20 ნოემბრიდან ვაკის რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

20 ნოემბრიდან ვაკის რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება

access_time2020-11-18 17:50:08

ვაკის რაიონში, 20 ნოემბრიდან ზონალურ-საათობრივი პარკირების სიტემა ამოქმედდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.



„ზონალური პარკირებისთვის აღნიშნულ რაიონში 1 629 ადგილია განსაზღვრული. 



მსუბუქი ავტომობილების პარკირებისთვის 1 577 ადგილია გამოყოფილი, შშმ პირთათვის 47 ადგილი, ხოლო ელექტრომობილების დამუხტვისთვის ხუთი ადგილია განსაზღვრული.



ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაკის რაიონში შემდეგნაირად გადანაწილდა: ილია ჭავჭავაძის გამზირი - 41 ადგილი; ატენის ქუჩა - 12 ადგილი; ნინო რამიშვილის ქუჩა - 8 ადგილი; ნუგზარ საჯაიას ქუჩა - 56 ადგილი; ლევან მიქელაძის ქუჩა - 62 ადგილი; თენგიზ აბულაძის ქუჩა - 27 ადგილი; ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩა - 53 ადგილი; მიხეილ თამარაშვილის ქუჩა - 29 ადგილი; ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი - 31 ადგილი; არჩილ მიშველაძის ქუჩა - 81 ადგილი; ირაკლი აბაშიძის ქუჩა - 316 ადგილი;



მცხეთის ქუჩა - 79 ადგილი; შროშის ქუჩა - 22 ადგილი; იოველ ქუთათელაძის ქუჩა - 8 ადგილი; ვასილ ბარნოვის ქუჩა - 50 ადგილი; ტარას შევჩენკოს სკვერის მიმდებარედ - 39 ადგილი; კორნელი კეკელიძის ქუჩა - 101 ადგილი; ზაქარია ფალიაშვილის ქუჩა - 299 ადგილი; ექვთიმე თაყაიშვილის ქუჩა - 15 ადგილი; ნაფარეულის ქუჩა - 21 ადგილი; რაფიელ ერისთავის ქუჩა - 11 ადგილი; ბაზალეთის ქუჩა - 10 ადგილი; დიდიმ მირცხულავას ქუჩა - 26 ადგილი; დიმიტრი არაყიშვილის ქუჩა - 42 ადგილი; ოთარ თაქთაქიშვილის ქუჩა - 21 ადგილი; ლადო კავსაძის ქუჩა - 17 ადგილი; ნიკოლოზ ბერძენიშვილის ქუჩა - 28 ადგილი; ილო მოსაშვილის ქუჩა - 111 ადგილი.




ზონალურ-საათობრივი პარკირების სივრციდან 100 მეტრის რადიუსში მცხოვრებ მოქალაქეებს, ან იმ პირებს, რომლებსაც ამ ტერიტორიაზე უძრავი ქონება გააჩნიათ, უფლება აქვთ, მათ მიერ გათვალისწინებულ ორ სატრანსპორტო საშუალებაზე უფასო პარკირებით ისარგებლონ. ამასთანავე, ზონალური პარკირებით სარგებლობა უფასოდ, შშმ პირებს და ელექტრომობილების მფლობელებს შეუძლიათ.



ზონალური პარკირებისთვის განკუთვნილი საინფორმაციო ჯიხურები განთავსებული იქნება შემდეგ ლოკაციებზე: თამარაშვილის ქუჩა N11; ყიფშიძის ქუჩა N9; მიშველაძის ქუჩა N2; ბერძენიშვილის ქუჩისა და ჭავჭავაძის გამზირის კვეთა N62; აბაშიძის ქუჩა N40; მრგვალი ბაღი; ფალიაშვილის ქუჩა/გეგეშიძის ბაღი; კეკელიძის ქუჩა N14. მუნიციპალურ პავილიონებში მოქალაქეები პარკირების შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის მიღებას შეძლებენ.



ადგილობრივმა მცხოვრებლებმა ან უძრავი ქონების მფლობელებმა უფასო პარკირებისთვის რეგისტრაცია უნდა გაიარონ ვებგვერდზე - www.tp.ge, სადაც ID ბარათით რეგისტრაციის შემდეგ, მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება და საკადასტრო კოდი აღინიშნება.



ზონალური პარკირებით სარგებლობისთვის მოქალაქეებმა Play Store ან Apple Store-ის დახმარებით, მობილური აპლიკაცია - Tbilisi Parking უნდა ჩამოტვირთონ, გაიარონ რეგისტრაცია/ავტორიზაცია და ელექტრონული გადახდის მეთოდით, ფასიანი ავტოსადგომით ისარგებლონ. აპლიკაციაში ასევე მოცემულია რუკა, სადაც ნომრების მიხედვით, ზონალური პარკირების ყველა არეალია აღნიშნული.



ნებისმიერი პირისთვის 24 საათის განმავლობაში, პარკირების პირველი 15 წუთი უფასოა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up