ლევან კობერიძე: „20-მილიონიანი საგარანტიო ფონდი აუთვისებელია,ეს ან  ხელოვნური საბოტაჟია ან სამოხელეო დაუდევრობა“

ლევან კობერიძე: „20-მილიონიანი საგარანტიო ფონდი აუთვისებელია,ეს ან ხელოვნური საბოტაჟია ან სამოხელეო დაუდევრობა“

access_time2019-11-27 15:55:00

20-მილიონიანი საგარანტიო ფონდი, რომელიც მიმდინარე წელს ბიუჯეტიდან მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსებზე წვდომის გაზრდის მიზნით გამოიყო, აუთვისებელია.საკრედიტო-საგარანტიო მექანიზმი „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ 1-ელი აპრილიდან ამოქმედდა, კომერციულ ბანკებთან ხელშეკრულებებს კი 25 ივლისს მოეწერა ხელი. „ინტერპრესნიუსი“ დაინტერესდა, რამდენად დიდია ბიზნესის დაინტერესება აღნიშნული სახელმწიფო პროგრამით.


როგორც „ინტერპრესნიუსს“ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განუცხადეს, ბანკებს ბიზნესის მხრიდან განაცხადების მიღება არ დაუწყიათ, რადგან კვლავ გრძელდება მუშაობა პროგრამულ უზრუნველყოფაზე.


„საკრედიტო საგარანტიო სქემა არის ინოვაციური და საკმაოდ კომპლექსური პროექტი, რაც მოითხოვდა სრულიად ახალ პროგრამულ უზრუნველყოფას. სწორედ აღნიშნული სქემის კომპლექსურობიდან გამომდინარე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა კომერციულ ბანკებსა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმწოდებელ კომპანიას შორის, ხოლო აღნიშნული პროცესის დასრულების შემდგომ კომერციულ ბანკებს შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ განაცხადები აღნიშნული სქემის ფარგლებში”, - აცხადებენ სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.


ცნობისთვის, რუსული ავიასანქციების შემდეგ, პროგრამამ გარკვეული ცვლილება განიცადა და მთავრობამ საკრედიტო - საგარანტიო სქემის პრიორიტეტულ მიმართულებად ტურიზმის სექტორი, მცირე საოჯახო სასტუმროები დაასახელა.


პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატი ლევან კობერიძე განმარტავს, რომ საკრედიტო-საგარანტიო ფონდის პროექტი არ ამუშავდა, ეს ან ხელოვნური საბოტაჟია ან სამოხელეო დაუდევრობა. „საჭიროების შემთხვევაში პროკურატურასაც კი მივმართავ“-აცხადებს კობერიძე.მისი თქმით, აღნიშნული პროექტით მცირე და საშუალო ბიზნესს საქმიანობის გააქტიურება შეეძლო, თუმცა მთავრობამ ის ჩააგდო, რაც კობერიძის შეფასებით, შესაძლოა, მიზანმიმართულად მოხდა.


“მექანიზმი არის ძალიან სწორი, იყო ძალიან სწორად გაკეთებული, ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ამაზე და ყველაზე მეტად, რაც სჭირდება მცირე და საშუალო ბიზნესს - ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, სწორედ ამისკენ იყო მიმართული. მინდა გითხრათ, რომ ახლანდელი მთავრობის, კერძოდ, ნათია თურნავას მინისტრობის პერიოდში ან ხელოვნური საბოტაჟია ამ პროექტის ან არის უბრალოდ დაუდევრობა სამოხელეო, როდესაც 20 მილიონი არის უკვე ბიუჯეტში ასახული, მცირე და საშუალო ბიზნესი ელოდება, რომ ეს პროგრამა დაიწყოს და ერთი პროექტიც კი არაა განხილული და დაწყებულიც კი არაა ამ პროექტების ათვისება. უკვე დეკემბერი დაიწყო და შეგვიძლია ვთქვათ, რომ მათ პრაქტიკულად, ჩააგდეს ეს პროექტი. ეს არის გაკეთებული ან მიზანმიმართულად იმისთვის, რომ ეს 20 მილიონი გადაისროლონ რაიმე სხვა პროექტზე, რომელიც უფრო მეტად “მოსწონთ” თვითონ და იქ მოახდინონ მისი ათვისება, რასაც მე პირადად ძალიან მკაცრ კონტროლს გავუწევ და საჭიროების შემთხვევაში პროკურატურასაც კი მივმართავ, როგორც პარლამენტარი სამოხელეო გულგრილობისათვის, როდესაც დარგს შეეძლო ეკონომიკაში გაცილებით მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა ამ პროექტით და რეალურად, ბიუჯეტმა მიიღო ზარალი. ეს პროექტი არ ამუშავდა, შესაბამისად მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ვისაც შეეძლო გაეაქტიურებინა თავისი საქმიანობა და ამით ბიუჯეტისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის მეტი სიკეთე მიეცა, ეს რეალურად არ განხორციელდა. დაველოდები მათ მოქმედებებს წლის ბოლომდე და შემდგომში, არ გამოვრიცხავ, რომ ეს ნაბიჯი გადავდგა”, - განაცხადა კობერიძემ.


შეგახსენებთ, საკრედიტო - საგარანტიო სქემა „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ქვეშ 1-ელი აპრილიდან ამოქმედდა. სქემა უზრუნველყოფს მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ბანკში წარსადგენი უზრუნველყოფის 70%-მდე გარანტირებას, მიზანი კი მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივებაა.


კომერციული ბანკები სქემაში 25 ივლისიდან ჩაერთვნენ. სააგენტოსა და 12 კომერციულ ბანკს შორის გაფორმდა ხელშეკრულებები პროგრამასთან მიმართებით. აღნიშნული კომერციული ბანკებია: სს „თიბისი ბანკი“; სს „საქართველოს ბანკი“; სს „ბანკი ქართუ“ სს „პროკრედიტ ბანკი“; სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია“; სს „იშ ბანკი საქართველო“; სს „ლიბერთი ბანკი“; სს „პაშა ბანკი საქართველო“; სს „ტერაბანკი“; სს „ფინკა ბანკი საქართველო“; სს „ხალიკ ბანკი საქართველო“; სს „კრედო ბანკი“.




ipn.ge





დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-21 21:30:32
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.როგორ ემზადება ხელისუფლება ხანძარსაშიში სეზონისთვის - ზაფხულამდე 3 თვე რჩება „კომერსანტი“ დაინტერესდა არის თუ არა მზად და რა ღონისძიებებს ახორციელებს...

სამედიცინო ასოციაციები მთავრობაში გასაგზავნ წერილს ასაჯაროებენ

სამედიცინო ასოციაციები მთავრობაში გასაგზავნ წერილს ასაჯაროებენ
access_time2020-02-21 16:29:38
საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება და მისი წევრი 37 კლინიკა  პრემიერს წერილს უგზავნის. განცხადების ტექსტს "კომერსანტი" უცვლელად გთავაზობთ:"სამედიცინო ასოციაციების გაერთიანების 7 თებერვლის სხდომაზე კიდევ ერთხელ იქნა განხილული საქართველოს მთავრობის 2019 წლის 5 ნოემბრის 520-ე დადგენილების შედეგები.მიღებულ იქნა ერთობლივი განცხადება:საქართველოს მთავრობის 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამედიცინო ასოციაციების...

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ბიუჯეტს 38,7 მილიონი ლარი დაუჯდება

ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა ბიუჯეტს 38,7 მილიონი ლარი დაუჯდება
access_time2020-02-21 15:15:09
წელიწადში და ექვს თვეში აქ აშენდება 582 ბინა, რომელიც იქნება თქვენი, იქნება ამ ბავშვების და რომლებმაც თქვენ, საქართველოს მოქალაქეებს უნდა მოგცეთ საშუალება, რომ ყოველ დღე იცხოვროთ ღირსეულად და გაზარდოთ ღირსეული შვილები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას...

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“

„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“
access_time2020-02-21 16:10:21
„სესხის ამომღები კომპანიები განულებულ სესხებს თავიდან ითხოვენ“ - ამის შესახებ „კომერსანტს“ ადვოკატმა მარიკა არევაძემ განუცხადა. მისი თქმით, კვირის განმავლობაში უკვე მესამე შემთხვევა დაფიქსირდა, როდესაც მას დახმარებისთვის მიმართავენ.    „გვახსოვს ყველას, რომ 2018 წლის დეკემბერში „ფონდმა ქართუმ“ პრობლემური აქტივების შეძენა გადაწყვიტა და მოსახლეობას სესხები გაუნუნლა. მონაცემები აღბეჭდილი იყო vali.ge-ზე, მაგრამ დღესდღეობით საიტი აღარ...

გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია

გიორგი გახარია - ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია
access_time2020-02-21 14:45:27
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქუთაისში მდებარე პარლამენტის შენობა გაიყიდება.ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ამით ქუთაისს განვითარების შანსი ერთმევა, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქუთაისს მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც პარლამენტის შენობაზე ბევრად მეტია. „რას ნიშნავს, შანსს არ ვუტოვებთ ქუთაისს, რომ დაიბრუნოს პარლამენტი? ქუთაისს სულ მალე ექნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი,...


მსგავსი სიახლეები

up