19 წლის კობა ჟღენტმა „ვეფხისტყაოსნის“ აპლიკაციის შემდეგ, „ბორბალო“ შექმნა

19 წლის კობა ჟღენტმა „ვეფხისტყაოსნის“ აპლიკაციის შემდეგ, „ბორბალო“ შექმნა

access_time2022-12-11 12:00:50

„ვეფხისტყაოსნის“ აპლიკაციის შემქმნელმა კობა ჟღენტმა ახალი აპლიკაცია „ბორბალო“ შექმნა, რომლის მეშვეობითაც მძღოლები თავიანთ მანქანაზე გამოწერილი ჯარიმების ნახვას და დაჯარიმების მიზეზების გარკვევას შეძლებენ. აპლიკაცია მძღოლებს ჯარიმის გადახდის ბოლო ვადას შეახსენებს და ამავე აპლიკაციიდან ჯარიმის გადახდასაც შეძლებენ.


„ბორბალოზე“ კობა ჟღენტმა სამი წელი იმუშავა. აპლიკაციის შექმნას 150 000 ლარის ინვესტიცია დასჭირდა. ის უკვე 1 თვეა ფუნქციონირებს და 10 000 მომხმარებელი ჰყავს. „ბორბალო“-ში მანქანის „დამატება“ პირველი თვე უფასოა. ერთი თვის შემდეგ, ყოველთვიური გადასახადი 1 ლარია.

 



კობა ამჟამად სან-ფრანცისკოს კომპიუტერული ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტია. მან „ვეფხისტყაოსნის“ აპლიკაცია 2020 წელს შექმნა. მაშინ კობა მე-12 კლასის მოსწავლე იყო. აპლიკაცია დიდი პოპულარობით სარგებლობს. როგორც „კომერსანტთან“ საუბრისას კობა ჟღენტმა თქვა, „ვეფხისტყაოსნის“ აპლიკაციას ყოველწლიურად 100 000 მომხმარებელი ჰყავს.

 

„კომერსანტი“ 19 წლის კობა ჟღენტს ახალი აპლიკაციის მნიშვნელობასა და მუშაობის პროცესში წარმოქმნილ გამოწვევებზე ესაუბრა.

 

 

 

საიდან გაჩნდა „ბორბალოს“ შექმნის იდეა და მუშაობის პროცესში რა სირთულეები გქონდათ?

 

„ბორბალოს“ შექმნის იდეა ჩვენთან, ოჯახში დაიბადა. როდესაც მამას რომელიღაც გაუგებარი 10-ლარიანი ჯარიმის გამო მართვის მოწმობა ჩამოართვეს. მაშინ ჩემმა ძმამ, ლუკამ, ასეთი წინადადება თქვა: „მოდი, შევახსენოთ ხალხს ჯარიმები“. ეს გახლდათ ის თავდაპირველი იდეა, რომელიც თავში ჩარჩა და იმ ღამესვე დავხაზე „ბორბალოს“ პირველი ვერსია. იდეის ხორცშესხმას თითქმის სამი წელი დასჭირდა.

 

რა თქმა უნდა, მუშაობისას სირთულეებიც იყო. საკმაოდ რთული იყო აპლიკაციის შექმნისათვის პროფესიონალი და, რაც მთავარია, პასუხისმგებლობის მქონე პროგრამისტთა გუნდის პოვნა. ეს საკითხიც დადებითად გადაიჭრა და შედეგად, აპლიკაცია „ბორბალო“ უკვე ერთი თვეა გამართულად, შეუფერხებლად, ტექნიკური ხარვეზების გარეშე მუშაობს.

 


კიდევ უფრო ძნელი ოფიციალურ, სახელმწიფო ორგანოებთან შეთანხმებების მიღწევა იყო: ისინი იდეის პრაქტიკულ საჭიროებასა და განხორციელების შესაძლებლობაში უნდა დამერწმუნებინა. მადლობის მეტი არაფერი მეთქმის, რადგან ყველა საფეხურზე დიდი ინტერესითა და კეთილგანწყობით მხვდებოდნენ, გულისყურით მისმენდნენ და ბევრიც გააკეთეს, რომ ბიუროკრატიული დაბრკოლებები არ შექმნილიყო.

 

ერთი სირთულე მდგომარეობს იმაში, რომ მე აშშ-ში ვსწავლობ, იქ ვიმყოფები, თუმცა, ამან ყველაზე ნაკლებად შემიშალა ხელი: საინფორმაციო-კომუნიკაციური რევოლუციის ეპოქაში, როცა სამყარო „ერთ დიდ სოფლად იქცა“, ეს იოლად მოსაგვარებელი პრობლემაა: ჩემს გუნდთან ინტერნეტის საშუალებით ვთანამშრომლობ (თუმცა, საქართველოსა და სან-ფრანცისკოს დროს შორის 12-საათიანი სხვაობის გამო ღამეების გათენება ნამდვილად მიწევს).

 

ამჟამად ახალ მარკეტინგულ სვლებზე ვფიქრობთ. გვინდა მივაღწიოთ იმას, რომ „ბორბალო“ ყველა მძღოლის მობილურის სასურველი ბინადარი და მათი ერთგული თანაშემწე გახდეს.

 

 

რამდენი ადამიანი მუშაობდით „ბორბალოზე“?

 

აპლიკაციაზე თავდაპირველად მხოლოდ მე ვმუშაობდი, რა თქმა უნდა, ოჯახის თანადგომით. როდესაც უკვე შშს-სთან შეთანხმებას მივაღწიე, პროგრამისტთა და იურისტების გუნდი ავიყვანე. სულ დაახლოებით 10-მა ადამიანმა იმუშავა აპლიკაციაზე.

 

 

რას გულისხმობს ეს აპლიკაცია?

 

„ბორბალო“ მომხმარებლებს მანქანასთან დაკავშირებულ სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. ამისათვის მძღოლმა ჯერ მანქანა აპლიკაციაზე უნდა დაამატოს. მანქანის დამატების შემდეგ, მომხმარებელს ექნება წვდომა ვიდეო, საპატრულო და საქართველოს ქალაქების პარკირების ჯარიმებზე. ჯარიმები გამოწერისთანავე აისახება აპლიკაციაზე და მომხმარებელი თვალნათლად დაინახავს - როდის, რა მიზეზით, რა თანხით და რა ადგილას გამოეწერა ჯარიმა. აპლიკაციის საშუალებით მძღოლს შეუძლია იყიდოს საქალაქო პარკირების საშვი და შემდეგ თვალი ადევნოს. საქალაქო პარკირების საშვებთან ერთად, მომხმარებელს ასევე შეეძლება გადაიხადოს ზონალური პარკირების დგომის საფასურიც.

 

„ბორბალო“ მძღოლებს შეტყობინებების მომსახურებას და „ავტომატურ გადახდებს“ სთავაზობს (ეს სერვისი ფასიანია), რომლის გამოწერის შემთხვევაში მანქანაზე გამოწერილი ჯარიმები ყოველთვის საუკეთესო ფასში დაიფარება.

 



ამჟამად რამდენი გამომწერი ჰყავს „ბორბალოს“?

 

„ბორბალო“ კი მხოლოდ ერთი თვეა გამოჩნდა ბაზარზე და მას უკვე 10 000-მდე მომხმარებელი ჰყავს.

 


კიდევ რა იდეები გიტრიალებთ თავში, ახალ აპლიკაციაზე ხომ არ მუშაობთ?

 

იდეების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდი, საერთოდ, ჩემი იდეები კონკრეტული, ცხოვრებისეული, პრაქტიკული საჭიროებებიდან გამომდინარე ჩნდება. ასე იყო ორივე აპლიკაციის შემთხვევაში. ახლაც მაქვს ერთი საინტერესო იდეა, თუმცა, ამას ჯერჯერობით სიურპრიზად დავტოვებ.

 

 

მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up