟიმში სწავლას აჩერებს, იცის რომ 200 ათასზე მეტ ბავშვს ამ გადაწყვეტილებით დისტანციურ არხსაც უკეტავს – ტოვებს მხოლოდ სახელმძღვანელოების ამარა და პრობლემის მოსაგვარებლად მხოლოდ ტელესკოლას ამატებს (გამოთვლებისას გაკეთებულია დაშვება, რომ კერძო სკოლაში ლეპტოპი ყველას აქვს, საჯარო სკოლის მოსწავლეებში კი იმდენ პროცენტს, რამდენიც მთლიანად ქვეყანაში).



200 ათასი ბავშვისთვის ბიუჯეტური ლეპტოპების შესაძენად, რაოდენობაზე მისაღები ფასდაკლების გათვალისწინებით, 200 მლნ ლარიც საკმარისი იქნებოდა, რაც $65 მლნ-ზე ნაკლებია. თუ ამ რიცხვს დავუმატებთ სოციალურად დაუცველი პირებისთვის ინტერნეტის გაყვანისა და შემდეგ ინტერნეტის სააბონენტო გადასახადს, ხარჯი 70-80 მლნ დოლარამდე გაიზრდება, ეს დაახლოებით ის თანხაა, რასაც ევროკავშირი საქართველოს ურიცხავდა და რაზეც ქვეყანამ უარი განაცხადა. იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახების უმეტესობაში რამდენიმე ბავშვზე 1 კომპიუტერი მოდის, განათლებაზე ხელმისაწვდომობის პრობლემას ბოლომდე ვერც ეს 80 მლნ მოაგვარებდა, მაგრამ არსებულთან შედარებით მდგომარეობას მნიშვნელოვნად გამოასწორებდა.



2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი $5.741 მლრდ–ს შეადგენდა, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით $7.535 მლრდ-ს, 2021 წლის 31 ივლისისთვის კი $8.002 მლრდ–ს. წელიწადნახევარში საგარეო ვალი $2.261 მლრდ-ით გაიზარდა, ამ ნაზარდი თანხის 4% დისტანციური სწავლების ხარისხს სრულად თუ არა, მეტ-ნაკლებად მაინც გააუმჯობესებდა.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up