„20 წელი ვცდილობდით სტაბილური ფასები გვქონოდა“ - არაგაზირებული სასმელი წყალი გაძვირდა

„20 წელი ვცდილობდით სტაბილური ფასები გვქონოდა“ - არაგაზირებული სასმელი წყალი გაძვირდა

access_time2021-03-26 12:00:56

ჰორეკა სექტორის წარმომადგენლები სასმელი, არაგაზირებული წყლის ღირებულების ზრდაზე ალაპარაკდნენ. მათი თქმით, ქართული წყლის შეძენა მომხმარებელს და სექტორს დაახლოებით 10-15 პროცენტით უფრო ძვირად უწევს. წყლის კომპანიები „კომერსანტთან“ განმარტავენ, რომ მათი მხრიდან არაგაზირებულ წყალზე ფასის ზრდა გამოწვეულია დოლარის ფასის ცვლილებით, რამაც შემდგომში წყლის ჩამოსასხმელად აუცილებელი ნედლეულის, (ეტიკეტის, თავსახურის) გაძვირება გამოიწვია. ეს პროდუქცია საქართველოში ძირითადად თურქეთიდან შემოდის.


„ჩვენ ვაწარმოებთ ბახმაროს და  ასევე ჯეო ნატურალსს. არაგაზირებული წყალი ზოგადად გაძვირებულია მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კომპანია 20 წელია უკვე ბაზარზეა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში  მაქსიმალუად ვცდილობდით რომ ფასი არ გაგვეძვირებინა, ბევრი ძალისხმევის მიუხედავად სამწუხაროდ მოგვიწია წყლის ღირებულების გაზრდა. მნიშვნელოვანია მიზეზები, რითაც ამ პროდუქტზე ფასის ზრდა არის გამოწვეული - პირველ რიგში ეს არის დოლარის კურს, რასაც მთელ ეკონომიკაზე ჰქონდა გავლენა. გარდა ამისა კოვიდ სიტუაციიდან გამომდინარე რთული მდგომარეობა ჰქონდა ბევრ კომპანიას. გაზრდილია ბენიზინის ფასიდან დაწყებული , ტარას (ნედლეული) შესყიდვის ფასით დასრულებული , თითქმის ყველაფერი, რაც უცხოურ ვალუტაშია. ეს ყველაფერი ახდენს პროდუქტის ფასზე გავლენას. დღევანდელი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე  ფასის პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება საეჭვოა,“- განმარტავენ კომპანია ნაბეღლავის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.


წყალი „სნო“-ს ფასიც გაზრდილია როგორც რესტორნებში ასევე მარკეტებში. კომპანიაში მიიჩნევენ, რომ წელს წყალზე ფასის უფრო მეტად მატება ნაკლებ სავარაუდოა. კომპანიაში ასევე განმარტავენ, რომ პროდუქციის ღირებულების პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.



„მცირე გაძვირება  აისახა ჩვენ პროდუქციაზე, თუნდაც იმ ნედლეულის გამო, რაც თურქეიდან შემოგვაქვს. დოლარის კურსის გამო გაძვირდა თავსახური, ეტიკეტი. რა თქმა უნდა წყალი არ გაძვირებულა. როგორც იცით, ჩვენი წყალი მარკეტების და ჰორეკას სექტორის დიდ ნაწილს მოიცავს. წელს არ მგონია „სნო“ კიდევ გაძვირდეს. პანდემიის პერიოდში გაყიდვები საკმაოდ მძიმე სიტუაციაში იყო,ჰორეკას სეგმენტის მთლიანად დახურვის გამო“ - განმარტავენ კომპანია „სნოს“ მარკეტინგის სამსახურში.


მარიამ მორგოშია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up